ყოფილმა მრევლმა ორი მღვდლის მკვლელობა მილიონის სანაცვლოდ შეუკვეთა - დამნაშავე დაკავებულია
1760728079
ბრაზილიის პოლიციამ თაღლითურ საქმიანობასთან დაკავშირებით 35 ადამიანი დააკავა. ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ლოცვებს ხალხზე ყიდიდნენ. თითო ლოცვა საშუალოდ 10 დოლარი ღირდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თაღლითური ჯგუფი ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა. მისი წევრები ერთგვარი ქოლ-ცენტრის მსგავსად უკავშირდებოდნენ კათოლიკეებს ტელეფონით, ცდილობდნენ მათ შესახებ რაც შეიძლება მეტი გაეგოთ და შემდეგ დაახლოებით 10 აშშ დოლარად ყიდდნენ ლოცვებს. მათი თქმით, ლოცვებს „დაავადებების განკურნება და ცხოვრების გაუმჯობესება შეეძლოთ“. ზოგიერთი მსხვერპლი იმდენად მოხიბლული იყო მოსმენილი ლოცვებით, რომ რამდენიმე სახეობას ყიდულობდნენ.
ბანდა მსხვერპლს სოციალური მედიის საშუალებით ირჩევდა, სადაც „პასტორი“, რომელიც ჯგუფის ლიდერად იყო იდენტიფიცირებული, მოტივაციურ შეტყობინებებს აქვეყნებდა და მომხმარებლებს „სასწაულის“ ან „ღვთაებრივი გამოცხადების“ მისაღებად მასთან დაკავშირებისკენ მოუწოდებდა. „მსხვერპლის გამოჭერის“ შემდეგ, ჯგუფის სხვა წევრები მორწმუნეებთან ტელეფონით აგრძელებდნენ კომუნიკაციას.
ამ საქმეში 35 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს თაღლითობასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში.