VIDEO: „მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანის ღირსი გამხადა, ყველაფერი საუკეთესო წინ გვაქვს“ - მარიამ მათიაშვილის ემოციური სიტყვები ქმარს

მარიამ მათიაშვილი

ქორეოგრაფ თეა დარჩიას ქალიშვილი, „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლეა დაარქვეს. როცა მარიამმა სოციალურ ქსელში შვილის პირველი კადრი გაავრცელა, აღნიშნა, რომ შვილზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

ახლახან მოცეკვავემ ინსტაგრამზე ქმართან ერთად გადაღებული კადრები გაავრცელა და მას ემოციური სიტყვებით მიმართა:

„ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემი, მადლობა ღმერთს რომ შენნაირი ადამიანის ღირსი გამხადა, მადლობა რომ შენ დაგიკავშირე ჩემი ცხოვრება, მადლობა რომ ყოველი დღე შენთან გატარებული ბედნიერებით, სიკეთით, სიყვარულით სავსეა, მადლობა საუკეთესო და დაუვიწყარი ორი წლისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ დარწმუნებული ვარ, ჩემი ძალიან დიდი იმედი და საყრდენი ხარ, ყოველ დღე უფრო მეტად გაფასებ და მიყვარხარ. ყველაფერი საუკეთესო წინ გვაქვს მე ამის მჯერა. ერთად ყველაფერს შევძლებთ უსაზღვროდ მიყვარხარ და ბოლოს, მადლობა ჩვენი საოცარი შვილისთვის“, - წერს მარიამ მათიაშვილი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mariam Matiashvili (@matiashvilimariami)