„შენს სიყვარულს ასაკი არ აქვს“ - რას წერს თეა დარჩიას ქალიშვილი მამაზე

მარიამ მათიაშვილი

თეა დარჩია საკუთარი გვერდის „თედასის“ საშუალებით ავრცელებს ვიდეოს, როგორ ულოცავს ოჯახი დაბადების დღეს გუჯა მათიაშვილს. ტორტი მამას უფროსმა ქალიშვილმა, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა მიართვა.

მარიამმა საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე ასევე განსაკუთრებული მილოცვა გაავრცელა მამისადმი:

"დღეს დაიბადა ჩემი უსაყვარლესი საოცარი ადამიანი, რომელიც მთელი გულით მეამაყება, მა გილოცავ, მინდა რომ ძლიან კარგად მყავდე, ყოველ დღე გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ და გაფასებ, დიდი მადლობა ამაგისთვის, ზრუნვისთვის.

მიხარია, რომ ზედმეტად კარგი მამა და საუკეთესო მეგობარი ხარ... შეუძლებელია შენი არსიყვარული, შენს სიყვარულს ასაკი არ აქვს , საოცრად თბილი კეთილი და სუფთა ადამიანი ხარ, საიმედო, ერთგული, საოცარი იუმორის მქონე ... 

არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს სიტყვა.

გაუთავებლად შემიძლია შენზე ლაპრაკი, მიყვარხარ მე და ყველას ვინც გიცნობს, ჩემი მეგობრების თამადობით🤍 შენს სიყვარულს საზღრვრები არ აქვს....",-წერს მარიამ მათიაშვილი.