აშშ-მა და ჩინეთმა „ტიკტოკთან“ დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
1761838530
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 54,2952 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“ (ფუძე). შემდგომში უკანონო რეალიზაციის მიზნით მან ნარკოტიკული საშუალება 50 შეკვრად დააფასოვა, საიდანაც 33 შეკვრას პირადად ინახავდა, ხოლო 17 ცალად დაფასოებულ და კრისტალური სახით არსებულ ნარკოტიკულ საშუალებას, ელექტრო სასწორსა და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალას მის დროებით საცხოვრებელ სახლში ინახავდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.