გაზის მიწოდება

საზოგადოება • 1790590566

5400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება

გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 სექტემბრის 11:30 საათიდან 30 სექტემბრის 14:00 საათამდე, გაზის მიწოდება მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში 5 400 აბონენტს შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს.კერძოდ, გაზმომარაგება შეუწყება:დაბა კოჯორი - სოფ. კიკეთის ტერიტორიაზე: 26 მაისის, 1 მაისის, ქიაჩელის, წერეთლის, ტაბიძის, გრიგოლ გიორგაძის, მშვიდობის, სამტრესტის, 9 ძმა ხერხეულიძის, ვლ. ავალიანის, ფიროსმანის, ვალიკო ჯუღელის, ნ. დადიანის, ნაძვნარის ქუჩების, სოფ. დიდების, სამადლოს დასახლების, სოფ. ბეთანია 2, სოფ. ბეთანიაში – მეფე გიორგი III, კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე შპს „ბეთანია 2008“-ს, ვაჟა ზუბიაშვილის მცირე კომერციულ ობიექტს, ალექსანდრე შერმაზანაშვილის მცირე კომერციულ ობიექტს, შპს ,,რანდევუ ბეთანიას”, შპს „ხოდა”-ს, შპს „ნგ&სს”-ს, სხვა მცირე კომერციულ ობიექტებს.მთაწმინდის რ-ში, ტაბახმელა - კოჯრის გზ. ჩ. 9, კოჯრის გზ. 42, 109, კოჯრის გზ. 3ჩ. 1, კოჯრის გზ. 3ჩ, მირიან მეფის 1შ. 8, ვახტანგ გორგასლის ქ. 6, სოფ. წავკისში, ტაბახმელის ტერიტორიაზე – ჩერონის დასახლებაში, ტაბახმელა – დაჩების მიმდებარედ, კოჯრის გზატკეცილის, ვახტანგ გორგასლის, პატარა კახის, მარიჯანის, მარო მაყაშვილის, ტაბახმელის დასახლების, კოტე აფხაზის, ველის, შპს ,,იორკ თაუერსში’, ფარნავაზ მეფის, ლაშა გიორგის, ალ. წუწუნავას ქუჩებზე, სოფ. წავკისში – სერგოს უბანში, კანდელაკის უბანში, ეკლესიასთან, პარის უბანში, მაღაზია ნიკალასთან, გ. სააკაძის, ლ. ასათიანის, თედიაშვილის, თავისუფლების, შ. რუსთაველის ქუჩებზე, ბეჟიაშვილების-მამიაშვილების უბანში, სკოლის უბანში, ლილუაშვილების უბანში, ყურაშვილის უბანში, ყოყიაანთ შოთას უბანში, დ. ჭუმბურიძის უბანში, ლომჯარიას უბანში, გორგასალის შესახვევებსა და ჩიხებში, ჭავჭავაძის ქუჩისა და ჭავჭავაძის I შესახვევში, ახალი დაჩებში, ამაღლების, ტაბიძის, მ. გელოვანის, გიორგი ბრწყინვალის, კვინიტაძის, ლ. მეზურნიშვილის ქუჩაზე, თეიმურაზ I ქუჩაზე, იუნკერების დასახლებაში, ეკლესიის, ერეკლე II ქუჩა, თ. ფეიქრიშვილის უბანში, სურგულაძის უბანში, დავლიანიძის უბანში, გორგოძის უბანში, დოლიძის უბანში, ვეფხვაძის უბანში, გოგებაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის, ვახტანგ VI, სამადლოს ქუჩებზე, ბაგა-ბაღის უბანში და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აკაკი ტოტოღაშვილის მცირე კომერციულ ობიექტს, საქართველოს საპატრიარქოს, შპს ,,მედგრუპ ჯორჯია“-ს, 211 საჯარო სკოლას და ეკლესიას.კრწანისის რ-ში, სოფ. კუმისი, სოფ. კუმისი-სამება 4, სოფ.კუმისი-სამება, 3 ტაბახმელა, გრ. რობაქიძის, სოფ. კუმისი-სამება 2, სოფ. კუმისი-სამება კორპუსი, სოფ. კუმისი-სამება 1, სოფ. დიღომი-იროდიონ სურგულაძის, გარდაბანი-კუმისი-კუმისის, ზემო პლატო ტაბახმელა, ჩოლოყაშვილის, ტაბახმელა, თრიალეთის, გარდაბნის, თელეთის, სოფ. ახალწყალი, სოფ. ზემო თელეთი, სოფ.თელეთი, სოფ.კუმისი 1, სოფ. კუმისი 2, სოფ.კუმისი 3, სოფ.კუმისი 4, სოფ. მუხრანთელეთი, სოფ. ქვემო თელეთი, სოფ. წალასყური, სოფელი ზემო თელეთი-ქუჩა პირველი,ტაბახმელა, ტაბახმელას დას. ტაბახმელა, გუმბათების წყაროს, გორგასალის, ტაბახმელა.ივანე მაჩაბელის,სოფელი წავკისი, სოფელი წავკისი-ტაბახმელა, ტაბახმელა, ანა ბაჯის ტაბახმელა, გ. ტაბიძის, ტაბახმელა, გრ. ორბელიანის, ტაბახმელა, გუდელისის ტაბახმელა, დ. თავდადებულის, ტაბახმელა, დიდგორის, ტაბახმელა, ვ. გორგასლის, ტაბახმელა, თამარ მეფის ტაბახმელა, თბილისის, ტაბახმელა, ი. მაჩაბელის ტაბახმელა, კვირაცხოვლის ტაბახმელა, კოტე აფხაზის ტაბახმელა, კოჯრის გზ. ტაბახმელა, ლ. ასათიანის ტაბახმელა, ლაშა-გიორგის, ტაბახმელა, ნ. დუმბაძის ტაბახმელა, ნასახლარის ტაბახმელა, ტაბახმელას, ტაბახმელა, შავნაბადას ტაბახმელა-სოფ.შინდისი-დიდგორის ტაბახმელა-სოფელი ტაბახმელა წავკისი, სოფ. ტაბახმელში - ჩოლოყაშვილის, ლადო ასათიანის, ნასახლარის, შავნაბადას, ბაჯის, ტაბიძის, გრ.რობაქიძის, გრ. ორბელიანის, დ. თავდადებულის, დიდგორის, თბილისის, თრიალეთის, მაჩაბლის, ჩოლოყაშვილის, კვირაცხოველის, კოტე აფხაზის, ლაშა გიორგის, ნ.დუმბაძის, სოფ. კუმისი - სოფ. სამების ტერიტორიაზე და ჩრდილო სამების (სამების აგარაკები) ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე კომერციულ ობიექტებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, სოფ. წალასყურში მცხოვრებ კერძო მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა შპს ,,ფერტიბერია“, მამა დავითის ტაძარი, შპს ,,მოდი ნახე“, შპს ,,როსტერ”, შპს ,,თრიალეთის ყველი”, შპს ,,ზღაპარი”, შპს ,,ოილლიო”, შპს ,,ლა ფერმე”და სხვა.კომპანიის განმარტებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 30 სექტემბრის 14:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.„გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლა

საზოგადოება • 1789891552

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა მასწავლებლის, სოფო თედიაშვილის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ქართულ-ამერიკული სკოლა“. „დავკარგეთ სკოლის უერთგულესი კადრი და უღალატო მეგობარი – ჩვენი სოფო…“, აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფოტო

საზოგადოება • 1789849618

„თავზარდაცემულია ოჯახი მოულოდნელი ტრაგედიით...“ - ახალგაზრდა მასწავლებელი გარდაიცვალა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პედაგოგი სოფო თედიაშვილი ინსულტით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„თავზარდაცემულია ოჯახი ასეთი მოულოდნელი ტრაგედიით, შვილები. მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები.სოფო ხომ ყველას ძალიან უყვარდა.გითანაგრძნობთ სოფოს ყველა ახლობელს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - წერენ სოციალურ ქსელში.

Toyta

საზოგადოება • 1789559395

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა

იაპონური ხარისხი და სანდოობა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ბრენდის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი Toyota bZ4X საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაცია თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პადელის კორტებზე, „ჯიმ ბრიზზე“ გაიმართა და 300-მდე სტუმარს - კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს უმასპინძლა. ავტომობილის წარდგენა კომპანიამ სპორტულ აქტივობას დაუკავშირა.მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „bZ4X ჩვენი ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მოდელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა - ავტომობილი, რომელშიც „ტოიოტასთვის“ დამახასიათებელ სანდოობასა და გამძლეობას ელექტრომობილის უპირატესობებთან აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, bZ4X-ის წარდგენა განსხვავებულ გარემოში გამართულიყო. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ პადელის კორტები და ჩვენი მომხმარებლებისთვის Toyota Center Tegeta-ს სპეციალური ტურნირი გავმართეთ. ამავდროულად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გამოეცადათ ახალი, სრულად ელექტრო bZ4X და თავად შეეგრძნოთ მისი მართვის გამოცდილება. გვინდოდა, შეგვექმნა გარემო, სადაც ახალი მოდელის გაცნობა, სპორტი და სასიამოვნო ემოციები ერთ გამოცდილებად გაერთიანდებოდა“.bZ4X საქართველოში სამი კომპლექტაციითაა წარმოდგენილი, მათ შორის, მხოლოდ წინა და ასევე ოთხივე წამყვანი თვლით. სრული დამუხტვით ავტომობილს 450-დან 500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის. მოდელს დიდი სალონი და ტევადი საბარგული აქვს. bZ4X პირველი იაპონური ელექტრომობილია საქართველოში, რომელიც გამორჩეული იქნება გამძლეობითა და ხარისხით.ოფიციალურ წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილი ათ დღემდე ვადით სატესტოდ გადასცა და მათი შთაბეჭდილებები ვიდეორგოლის სახით გამოაქვეყნა.ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „პრეზენტაციამდე ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს bZ4X ერთი კვირით ან ათი დღით გადავეცით, რათა ავტომობილი ყოველდღიურ რეჟიმში, საკუთარ მარშრუტებზე გამოეცადათ. არანაირი სცენარი და მითითება არ გვქონია - შემდეგ უბრალოდ მათი რეალური შთაბეჭდილებები ჩავიწერეთ და თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა: ავტომობილმა მოლოდინს გადააჭარბა. იგივე განწყობა იყო ღონისძიებაზეც - ტესტდრაივისა და ტურნირის პარალელურად სტუმრები ერთმანეთს სწორედ ამ გამოცდილებას უზიარებდნენ. პადელი ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება, ელექტრომობილი კი - სუფთა გარემოსთან. ამ ორის გაერთიანება ბუნებრივი არჩევანი იყო და საშუალება მოგვცა, მოდელი ახალი აუდიტორიისთვისაც წარგვედგინა“.bZ4X-ის წარდგენის ოფიციალური ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „სარაჯიშვილი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ვისოლი“.ახალი მოდელის გაყიდვები საქართველოში უკვე წარმატებით დაიწყო - ავტომობილი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია წარმოდგენილი, შესაძლებელია ტესტდრაივის დაჯავშნაც. bZ4X-ს, „ტოიოტას“ სხვა მოდელების მსგავსად, 10-წლიანი გარანტია აქვს, ტექნიკურ მომსახურებას კი ავტომფლობელები „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სერვისცენტრში მიიღებენ.--„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი • 1783364530

წყალი 17 საათით შეწყდება - GWP ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.ნაძალადევის რაიონში, სანზონის დას. N24-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/7/2026 21:00 საათიდან 7/8/2026 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სანზონის დას. N 1,2,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15,16,17,25,26,27.მთაწმინდა, თამარ მეფის ქ. N10 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/6/2026 15:00 დან 7/7/2026 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქუჩებს: ტაბახმელა: თამარ მეფის, დიდგორის, პატარა კახის, სულხან საბას, თედიაშვილის, თბილისი კოჯრის გზატ. (სრულად), შინდისი: ფარნავაზ მეფის, მირიან მეფის, დანიელ ჭონქაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, წავკისი: დიდგორის, სამადლოს, 9 ძმის, მარიჯანის, ვახტანგ გორგასალი, სულხან საბა, ვახტანგ მეექვსე.წყნეთი, წყნეთი, დავით გურამიშვილის ქ.N 32-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 7/7/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წყნ) გურამიშვილის ქუჩას.ჩუღურეთი, გიგო ზაზიშვილის ქ. 3 შეს.N 16ბ-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 7/6/2026 15:30 დან 7/7/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზაზიშვილის 3 შეს, და ქურდიანის შესახვევს.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი • 1778013508

წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.„მთაწმინდის რაიონში, წავკისში, 9 ძმა ხერხეულიძის 1 შეს. N3-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 5/6/2026 10:00 საათიდან 5/6/2026 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა წავკისში: რუსთაველის, გ. ბრწყინვალეს, ნეგოს ტყის, ფიროსმანის, დუბაძის, ანანიაშვილის და თედიაშვილის ქუჩებს, სააკაძის მე-5 და მე-6 ჩიხს“. 

პასკა და კვერცხი

საზოგადოება • 1775841930

რამდენი კვერცხი და პასკა შეიძლება, ვაჭამოთ ბავშვს - პედიატრის რჩევა

პატარებს დღესასწაული ძალიან ახარებთ, მათთვის წითლად შეღებილ კვერცხს განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს, რის გამოც ვერ იცავენ ზომიერებას, ამას კი თან ახლავს კვების დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. რა რაოდენობით კვერცხი და პასკა შეიძლება მიიღოს ბავშვმა, ამ კითხვას პედიატრი, ლიკა თედიაშვილი პასუხობს.„1-დან 2 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ კვერცხთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები, შეუძლიათ მიიღონ 1 -1 ½ კვერცხი დღის განმავლობაში, 2-3 წლის ასაკის ბავშვებს 2 კვერცხი დღეში, ხოლო 4-8 წლის ასაკსი დასაშვებია მაქსიმუმ 3-4 კვერცხის მიღება დღეში.2 წლის ასაკიდან შესაძლებელია 100-200 გრამი პასკის მიღებაც. მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შესაძლებელია ცოტა მეტი ოდენობით პასკის მიღება.აუცილებლად აკონტროლეთ ბავშვის კვება დღესასწაულის დღეებში და ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რათა დაიცვათ იგი შეუსაბამო საკვების არაზომიერი მიღებისგან და თავიდან აიცილოთ კვების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს.“ - ამბობს პედიატრი.

wyali

დედაქალაქი • 1767905365

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. „ხვალ 1/9/2026 მთაწმინდის რაიონში, სოფ.ტაბახმელაში, კვინიტაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 1/9/2026 12:00 საათიდან 1/9/2026 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა წავკისში: ვახტანგ თედიაშვილის ქუჩას ჩიხებით და ნიკოლოზ მათიკაშვილის ქუჩას. სოფ. ტაბახმელაში: თბილისი-კოჯრის გზატკეცილის N 92-122 (ლუწებს), N 81-127 (კენტებს), არჯევან ანანიაშვილის (ატრიუმის დასახლება), მარო მაყაშვილის, ტაბახმელის, კოტე აფხაზის, გ. კვინიტაძის ქუჩებს ჩიხებით და შესახვევებით.დიდუბე, ვანის ქ.N 4-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 1/8/2026 23:30 საათიდან 1/9/2026 11:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვანის ქუჩას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მე-8 მოწვევის, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

რეგიონი • 1761830068

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მე-8 მოწვევის, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მე-8 მოწვევის, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომის N36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ რაზმაძემ გახსნა.მან დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს  ზურაბ კოპაძეს  გადასცა.საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა გელაშვილი.დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ფერაძის კანდიდატურა  დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით,  ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ფერაძე დამტკიცდა.საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ  პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე ნიკოლოზ კიკნაძის, რევაზ ლაშხის და გენადი მუმლაძის კანდიდატურები დაასახელა.საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.ასევე, ფარული კენჭისყრით არჩეული იქნა ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე: იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ოთარ არბოლიშვილი; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - სალომე თედელური; საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის კომისიის - თავმჯდომარე ელზა კუჭუხიძე; აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მერაბ იობაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე -  მამუკა ლურსმანაშვილი.დეპუტატებმა, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ფრაქცია ,, ხალხის ძალას" თავმჯდომარე ივანე შალუტაშვილი.მე-8 მოწვევის საკრებულო და თითოეული დეპუტატი, უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

ბორჯომი

რეგიონი • 1758625430

ბორჯომის მუნიციპალიტეტში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კულტურის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე, სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე და სპორტის სპეციალისტი თათა ლამბრიანიძე , 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ და გამარჯვება პირადად მიულოცეს.შეგახსენებთ, რომ გიორგი ბლიაძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.  ევროპის ჩემპიონატზე ორივე მკლავში საპრიზო ადგილი დაიკავა ლექსო კაპანაძემ, ხოლო სანდრო თედიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა. 18 წლამდე ძიუდოისტებს შორის გიორგი  შაყულაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი • 1757442383

წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:ნაძალადევი, ზღვის უბანი, 11 მკ-რ 3 კვ.N 41-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/9/2025 19:00 დან 9/10/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბანი, 11 მკ-რ 3 კვ. 40 -58 კორპუსებს.გურჯაანის ქუჩაზე ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 10/09 06:00სთ-მდე.წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N.161-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 9/10/2025 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 161და 163.ისანი, გურჯაანის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/10/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მესხიშვილის, დუშეთის და გელათის ქუჩებს.მთაწმინდა, ტაბახმელა თამარ მეფის N 3-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო  9/10/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თამარ მეფის ქუჩა დიდგორის ქუჩა პატარა კახის ქუჩა სულხან საბა ორბელიანის ქუჩა თედიაშვილის ქუჩა თბილისი-კოჯრის გზატკეცილი სრულად ,ფარნავაზ მეფის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა დანიელ ჭონქაძის ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, წავკისი:დიდგორის ქუჩა, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა, მარიჯანის ქუჩა, სამადლოს ქუჩა, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, სულხან საბა ორბელიანის ქუჩა, ვახტანგ მეექვსეს ქუჩა.

მამუკა გელაშვილი

პოლიტიკა • 1755587432

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა შეხვედრა გამართა ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის აქტივთან, სადაც მან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:ბორჯომი - დავით შონიაბორჯომი - ივანე შალუტაშვილიბორჯომი - მერაბ იობაშვილიყვიბისი - ზაქარია ციცქიშვილიახალდაბა - ზურაბ ბლიაძედვირი - ელიზავეტ კუჭუხიძეტბა - მამუკა ლურსმანაშვილიციხისჯვარი - გიორგი ბლიაძებაკურიანი - ზურაბი კურტანიძეტაძრისი - თამაზ ჩუტკერაშვილიტაბაწყური - ანდრუშ ირიციანიწაღვერი - კახაბერ თედიაშვილიბალანთა- არაიკ ანტონიანი. 

✕