მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
Ichiban იაპონურად „ნომერ პირველს“ ნიშნავს - სწორედ ეს სიტყვა ასახავს ჯილდოს მთავარ არსს და ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ უფრო მეტს, ვიდრე სერვისია. Toyota Ichiban 2025-ის მფლობელი„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გახდა. ქართული კომპანია 2 500 დილერს შორის გამოარჩიეს და საუკეთესო 46-ეულს შორის დაიმკვიდრა ადგილი.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 24-26 ივნისს იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ე.წ. Motor Valley-ში გაიმართა – რეგიონში, რომელიც გამორჩეულია საავტომობილო მემკვიდრეობით. წლევანდელი ღონისძიება შთაგონებული იყო სარბოლო ტრასის სულისკვეთებით, სადაც წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა.
Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა იოშიჰირო ნაკატამ ჯილდოს გადაცემისას აღნიშნა, რომ „Ichiban-ის გამარჯვებულებმა ეს ჯილდო სიღრმისეული ზრუნვით, თანმიმდევრულობითა და ადამიანების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით დაიმსახურეს. ისინი გვახსენებენ, რომ მომხმარებლისთვის შესანიშნავი გამოცდილების შექმნა იწყება ერთი ადამიანით, ერთი ჩამორთმეული ხელით. მომავალი ევროპაში სწორედ ახლა იწერება და გამარჯვებული დილერები მისი თანაავტორები არიან – ისინი ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ, ხანგრძლივ ურთიერთობებს“.
მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი, მომსახურების სისწრაფე და უწყვეტი ინოვაციების დანერგვა - სწორედ ამ მიდგომამ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გუნდურმა ძალისხმევამ განაპირობა, რომ კომპანია არა მხოლოდ „ტოიოტას“ გლობალურ ქსელში წარმატებული დილერი, არამედ მასშტაბური ცვლილებების მაგალითი გამხდარიყო მთელი რეგიონისთვის.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გამარჯვება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება იმ კულტურას, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვასა და პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს.
ეს ჯილდო არის არა მხოლოდ ჩვენი პროფესიონალი გუნდის შრომის აღიარება, არამედ ჩვენი მომხმარებლების ნდობის შედეგიც – სწორედ მათთან ურთიერთობის ხარისხმა
განაპირობა ჩვენი წარმატება. Ichiban-ის მფლობელობა,აღიარებასთან ერთად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას - გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ „პირველი“.
Ichiban-ის ჯილდოს გარდა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პოზიცია ევროპულ ბიზნესსცენაზე წელს კიდევ ერთმა პრესტიჟულმა აღიარებამ გაამყარა – კომპანიამ Going Beyond-ის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა, კერძოდ, Brand & Communication-ის კატეგორიაში.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგულმა გუნდმაგამარჯვება მოიპოვა ინოვაციური ხედვისდამსახურებით. მათი მიზანი იყო ისეთიკამპანიების შექმნა, რომლებიც სცილდებოდასტანდარტულ მარკეტინგულ ჩარჩოებს დამომხმარებელთან ემოციურ კავშირს ამყარებდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართულაუდიტორიაზე – მათი ცხოვრების სტილზე, ღირებულებებსა და მოლოდინებზე, რომლებსაციაპონური ფილოსოფიის ელემენტები ორგანულადშეერწყა.
ამ ორ კულტურას შორის დამაკავშირებელი ხაზიკარგად გამოჩნდა როგორც ციფრულ კამპანიებში, ისე სადილერო სივრცეში მომხმარებლისთვისშექმნილ გამოცდილებაში. ყოველი აქტივობადეტალურად იყო მორგებული მომხმარებელზე, რაცბრენდის მიმართ ნდობის გაღრმავებასა დაძლიერი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებასემსახურებოდა.
ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“მარკეტინგის მენეჯერი: „Going Beyond“ ჯილდოსმიღება ბრენდისა და კომუნიკაციისკატეგორიაში ჩვენთვის იყო ერთდროულადმოულოდნელი და ძალზე ამაღელვებელი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენიკომუნიკაცია ეყრდნობოდა ერთ ძირითადიდეას – როგორ დავუკავშიროთ იაპონურიდა ქართული კულტურა „ტოიოტას“ბრენდის კონტექსტს და როგორ ვაქციოთ ესკავშირი იდენტობის განმსაზღვრელელემენტად. თითოეული კამპანია – იქნება ესსერვისზე ორიენტირებული, გაყიდვებისმხარდამჭერი თუ ბრენდის იმიჯზეკონცენტრირებული – ვითარდებოდა ერთითანმიმდევრული ნარატივის ფარგლებში. სწორედ ამ გზავნილის გაზიარება გვინდოდა„ტოიოტას“ გლობალური ოჯახისათვის – რომ კულტურათა ინტეგრაცია შეიძლებაიქცეს ბრენდის სიძლიერედ და იდენტობისხერხემლად“.
Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპაში საუკეთესო დილერებს, რომლებიც ლიდერობენ მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ეს წარმატება წარმოადგენს არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დადასტურებას და აჩვენებს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა კვლავ ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა"საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.