1761855398
დაკავებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია
სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სუსის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ.
ასევე კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან, სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე,“ - განაცხადეს ბრიფინგზე.












