თეა დარჩია

faceამბები 1742476920

თეა დარჩია ბებიის ამპლუაში - რა კადრებს აქვეყნებს შვილიშვილთან ერთად

"სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი, ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ლეა დაარქვეს.სასიხარულო ამბის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი თეა დარჩიამაც გამოაქვეყნა: "ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, ბებია ვარ" - დაწერა მან. 

მარიამ მათიაშვილი

ტაბლოიდი 1739632740

VIDEO: „მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანის ღირსი გამხადა, ყველაფერი საუკეთესო წინ გვაქვს“ - მარიამ მათიაშვილის ემოციური სიტყვები ქმარს

ქორეოგრაფ თეა დარჩიას ქალიშვილი, „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლეა დაარქვეს. როცა მარიამმა სოციალურ ქსელში შვილის პირველი კადრი გაავრცელა, აღნიშნა, რომ შვილზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა.ახლახან მოცეკვავემ ინსტაგრამზე ქმართან ერთად გადაღებული კადრები გაავრცელა და მას ემოციური სიტყვებით მიმართა:„ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემი, მადლობა ღმერთს რომ შენნაირი ადამიანის ღირსი გამხადა, მადლობა რომ შენ დაგიკავშირე ჩემი ცხოვრება, მადლობა რომ ყოველი დღე შენთან გატარებული ბედნიერებით, სიკეთით, სიყვარულით სავსეა, მადლობა საუკეთესო და დაუვიწყარი ორი წლისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ დარწმუნებული ვარ, ჩემი ძალიან დიდი იმედი და საყრდენი ხარ, ყოველ დღე უფრო მეტად გაფასებ და მიყვარხარ. ყველაფერი საუკეთესო წინ გვაქვს მე ამის მჯერა. ერთად ყველაფერს შევძლებთ უსაზღვროდ მიყვარხარ და ბოლოს, მადლობა ჩვენი საოცარი შვილისთვის“, - წერს მარიამ მათიაშვილი.           View this post on Instagram                       A post shared by Mariam Matiashvili (@matiashvilimariami)

teaa

საზოგადოება 1731342799

„პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს, როცა მითხრეს, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით იქნებოდა და გაჩნდა სრულიად ჯანმრთელი…“ - თეა დარჩია

„მარტოობის 15 წუთი“ მსახიობსა და მომღერალ ნანკა გვართან ერთად წარმოგვიდგენს ინტერვიუს ცნობილ მოცეკვავესთან, თეა დარჩიასთან, რომელიც მეოთხე შვილის გაჩენას იხსენებს:„პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს, როცა მითხრეს, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით იქნებოდა და გაჩნდა სრულიად ჯანმრთელი და სრულყოფილი. დავინახე, რამხელა ძალა აქვს ღმერთის რწმენას…“

tea

საზოგადოება 1724951373

"ნეტა, რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე“ – თეა დარჩიას ემოციური მიმართვა ქალიშვილს

ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი 28 აგვისტოს იუბილარი გახლდათ. მას 30 წელი შეუსრულდა.მარიამ მათიაშვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, გამორჩეულად ემოციური კი იყო მისი დედის, თეა დარჩიას საჯარო მიმართვა:„ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო ანგელოზო, 20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა და მეთერთმეტე ვიწექი პალატაში, რომ მოგიყვანეს ტოლმასავით გახვეული დიდი ლოყები და უზარმაზარი თვალები გიჩანდა მხოლოდ. ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მცვიოდა და ვფიქრობდი, ნეტა, რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე. 33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას და მერეც მეყვარები უსასრულოდ. ბედნიერებას გისურვებ და ულევ სიყვარულს, ჩემი სიამაყე, სიმშვიდე და იმედი ხარ შენ… გილოცავ დაბადების დღეს და მომავალი პატარა ანგელოზი გოგოს დედობას. მაშინ, კი ბოლომდე მიხვდები რა ძლიერად მიყვარხარ“ – დაწერა თეა დარჩიამ სოციალურ ქსელში.

ბი

საზოგადოება 1724860281

მარიამ მათიაშვილი და დავით თოფურია პატარას ელოდებიან - ცნობილია ბავშვის სქესი

 ქორეოგრაფ თეა დარჩიას ქალიშვილი – „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე დავით თოფურია გოგონას მშობლები გახდებიან.წყვილმა სქესის გაგების ულამაზესი ცერემონიალი მოაწყო და ასე გაიგო მომავალი პრინცესას შესახებ.აღსანიშნავია, რომ დღეს მარიამის დაბადების დღეცაა. მან იუბილე სქესის გაგების ცერემონიალთან ერთად, ულამაზესი ტორტით აღნიშნა.

მარიამ მათიაშვილი

faceამბები 1710765320

„შენს სიყვარულს ასაკი არ აქვს“ - რას წერს თეა დარჩიას ქალიშვილი მამაზე

თეა დარჩია საკუთარი გვერდის „თედასის“ საშუალებით ავრცელებს ვიდეოს, როგორ ულოცავს ოჯახი დაბადების დღეს გუჯა მათიაშვილს. ტორტი მამას უფროსმა ქალიშვილმა, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა მიართვა.მარიამმა საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე ასევე განსაკუთრებული მილოცვა გაავრცელა მამისადმი:"დღეს დაიბადა ჩემი უსაყვარლესი საოცარი ადამიანი, რომელიც მთელი გულით მეამაყება, მა გილოცავ, მინდა რომ ძლიან კარგად მყავდე, ყოველ დღე გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ და გაფასებ, დიდი მადლობა ამაგისთვის, ზრუნვისთვის.მიხარია, რომ ზედმეტად კარგი მამა და საუკეთესო მეგობარი ხარ... შეუძლებელია შენი არსიყვარული, შენს სიყვარულს ასაკი არ აქვს , საოცრად თბილი კეთილი და სუფთა ადამიანი ხარ, საიმედო, ერთგული, საოცარი იუმორის მქონე ... არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს სიტყვა.გაუთავებლად შემიძლია შენზე ლაპრაკი, მიყვარხარ მე და ყველას ვინც გიცნობს, ჩემი მეგობრების თამადობით🤍 შენს სიყვარულს საზღრვრები არ აქვს....",-წერს მარიამ მათიაშვილი.

მარიამ მათიაშვილი

ტაბლოიდი 1709727212

„ვის ჰყავს დედა ჩემისთანა“ – მარიამ მათიაშვილი თეა დარჩიას ორიგინალურ ფოტოს გვიზიარებს

მარიამ მათიაშვილი დედის, ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.როგორც აღმოჩნდა, თეა დარჩია „ქრონოგრაფმა“ გადაიღო თავისი სარეკლამო კამპანიისთვის.„ვის ჰყავს დედა ჩემისთანა“, წერს მარიამი.

გოგა მანია

საზოგადოება 1709096923

“იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ…”– გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია საგანგაშო წინასწარმეტყველებას ავრცელებს: “ახალი წინასწარმეტყველება 22.01.2024 02.02. ✍️ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე ამ თემაზე ., რა თქმა უნდა მე ძალიან მწყდება გული.,! მაგრამ ყველაფერი რაც ხდება ხდება იმიტომ რომ უნდა მოხდეს!2024 წელს დავკარგავთ საქართველოში ადამიანს, რომელსაც კაცობრობა ძალიან დიდ პატივს სცემს! ლოცულობთ კიდეც მასზე  დიდი გლოვა და ცვლილებები ჯვაროსნულ კარზე!იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ, მაგრამ 6 თვეა ერთი და იგივე ხედვასთან და ხილვასთან მაქვს საქმე.! რაც ჩემთვისაც ძალიან რთულია , და უფრო რთული ამისი თქვენამდე მოტანააა!!…”,-ამბობს გოგა.ასევე ნახეთ:თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალიVIDEO: „როდის იგრძენი, რომ დედაშენი არის შენი ყველაზე დიდი კონკურენტი?“ - მარიამ მათიაშვილის პასუხმა თეა დარჩია აღაფრთოვანა

თეა

საზოგადოება 1709072795

VIDEO: „როდის იგრძენი, რომ დედაშენი არის შენი ყველაზე დიდი კონკურენტი?“ - მარიამ მათიაშვილის პასუხმა თეა დარჩია აღაფრთოვანა

„მხოლოდ ლელასთან“ გადაცემის სტუმარი, თეა დარჩია და მისი შვილი, მარიამ მათიაშვილი არიან. მარიამს ჰკითხეს: როდის იგრძენი, რომ დედაშენი არის შენი ყველაზე დიდი კონკურენტი?„ამ ყველაფერს კონკურენციას ვერ დავარქმევ. ჩემს თავში ვიპოვე ძალა და საკუთარი თავის კონკურენტი გავხდი...“.ამ სიტყვებმა თეა აღაფრთოვანა. „ყოჩაღ დე. ზუსტად ის თქვი, რასაც ვფიქრობდი...“, - ამბობს თეა დარჩია. ნახეთ, ვიდეო:

ტირილ

საზოგადოება 1709047666

რატომ ატირდნენ პირდაპირ ეთერში თეა დარჩია, მარიამ მათიაშვილი და ლელა წურწუმია - ნახეთ, ემოციური კადრები

ლეგენდარული მოცეკვავე, თეა დარჩია შვილთან, მარიამ მათიაშვილთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო. „თეას სხვა გზა რომ აერჩია ვერც წარმომიდგენია. ეს ადამიანი არის დაბადებული ამ ყველაფრისთვის. მე, როგორც შვილი, ვამბობ, რომ ღირდა ეს ყველაფერი, რადგან თეა ჰყოლოდა ქვეყანას, გულწრფელად ვამბობ. ხშირი ჭიდილი გვიწევდა იმიტომ, რომ არასწორად გამოვხატავდი ხოლმე ჩემს პროტესტს,“ – აღნიშნა მარიამმა.შვილის ემოციურ სიტყვებზე თეა დარჩია ატირდა.„პირველად მეუბნება ამას, ეს პირველად მესმის…“ამ საუბრის დროს ლელა წურწუმიაც ატირდა. ნახეთ, ვიდეო:

თეა დარჩია

საზოგადოება 1709013264

VIDEO: კიდევ კარგი აქ მომიყვანე ლელა, თორემ ვერასოდეს მოვისმენდი ამ სიტყვებს“ – მარიამ მათიაშვილის სიტყვებმა წამყვანი აატირა

თეა დარჩია შვილთან, მარიამ მათიაშვილთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო. „მხოლოდ ლელასთან“ თეამ და მარიამმა გულწრფელად ისაუბრეს.თეამ მოჰყვა იმ სირთულეებზე, რაც პროფესიასა და დედობას ახლავს. როგორც მან აღნიშნა, ოჯახისთვის დრო მას ნაკლებად რჩებოდა.მარიამმა კი დედას ემოციური სიტყვებით მიმართა და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.მარიამი: ყველაფერი არის თეას დამსახურება. მისი დამოკიდებულების, შენიშვნების. თუნდაც იმის, რომ სხვისთვის რა შენიშვნაც უნდა მიეცა, მე მეუბნებოდა. ამ ყველაფერმა გამაძლიერა და მომცა იმის საშუალება, რომ დღეს თამამად ვატარებ სუხიშვილების სახელს… თეას სხვა გზა რომ აერჩია ვერც წარმომიდგენია. ეს ადამიანი არის დაბადებული ამ ყველაფრისთვის. მე, როგორც შვილი, ვამბობ, რომ ღირდა ეს ყველაფერი, რადგან თეა ჰყოლოდა ქვეყანას, გულწრფელად ვამბობ.ხშირი ჭიდილი გვიწევდა იმიტომ, რომ არასწორად გამოვხატავდი ხოლმე ჩემს პროტესტს,“ – აღნიშნა მარიამმა.შვილის სიტყვებზე თეა დარჩია ატირდა და თქვა:„პირველად მეუბნება ამას, ეს პირველად მესმის…კიდე კაი აქ მომიყვანე ლელა, ვერასოდეს მოვისმენდი ამ სიტყვემს ამისგან…“ 

მარიამ მათიაშვილი

ტაბლოიდი 1708618204

VIDEO: მარიამ მათიაშვილი ქორწილიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

ქორეოგრაფ თეა დარჩიას ქალიშვილის – „სუხიშვილების“ მოცეკვავის მარიამ მათიაშვილის და დავით თოფურიას გრანდიოზულ ქორწილს, რომელიც მათ გასული წლის 9 სექტემბერს ჰქონდათ, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია პატარძლის კაბამ და შოუს ელემენტება, რომელიც მრავლად იყო წვეულებაზე.ქორწილის დღის გამორჩეულ კადრებს მარიამი ამჯერად ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ტექსტით: „ცხოვრება დაუვიწყარი მომენტების ერთობლიობაა“.            View this post on Instagram                       A post shared by Mariam Matiashvili (@matiashvilimariami)