თაღლითები

საზოგადოება • 1792321131

ახალი თაღლითური სქემა - როგორ აფორმებენ სესხებს მოქალაქეების სახელით

ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბი", რომ­ლის დამფუძნებელიც გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძეა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სქე­მის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს."კიბერთაღლითების კიდევ ერთი ახალი სქემა!თაღლითები მოქალაქეებს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მათი სახელით უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.მას შემდეგ, რაც მოქალაქე აცხადებს, რომ ამ ადამიანს არ იცნობს და სესხის გაცემას ეწინააღმდეგება, მასთან ცოტა ხანში კიდევ ერთი ზარი ხორციელდება და "უსაფრთხოების პროცედურების" გავლის საბაბით სთხოვენ პერსონალური და საბანკო მონაცემების გაზიარებას, მათ შორის SMS-ით მიღებულ ერთჯერად კოდებს.შედეგად, მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, თაღლითები მსხვერპლის სახელზე სესხს აფორმებენ და მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.როგორ დავიცვათ თავი?1.ყოველთვის გადაამოწმეთ ზარის ავტორის ვინაობა და დაუკავშირდით ბანკს მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო არხებით;2.არავის გაუზიაროთ მომხმარებლის სახელი, პაროლი, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი ან ბარათის კონფიდენციალური მონაცემები;3.გახსოვდეთ, ბანკს არანაირი ოპერაციისთვის არ სჭირდება მსგავსი კონფიდენციალური ინფორმაცია;4.თუ საეჭვო ზარს ან შეტყობინებას მიიღებთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბანკს ოფიციალური არხით; საჭიროების შემთხვევაში მოითხოვეთ ბარათისა და მობაილბანკის დაბლოკვა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

მწვანე ბარათი

საზოგადოება • 1792225877

ცნობილია „მწვანე ბარათის“ რეგისტრაციის ახალი ვადა - დეტალურად

აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, DV-2027 (მწვანე ბარათის 2027 წლის) გათამაშების რეგისტრაცია 2026 წლის 1 ნოემბერს დაიწყება.ტრადიციულად, მწვანე ბარათის ლატარიის მიღება ყოველი წლის შემოდგომაზე (ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისამდე) მიმდინარეობდა ხოლმე, თუმცა წელს (DV-2027 პროგრამისთვის) სახელმწიფო დეპარტამენტმა ვადები შეაფერხა, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.რა გადაწყვიტა სასამართლომ?კალიფორნიის სასამართლოს მიერ მიღებული წინასწარი განჩინების/ბრძანების საფუძველზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მკაცრი გრაფიკი დაუწესდა:2026 წლის 29 ოქტომბერი: სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებულია, ოფიციალურად გამოაქვეყნოს რეგისტრაციის დეტალური პირობები, წესები და ოფიციალური ვებგვერდი.2026 წლის 1 ნოემბერი: ოფიციალურად იხსნება ელექტრონული რეგისტრაცია (შეერთებული შტატების აღმოსავლეთ დროით მიტინგის მიხედვით).სარეგისტრაციო პერიოდი: განაცხადების მიღება სავალდებულო წესით გაგრძელდება მინიმუმ 30 დღის განმავლობაში (ანუ ნოემბრის ბოლომდე / დეკემბრის დასაწყისამდე).მნიშვნელოვანი სიახლეები და წესები DV-2027-ისთვის:იმის გამო, რომ რეგისტრაციის ოფიციალური თარიღი ჯერ არ დამდგარა, ინტერნეტში შესაძლოა გამოჩნდეს არაოფიციალური ან თაღლითური ვებგვერდები, რომლებიც „წინასწარ რეგისტრაციას“ ან გარანტირებულ მოგებას გვთავაზობენ. გახსოვდეთ:განაცხადის შეტანა ხდება მხოლოდ ოფიციალური და ერთადერთი სამთავრობო პორტალის მეშვეობით: dvprogram.state.gov.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1791621974

სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული მითითება, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება - დავით მათიკაშვილი

ჩავარდნილი გეგმა და სანაცვლოდ მიღებული თაღლითის სახელი. როგორ სცადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ სიცრუით მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ამნესტი ინთერნეშნალზე" საუბრობს. შალვა პაპუაშვილი იხსენებს 2023 წელს, როცა ენჯეო ამტკიცებდა თითქოს სააკაშვილს კახექსია და დემენცია ჰქონდა, რის გამოც სიკვდილის პირას იყო და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, საპირისპირო აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაც კი არ იყო. პაპუაშვილი განცხადებას შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვებს ურთავს. მარკო რუბიოს განცხადებით, "ამნესტი ინთერნეიშენალი" თაღლითური ორგანიზაციაა.საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული ხაზგასმითი მითითება იმის შესახებ, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება:"მარკო რობიომ თანამედროვე, ძალიან ბევრ გამოწვევას, ზუსტი დიაგნოზი დაუსვა. მან პირდაპირ დაადანაშაულა კონკრეტული ორგანიზაცია თაღლითობაში, სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წამებულად ავლენდა, მასზე წერდა, რომ ის არის რაღაც კონკრეტული დაავადებით დაავადებული. სინამდვილეში საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ აბსოლუტურად საპირისპიროს ჰქონდა ადგილი.მარკო რობიომ ხაზი გასვა იმ ღირებულებით ცდომაზე და ღირებულებით შიმშილზე, რომელიც ევროკავშირს გააჩნია და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული ხაზგასმითი მითითება, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1791555120

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო - თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ Amnesty International-ის თაღლითურ ორგანიზაციაად შეფასებას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა და Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი.„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის, რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არათუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი“, - წერს პაპუაშვილი.

ლკჯლჯ

ტაბლოიდი • 1791552360

კაცმა ონლაინ „ჯენიფერი ენისტონი“ გაიცნო და ფულს ურიცხავდა - რას ჰყვება თაღლითობის მსხვერპლი

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ყალბი ვიდეოებით თაღლითები ადამიანების ნდობის მოპოვებასა და ფულის გამოძალვას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის მსხვერპლი 43 წლის ბრიტანელი მამაკაცი გახდა, რომელსაც სჯეროდა, რომ ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი სოციალურ ქსელში სიყვარულს უხსნიდა.ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, მამაკაცმა თაღლითებს 264 დოლარის ღირებულების Apple-ის სასაჩუქრე ბარათები გადასცა. მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ პოპულარულ მსახიობს ესაუბრებოდა, თუმცა სინამდვილეში მის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი თაღლითური სქემა მოქმედებდა.თაღლითებმა დევისს გაუგზავნეს ვიდეოები, რომლებშიც ყალბი „ჯენიფერ ენისტონი“ სიყვარულს უხსნიდა. ნდობის გასაღრმავებლად მას მსახიობის სახელისა და ფოტოს გამოყენებით გაყალბებული მართვის მოწმობის ფოტოც გაუგზავნეს. მოგვიანებით კი მამაკაცს სთხოვეს ფული, თითქოს მსახიობს Apple-ის გამოწერების საფასურის გადახდა სჭირდებოდა.დევისის თქმით, მან მიღებული შეტყობინებები დაიჯერა და თანხაც გადაიხადა. მისი განცხადებით, მსგავსი თაღლითური შეტყობინებები მას დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში მისდიოდა.ჯენიფერ ენისტონი ერთადერთი ცნობილი ადამიანი არ ყოფილა, რომლის ვინაობასაც თაღლითები იყენებდნენ. მამაკაცი ასევე იღებდა ყალბ ვიდეოებსა და შეტყობინებებს, რომლებშიც დამნაშავეები თავს ილონ მასკად და მარკ ცუკერბერგად ასაღებდნენ. ზოგიერთ შეტყობინებაში მას დიდი ფულადი პრიზებისა და ძვირადღირებული ავტომობილის მოგებასაც ჰპირდებოდნენ.„ყალბი ვიდეოები მივიღე, რომლებშიც ჯენიფერ ენისტონი მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და 200 ფუნტს მთხოვდა. დავიჯერე და გადავიხადე“,- ამბობს მამაკაცი. პოლ დევისმა საკუთარი გამოცდილების გასაჯაროება გადაწყვიტა, რათა სხვები მსგავსი სქემებისგან გაეფრთხილებინა.ექსპერტები გვირჩევენ, ინტერნეტში მიღებული ვიდეო ან ხმოვანი შეტყობინება პიროვნების ნამდვილობის უტყუარ მტკიცებულებად არ მივიჩნიოთ. განსაკუთრებით საეჭვოა შემთხვევა, როდესაც უცნობი ადამიანი, თუნდაც ცნობილი ვარსკვლავის სახელით, სიყვარულის ან სხვა ემოციური კავშირის საბაბით ფულს, სასაჩუქრე ბარათებს, საბანკო მონაცემებს ან პირად ინფორმაციას ითხოვს. 

მარკო რუბიო

მსოფლიო • 1791550534

მარკო რუბიო: „Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა

„Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.კითხვა შეეხებოდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის, სახელწოდებით „Epic Furry” ფარგლებში, პორტუგალიის ლაჟესის აეროდრომის გამოყენებას და ამის გამო დაწყებულ გამოძიებას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაძლო დარღვევის გამო. კონკრეტულად კი, „Amnesty International“-ის განცხადებას, რომ პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს სამხედრო დანაშაულებსა და ქმედებებს.როგორც რუბიომ აღნიშნა, ორგანიზაცია ყურადღებას უნდა ამახვილებდეს ირანის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და არა აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციაზე.„თუ მკითხავთ, რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას „Amnesty International“, გეტყვით: ირანის რეჟიმზე, რომელმაც ცივსისხლიანად მოკლა ათობით ათასი ადამიანი თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში. „Amnesty International“-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ იჭრება ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში - როდესაც მომიტინგეები დაშავებულნი არიან - და როგორ კლავს ადამიანებს საავადმყოფოს საწოლში; თანაც, ზოგჯერ კლავს იმ ექიმებსა თუ ექთნებსაც, რომლებიც მათ მკურნალობდნენ. სწორედ ამაზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს არის სამხედრო დანაშაულები. ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და დანაშაულები, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან,“ - განაცხადა მარკო რუბიომ.

Microsoft

მსოფლიო • 1791474840

აშშ-ის ადმინისტრაცია Microsoft-ს, Adobe-სა და რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას უჩერებს მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც კვალიფიციურ უცხოელ თანამშრომლებს ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების საშუალებას აძლევს

აშშ-ის ადმინისტრაცია Microsoft-ს, Adobe-სა და რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას უჩერებს მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც კვალიფიციურ უცხოელ თანამშრომლებს ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების საშუალებას აძლევს. გადაწყვეტილების მიზეზად შესაძლო თაღლითური სქემები და ამერიკელი მოქალაქეების დასაქმების სტიმულირება დასახელდა.„ჩვენი გზავნილი Microsoft-ის მიმართ ასეთია: თქვენ ფანტასტიკური ამერიკული კომპანია ხართ, თუმცა ვალდებული ხართ, დაასაქმოთ ფანტასტიკური ამერიკელი მუშახელი“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.შრომის მდივნის, კით ზონდერლინგის განმარტებით, შეზღუდვები Microsoft-ისა და Adobe-ის გარდა შეეხო IT სექტორის ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Cognizant, Infosys, Tata, Wipro, HCL და Capgemini. უწყება აღარ მიიღებს და აღარ დაამუშავებს ამ კომპანიების მხრიდან წარდგენილ ახალ თუ მიმდინარე განაცხადებს. Microsoft-ს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.პროცესი ითვალისწინებს შრომის დეპარტამენტისგან იმის სერტიფიცირებას, რომ კონკრეტულ პოზიციაზე შესაბამისი კვალიფიკაციის ამერიკელი კადრი არ მოიძებნება - ეს არის აუცილებელი ეტაპი სამუშაო უფლების მისაღებად.ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა აღნიშნა, რომ გამოძიება იწყება ცხრა წამყვან უნივერსიტეტშიც, მათ შორის ჰარვარდში, იელსა და სტენფორდში, საერთაშორისო სტუდენტების მოწვევისა და ამერიკელთა ხელფასების დემპინგის სავარაუდო ფაქტებზე. შრომის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა ენტონი დესპოზიტომ დაადასტურა, რომ უწყებები სასწავლებლებს უკვე გადაეცათ.

 შსს

სამართალი • 1791375420

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პროდუქცია სავაჭრო ქსელებში უნდა განეთავსებინა. მიუხედავად იმისა, რომ მან მომსახურების საფასური წინასწარ მიიღო, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. თაღლითური ქმედებით კომპანიას 106 000  ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა

სამართალი • 1790697889

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებითსახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება)  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577757

მაჭავარიანი: უცხოელი პატრონებისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში. მაჭავარიანი საუბრობს გარე ძალების მცდელობაზე, ოპოზიციური სპექტრის დივერსიფიცირება მოახდინოს, რა მიზნითაც ახალ პარტიებს, როგორებიცაა: „ახალი“, „ლელო“ და „გახარიას პარტია“, ხელოვნურად ქმნიან. მისივე განცხადებით, 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო, რის მთავარ მიზანსაც, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ აღნიშნული პარტიების მაქსიმალური გამიჯვნა წარმოადგენდა. „მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება,“ - წერს მაჭავარიანი. როგორც ის აღნიშნავს, 2025 წლის არჩევნებისთვის უკვე პროგრამა მინიმუმი „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, მაქსიმუმი კი - 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.მისივე თქმით, უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია.„2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო - „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა - „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლელოს გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!“ - წერს ლევან მაჭავარიანი.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577157

ლევან მაჭავარიანი: 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციებიც.„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება.2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო – „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა – „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ლელოს“ გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, – დაწერა ლევან მაჭავარიანმა.

ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი • 1789627318

არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა. ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასაკავებლად შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს."ნივთმტკიცებად ამოღებულია თაღლითური გზით მითვისებული თანხის ნაწილი და მობილური ტელეფონის იმიტირებული მოდელები, ასევე, გაყალბებული საგარანტიო საბუთები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 19-180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕