ცნობილი ქართველ-ებრაელი მილიარდერის მამის გატაცების ორგანიზატორი, ბადრი დვალი სასჯელის მოხდიდან ერთ კვირაში კვლავ დააკავეს

ბადრი

ცნობილი ქართველ-ებრაელი მილიარდერის მამის გატაცების ორგანიზატორი, ბადრი დვალი სასჯელის მოხდიდან ერთ კვირაში კვლავ დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ბადრი დვალი ქუთაისში დააკავეს. 55 წლის კანონიერი ქურდი კრიმინალურ სამყაროში ბაჩუკას სახელით არის ცნობილი. ის ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს 25-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ჯერ 12 წელი რუსეთში ძარცვისთვის, შემდეგ კი კიდევ 13 წელი საქართველოში ქურდული ტიტულისა და ნარკოტიკების შენახვისთვის. ამჯერად ბაჩუკას იარაღის უკანონოდ შენახვაში ედება ბრალი.

გავრცელებული ცნობით, ბაჩუკა ნოვოსიბირსკის დეპარტამენტში სასჯელის მოხდის დროს გაგიჟდა. ამავდროულად, ისინი, ვინც ბაჩუკას პირადად იცნობენ, ამბობენ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია და თავს გიჟად ასაღებს.

2000 წელს ბაჩუკა იყო ქართველ-ებრაელი მილიარდერის, მიხეილ მირილაშვილის მამის  გატაცების ორგანიზატორი. ბაჩუკა პარტნიორი გამტაცებლების დისპეტჩერის ფუნქციას ასრულებდა.

გატაცების დეტალები

უფროსი მირილაშვილი, რომელიც მანქანით მოძრაობდა, ოთხმა უცნობმა გააჩერა. ოთხიდან ორი პოლიციის ფორმიანი იყო. მათ გაჩერების მიზეზად დოკუმენტების შემოწმება დაასახელეს. ავტომანქანა „ტოიოტაში" მიხეილ მირილაშვილის მამა და მძღოლი ისხდნენ. უცნობებმა იარაღის მუქარით მძღოლი „ჟიგულში" გადასვეს. ერთ-ერთი ფსევდომილიციელი კი „ტოიოტაში" გადაჯდა. ორივე ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე საათის შემდეგ ავტომანქანები ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს.

სისხლის სამართლის საქმე ადამიანის გატაცების მუხლით იმავე დღეს აღიძრა. უმცროსი მიხეილ მირილაშვილი სასწრაფოდ დაბრუნდა ისრაელიდან და შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ორშაბათს გატაცებული მიხეილ მირილაშვილი სამშაბათს 7 საათისთვის შინ თვალებახვეული მიიყვანეს. დამნაშავეების მანქანა კვლავ მიიმალა.

მიხეილ მირილაშვილის თქმით, გამტაცებლებს მასზე ძალა არ უხმარიათ და შვილისთვის გამოსასყიდი თანხა არ უთხოვიათ.

პოლიცია  დამნაშავეთა კვალზე მალევე გავიდა. გამტაცებლებს შეეშინდათ და გადაწყვიტეს მსხვერპლი დაებრუნებინათ.