მოხუცი ჯამბაზი

ისტორიები 1682378506

„ფარდა რომ აიხადა, კახი კავსაძე ცუდად გახდა, შეკრულ მუშტს ირტყამდა გულზე, ეჩხუბებოდა - იმუშავეო“ - უცნობი ამბები საუკუნის სპექტაკლიდან „მოხუცი ჯამბაზები“

„პირველად ვყვები, სცენის მიღმა რაც ხდებოდა. მაყურებელი, რასაკვირველია, ამ ყველაფერს ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა. იმდენად შემართებით თამაშობდნენ, დაღლა, ტკივილი არავის ეტყობოდა. ესენი იყვნენ უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები და მათთვის სცენაზე დგომა სიცოცხლის გახანგრძლივება იყო...", - იხსენებს რეჟისორი გოჩა კაპანაძე და საუკუნის სპექტაკლზე უცნობ ამბებს პირველად "კვირის პალიტრასთან" ჰყვება... გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან- ბატონო გოჩა, „მოხუცი ჯამბაზები“ საუკუნის სპექტაკლად შეფასდა... რომ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი...  - ეს იდეა გიზო ჟორდანიას ეკუთვნის... ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ მარჯანიშვილის თეატრში მივსულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, სპექტაკლის დასადგმელად მიწვევდა, იმ პერიოდში თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ.ბატონმა გიზო ჟორდანიამ მითხრა, საშენო, კარგი პიესა მაქვს, გადახედეო... რონალდ ჰარვუდის პიესა თამაზ გოდერძიშვილის მიერ იყო გადმოქართულებული. გიზო ჟორდანიამ თქვა, ეს პიესა თემურ ჩხეიძემ გადმომიგზავნა, რომ განმეხორციელებინა, მაგრამ ვფიქრობ, საშენოაო... ვინაიდან პიესებს ძალიან სწრაფად ვკითხულობ, წასაკითხად ერთი საათიც არ დამჭირდა, სიუჟეტიც მომეწონა და რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა, ფრჩხილებში ეწერა, რეჟისორს შეუძლია დამატებით, მისი ფანტაზიის გათვალისწინებით, ამ მოხუცებულთა სახლში მცხოვრები გმირები შემოიყვანოსო... ამან კიდევ უფრო ინტრიგა გამოიწვია ჩემში და შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ის ავტორია, რომლის პიესის მიხედვით შეიქმნა ჰოლივუდის ძალიან ცნობილი ფილმი - „პიანინო“...სპექტაკლზე ფიქრი სერიოზულად დავიწყე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში უნდა განხორციელებულიყო. შემადგენლობა უნდა ყოფილიყო - ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, თამარ სხირტლაძე... აგრეთვე, კიდევ ერთი შემადგენლობა - თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ქეთევან კიკნაძე, გურანდა გაბუნია...ეს პიესა წარმოებაში ჩაეშვა, მხატვარი - შმაგი სავანელი დანიშნული იყო... მსახიობები გაეცნენ, იყო პატარ-პატარა შენიშვნები დრამატურგიის მიმართ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სამუშაო პროცესი იყო.ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის თეატრში ამ სპექტაკლის განხორციელება შეუძლებელი იყო რეორგანიზაციის დაწყებისა და ტექნიკური შეფერხების გამო. 8 თვეს ველოდებოდი და შემდეგ ბატონმა გიზომ მითხრა, ამ პიესას რამე ვუშველოთო...- შემდეგ პიესა დასადგმელად რუსთაველის თეატრს შესთავაზეთ?- ისე მოხდა, რომ, სრულიად უსაქმური, რუსთაველზე მივდიოდი და რობერტ სტურუა თეატრიდან გამოვიდა... მკითხა, რას აკეთებ, ჩვენს თეატრში სპექტაკლს რატომ არ დგამო... ვუპასუხე, რომ თუ არ მიმიწვევდნენ, ვერ დავდგამდი და ამაზე მიპასუხა, მოდი, რამე პიესა მოიტანეო. პიესა უკვე გამზადებული მქონდა, რა თქმა უნდა, ბატონ გიზო ჟორდანიასთან სულ კონტაქტზე ვიყავი და ყველაფერს ვუთანხმებდი. წაიკითხეთ სრულად

art

კულტურა 1672252049

ხელოვანები, რომლებმაც წელს გული დაგვწყვიტეს...

ბოლო ორი წელია, დიდი ადამიანების წასვლის თვალსაზრისით, საშინლად დიდ დანაკლისს განვიცდით. თავისი მასშტაბით იმხელა  პიროვნებები გვტოვებენ, რომ ამ სიცარიელის ამოვსება, ცალსახად შეუძლებელია.გასულ წელს იმიერში მიყოლებით გადაინაცვლნენ - თემურ წიკლაურმა, ზურა დოიჯაშვილმა, გურამ დოჩანაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა, კახი კავსაძემ, რეზო გაბრიაძემ, გელა ჩარკვიანმა... სიტყვები ზეტმეტია, შეფასებას ვერ გააკეთებ.2022 წელი ტრაგედიით დაიწყო. 5 იანვარს, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე. შოკი იყო თეატრალური და არა მხოლოდ თეატრალური სამყაროსთვის... "ღმერთო, რატომ?“, - წერდა ნიკას ცოლი, ნინო ბერიძე ფეისბუქზე. 43 წლის მსახიობს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა...თებერვალში კორონავირუსის შემდგომი გართულებით 67 წლის ასაკში გარდაიცვალა თამაზ მეჭიაური."საავადმყოფოში რომ მოხვდა, ჩემზე დარდობდა, მე ხომ არ გადავდე ტარიელს ვირუსიო, ჩემს მეუღლეს დაურეკა. იმ დღეს ყველა თიანეთელს შეხვდა კორონავირუსი, ჩემს გარდა. სამჯერადმა აცრამ მიშველა" - "პრაიმტამთან" იხსენებს ტარიელ ხარხელაური.კოვიდის შემდგომ განვითარებული პნევმონიის შედეგად 80 წლის გუჯა ბურდულმა 5 მარტს დაგვტოვა. ილიასეული კაცისა და ადამიანის გამოსვენებამ, სიონის ტაძრიდან, მის მსგავსად მორიდებული ცერემონიით ჩაიარა..."იცით, როგორი სიცილი იცოდა? უხმოდ ჩაბჟირდებოდა. იცინოდა, კვდებოდა სიცილით, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა.ახლოს რომ მივიდოდი, აუცილებლად დამტაცებდა მარჯვენა ხელზე ხელს და მაკოცებდა. სიყვარულის ასეთი გამოხატვა ჰქონდა.ისეთი გულიანი სითბოთი იღიმოდა, თვალებს რომ დახუჭავდა, ქუთუთოები განათებული ჰქონდა..." - ჩვენთან საუბარში მეგობარს ტარიელ ხარხელაური იხსენებს.ივნისში შოუბიზნესის სამყარომ შოკის მომგვრელი ინფორმაცია შეიტყო. მოსკოვში სახლში გარდაცვლილი იპოვეს 31 წლის ლევან კბილაშვილი. ექსპერტიზის დასკვნა ოჯახმა მოგვიანებით მიიღო."ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია, რაც ტვინში სისხლის შეგუბებას და ანევრიზმას იწვევს. მე ჩემ თავს ვადანაშაულებ, რომ გამოგვეპარა და თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადავაღებინე. მაგრამ თავის ტკივილი არ ჰქონია, არასდროს აწუხებდა" - ჩვენთან საუბარში ამბობდა მომღერლის დედა, მელიტა ფურცელაძე.ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა მამუკა ონაშვილის გარდაცვალების მიზეზი. მომღერალი მეგობრებთან ერთად მგზავრობდა, როდესაც ნატახტართან ავარიაში მოჰყვა. სიცოცხლისთვის რამდენიმე დღე იბრძოლა..."სუფრებზე სულ თა­მა­დად ირ­ჩევ­დნენ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და. თა­ვი­სი ბუ­ბუ­ნა ხმით, გარ­შე­მო სიყ­ვა­რულ­სა და სი­კე­თეს აფ­რქვევ­და, იუ­მო­რით აღ­სავ­სე იყო. თუმცა გულით სევდას და ტკივილს დაატარებდა და ეს მხოლოდ ახლო მეგობრებმა ვიცოდით" - იხსენებს ნუგზარ კვაშალი.აგვისტოში მძიმე სენთან ბრძოლაში სუხიშვილების სოლისტი, კობა მეტრეველი დამარცხდა. დედა სარა "პრაიმტაიმთან" იხსენებდა 41 წლის მეგობარს."მისი ამბით რომ დავინტერესდი, მითხრა: მეტასტაზები გადასულია ღვიძლზე, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. იმის უფლება არ მაქვს, სულიერად დავეცე და ამ დაავადებას დავემორჩილო, რადგან ჩემს უკან უამრავი ხალხი ხართ, ვისაც გიყვარვართ და ვისი იმედებიც უნდა გავამართლოო.წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთს მაშინ გაჰყავს ადამიანი წუთისოფლიდან, როდესაც მისი ცხონების ყველაზე დიდი შანსია..." შედარებით "ასაკში" იყო მაესტრო, თემურ ჩხეიძე, თუმცა 78 წლის რეჟისორის გარდაცვალება მაინც მოულოდნელი იყო. გულის აორტის ოპერაციამ მოგვიანებით ორგანოებიდან სისხლდენა გამოიწვია. "ბოლო საუბარი ვერ მოვახერხე, ვერ შევედი მასთან... რამდენიმე წლის წინ მითხრა, ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემ გვერდით იყავიო. ვერ ვიყავი... საფლავზე მარტო მისვლა არასდროს მიყვარდა. ახლა მარტო მირჩევნია მივიდე და ველაპარაკო" - გვითხრა მაკა მახარაძემ.სექტემბერში გარდაიცვალა მიშა გომიაშვილი. ბოლო პერიოდში მსახიობი კლინიკაში არაერთხელ მოხვდა. თუმცა წინ გეგმები ჰქონდა. იმ დღესაც თავისით ჩამჯდარა სასწრაფოს მანქანაში... "ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარია... ვცდილობ, ცხოვრება განვაგრძო. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება" - ამბობს არტისტის ცოლი, ქეთი კალანდაძე.86 წლის ლია მიქაძე ნოემბერში გადავიდა მარადისობაში. საქართველოს პირველმა არხმა მაუწყებლობა 1956 წელს დაიწყო. ლია მიქაძე ტელევიზიაში დღიდან დაარსებისა 2004 წლამდე მუშაობდა.2013 წლის დეკემბერში, არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, მას საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.დაუვიწყარი "მამლუქის" გოჩაც წელს წავიდა... ვაჟა ჯოჯუა ალცჰაიმერით იტანჯებოდა. დავით რონდელს უკვე ნაპოვნი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი "მამლუქისთვის" და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა. ვაჟა ჯოჯუა ურეკის სანაპიროზე შემთხვევით უნახავს და უთქვამს - „აგე, ვიპოვე, ვიპოვეო”. შეშინებული ვაჟა სანაპიროზე მირბოდა, უკან კი რონდელი მისდევდა... "მამლუქი" ვაჟასთვის ერთადერთი ფილმია, რომელშიც ითამაშა. მას შემდეგ ის ეკრანზე არ გამოჩენილა...2022 წელი უკანასკნელი აღმოჩნდა ნუგზარ შარიასთვისაც. შეუდარებელი ონისე 82 წლის ასაკში მიაბარეს მიწას. პირველი როლი 15 წლის ასაკში შეასრულა, 26 წლის ასაკში კი საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.2020 წელს ლოს-ანჯელესში, ნუგზარ შარია ფარული კენჭისყრით აირჩიეს „ოსკარის“ ჟიურის თავმჯდომარედ - მისი კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.ზურა შარია: მამა, მეუღლესთან ერთად, ხშირად დადიოდა ხორვატიაში, მაგრამ მიუნხენში, საქმეზე იყო ჩასული. ვირუსი იქ შეეყარა, თავიდან კოვიდი ეგონათ, მაგრამ არ აღმოჩნდა. სიმსივნე, პანდემიამდე ერთი წლით ადრე დაამარცხა, რამდენიმე თვის წინ, ივლისში, ანალიზები გაიკეთა და ყველაფერი იდეალურად ჰქონდა, სრულიად ჯანმრთელი იყო.ვარსკვლავის გახსნის გადაწყვეტილების მიღება, ბოლომდე ვერ მიიყვანეს, სულ ელოდებოდა, მისი უდიდესი ოცნება იყო. წერილი გავუგზავნეთ კინო აკადემიას და პასუხს ველოდებოდით... 93 წლის იყო ნოდარ ნათაძე. ღრმად მოხუცებული პოლიტიკოსი 17 ნოემბერს დაკრძალეს. მან ღრმა კვალი დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში.ირაკლი ალადაშვილი: ... ჭუბერში დევნილების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა, გაჭირვებული ხალხი მიწაზე იწვა, სოფლის მცხოვრებლებს ყველას სახლებში განთავსება, უბრალოდ, ტექნიკურად აღარ შეეძლოთ. ნოდარ ნათაძე კი ადგილობრივი მასწავლებლების ოჯახმა მიიპატიჟა ღამის გასათევად, მან კი მეც წამიყოლა და ის ღამე ლოგინში გავათენე, რაც უდიდესი შვება იყო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათი დღე, 19 სექტემბრის შემდეგ, რაც სოხუმში ჩავფრინდი, იატაკზე ან სანგარში მეძინა.დილაუთენია კი ბატონი ნოდარი მაღვიძებს - ირაკლი ჩაიცვი, ცხენები მოვძებნოთ და უღელტეხილით ისევ საკენისკენ წავიდეთ, თოვლი მოდის, დევნილებს გაუჭირდებათ და უნდა დავეხმაროთო... წაყოლის თავი არ მქონდა, რაც დღემდე მაწუხებს.ნოდარის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი თამარ სხირტლაძეც. ბოლომდე სცენაზე იდგა, აზროვნებდა, როლზე მუშაობდა, სატელევიზიო შოუებში მონაწლეობაზეც არ ამბობდა უარს. ლეო ანთაძის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო, გეგმა მეგობრებმა ადრევე ჩამოწერეს, თუმცა იმ დროს მსახიობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. ფილტვების ანთება გაურთულდა..."მანქანა უნდა გამეგზავნა. მაგრამ გავიგე, რომ ცუდად იყო და კლინიკაში გადაიყვანეს. ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. ძალიან ძლიერი ქალი იყო. შვილმკდარმა სცენაზე დაბრუნება და თამაშის გაგრძელება შეძლო. ეს იშვიათია. ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით. მამაკაცებში მე მოვხსენი რეკორდი, ჩემს ასაკში ბოლომდე სცენაზე ვარ, ქალებში თამარმა მოხსნა ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი... 93 წლის ასაკამდე ითამაშა," - ლეო ანთაძე.ნორა კვიციანი მონაზვნად 19 აგვისტოს აღიკვეცა და დედა ქეთევანი გახდა, მდუმარებაში 40 დღე გაატარა, ბევრი ილოცა, უკურნებელი სენი ტკივილით ახსენებდა თავს... 12 დეკემბერს კი გარდაიცვალა.ირაკლი ლომიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი: - მე ვიცოდი, რომ ნორა დეიდა ამ ნაბიჯს გადადგამდა. ის იმდენად წინ იყო რწმენაში გასული, ერთი ნაბიჯი აკლდა მონაზვნობამდე.მისი ლოცვა ყველას შეგვეწევა. დედა ქეთევანი მხოლოდ თავისი თავისთვის არ ლოცულობდა. გულში ბავშვობიდან საქართველოს სიყვარული ჰქონდა. მის ლოცვას უფალი შეისმენს. რასაც შენი სამშობლოსთვის გაიღებ და იბრძვი, უფალიც მით მეტად გეწევა.მონაზვნობის დროს ვერ მოვახერხე ნახვა. ვაპირებდით მისვლას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით ხელი შეგვეშალა.თავის შვილზე, ერთი კი თქვა, ნეტა, ბაჩოს ნახვას მოვასწრებო? ბაჩო აფხაზეთშია. დღეს კოდორში დედის სულის მოსახსენებლად სუფრა გაშალა.

leo

კულტურა 1670693640

„ჩემ დაბადების დღეს, თამარისთვის მანქანა უნდა გამეგზავნა, მაგრამ უკვე რეანიმაციაში იყო... მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე“ - ლეო ანთაძე თამარ სხირტლაძეს იხსენებს

ლეო ანთაძეს თავის 90 წლის იუბილეზე, სხვა მეგობრებთან ერთად, თამარ სხირტლაძეც ჰყავდა დაპატიჟებული. როგორც მსახიობი "პრაიმტაიმთან" ამბობს, დაგეგმილი ჰქონდა მისთვის მანქანაც გაეგზავნა. მაგრამ 93 წლის არტისტი უკვე ცუდად იყო.ლეო ანთაძე: - თამარისთვის, ჩემს დაბადების დღეს, მანქანა უნდა გამეგზავნა, ასე ვიყავით მოლაპარაკებული. მაგრამ ის უკვე ფილტვების ანთებით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მითხრეს, რომ ცუდად იყო...ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. სულ იქ ვიყავი ის დღეები, მის ოჯახში და ბოლო გზაზე გავაცილე. წავიდა თავის ქმარ-შვილთან...ძალიან ძლიერი ქალი იყო. ისეთი ტრაგედია გადაიტანა, ერთადერთი შვილი გარდაეცვალა. ამას თუ ადამიანი გადაიტანდა, ვერ წარმომედგინა. ქმარმა ვერ გაუძლო ამ ტრაგედიას. თამარი თეატრშიც თამაშობდა ამის შემდეგ და თან ბოლომდე.ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, მთელი ჩვენი ცხოვრება ყველგან ერთად გახლდით, შეკრებებზე, კინოშიც. ერთად ვართ გადაღებული ზურაბ მექვაბიშვილის ფილმში "კალმასობა იოანესი." ასევე სერიალში "ცხელი ძაღლი."სხვათა შორის, ჩემი საიუბილეო საღამოს კმაყოფილი ვარ. ჩემმა შვილმა თავის მეგობრებთან ერთად მომიწყო. კონცერტიც გვქონდა. იმღერეს ეკა მამალაძემ, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, "თეატრალურის კვარტეტმა." მე და გურამ ჯაშმა ვიმღერეთ დონ კიხოტისა და სანჩო პანსას არია. დამსწრე საზოგადოების კითხვებზე ვპასუხობდი. ცოტა დავლიე. არ მიცეკვია. არ უთხოვიათ, თორემ შეიძლებოდა გავბრიყვებულიყავი და მეცეკვა. ბევრჯერ იყო ჩემი ცეკვა ტელევიზიით ნაჩვენები და ზედმეტი მომივიდოდა. ახლა გრიპმა მომტეხა და ცოტა სუსტად ვარ, თორემ 90 წელს ჯერ ვერ ვგრძნობ. ძნელია სიბერეო რომ ამბობენ, მე ჯერ ეს არ მიგრძვნია. ფიზიკურადაც ძლიერი აღმოვჩნდი და რაც მთავარია, სულიერადაც. ერთი დღე მეორეს არ უნდა დაამსგავსო, შენი ცხოვრება საინტერესოდ უნდა წარმართო. ხალისი უნდა გქონდეს ცხოვრების მიმართ. ყველაფერში საინტერესოს უნდა ხედავდე. "ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვიტკირსა." იმ ცუდ დღეებსაც უნდა გაუძლო, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. მე დღემდე ჩემი პროფესიით ვსულდგმულობ... 

მსახიობი თამარ სხირტლაძე, ეკა ჩხეიძესთან ერთად სპეტკლიდან - „ეუხენა ბალბოა“

კულტურა 1669465231

Exclusive: „ბოშა ქალმა მითხრა, 82 წლის ასაკში ტანჯვით მოკვდებიო“ - როგორ გადაარჩინა ეკა ჩხეიძემ ლეგენდარული მსახიობი

„ალბათ, იქ ნამდვილად არის თეატრი!“ - გასული წლის23 ნოემბერს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე.ლეგენდარული მსახიობი, 70 წლის მანძილზე, ღირსეულად ემსახურა ქართულ კინოს და თეატრს. ცხოვრებამ ისიც არგუნა, რომ ვერიკო ანჯაფარიძის პარტნიორი და დუბლიორი ყოფილიყო არაერთ სპექტაკლში. სწორედ, ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ, თამარ სხირტლაძემ, პირველმა მოხსნა მისი რეკორდი - 70 წელი სცენაზე.„მოვესწარი, პრაქტიკულად, ყველა მსახიობს, ვინც კი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. ყველასთან ვითამაშე, უშანგი ჩხეიძის გარდა. ბევრის, უშუალო პარტნიორიც ვიყავი, ზოგის - დუბლიორი.უშანგი არ მინახავს სცენაზე, თუმცა საამაყოდ მაქვს, რომ მისი სამსახიობო კურსი, მხოლოდ, ერთხელ შედგა და მე, ჩემი მეუღლე კოტე თოლორაია, თენგიზ მაისურაძე და გივი ვლადიმერაშვილი მისი ყოფილი მოწაფეები ვიყავით“ - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.მსახიობი ეკა ჩხეიძე „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში, ლეგენდარულ მსახიობზე, საინტერესო ისტორიას იხსენებს: „როცა ქ-ნ თამარს, 2004 წელს ერთადერთი შვილი (თაზო თოლორაია) გარდაეცვალა, უმძიმესი მდგომარეობიდან, სწორედ, თეატრმა გამოიყვანა...“2010 წელს, მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა სპექტაკლი - „ეუხენა ბალბოა“, სადაც თამარ სხირტლაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობდნენ.ქ-ნი თამარი, იმ პერიოდში, 81 წლის იქნებოდა. ლევანმა, პიესაში ბევრი რამ შეცვალა და ამიტომ დიდხანს მოგვიწია სპექტაკლზე მუშაობა. მთელი რეპეტიციების განმავლობაში, თამარა სულ იძახდა, ჩქარა დავდგათ, ვერ მოვასწრებ, დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, მალე მოვკვდებიო.მთელი დასი ვაწყნარებდით, ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ განიცდიდა. ერთ დღესაც გაგვანდო ნერვიულობის მიზეზი - 62 წლის რომ ვიყავი, ერთმა ბოშა ქალმა მიმკითხავა და მითხრა, 82 წლის ასაკში, ტანჯვით მოკვდებიო.ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, ყოველ დღე სიკვდილს ელოდებოდა. ამ წლის დადგომის ეშინოდა, ამბობდა  - 82 წლის გავხდები და მოვკვდები, თან ტანჯვითო.- 20 წელი ებრძოდა სიკვდილის შიშს...ასე გამოდის, მთელი 20 წელი, ამ წლის დადგომაზე ფიქრობდა და ნერვიულობდა, რაც ადამიანის ფსიქიკაზე, ძალიან მოქმედებს.რეპეტიციები რომ დავიწყეთ სულ იძახდა - 81 წლის ვარ, ეს ჩემი ბოლო სპექტაკლია, ჩქარა დავდგათო. ყველა აწყნარებდა - „ციგანკას“ როგორ უჯერებ, არაფერი მოხდებაო.ცხონებული გივი ბერიკაშვილი, რომელიც სასწაული იუმორის პატრონი იყო, რომ დაინახავდა - თამარა, შენ კიდევ ცოცხალი ხარო, ეუბნებოდა.ერთ დღეს გამოვუცხადე! - თამარა დეიდა, მერე არ იცი, ამ დროს რა უნდა გააკეთოთ-მეთქი? არ ვიციო, მიპასუხა.შვიდი ტაძარი უნდა მოილოცო და ყველგან, შვიდი სანთელი უნდა დაანთოთ-მეთქი. ეს ყველაფერი, იქვე მოვიგონე, მაგრამ ისე დარწმუნებით ვეუბნებოდი, დაიჯერა და წამიყვანეო მთხოვა.მეც რა თქმა უნდა, დავთანხმდი და წავედით. სამების ტაძრიდან დავიწყეთ და ქაშუეთით დავასრულეთ -  ყველა ტაძარში 7 სანთელს ანთებდა და ლოცულობდა. ასე მოვატარე შვიდი ეკლესია.მოხდა სასწაული, მართლაც მოეხსნა ყველანაირი შიში, მას შემდეგ, 11 წელი იცოცხლა. ისეთი დარწმუნებით ვუთხარი, შიში გაუქრა, თან ყველა ამყვა - როგორ არა, ჩვენც გვაქვს ეგ ამბავი გაგონილიო.იმდენად დამაჯერებელი იყო ჩემი ნათქვამი, მე თვითონაც დავიჯერე. ამის შემდეგ, სულ მეუბნებოდა, შენ ხარ ჩემი გადამრჩენელიო.„ეუხენია ბალბოას“ რომ დანიშნავდნენ, ყველა სპექტაკლის დაწყების წინ გივი ბერიკაშვილი მეუბნებოდა - რა გინდოდა, რატომ აიკიდე ჩემი ცოდვა, რატომ გადაარჩინე, რატომ ატარე ეკლესიებში, ხომ გადავრჩებოდით ახლა ამხელა სპექტაკლის თამაშსო! - რა თქმა უნდა იუმორში, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.- ამბობდნენ, რომ ბოლო დროს, ყველა სპექტაკლის დაწყების წინ, ძალიან ნერვიულობდა...ზოგადად, ყველა სპექტაკლზე ნერვიულობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. სულ მეუბნებოდა, ტექსტი მავიწყდება, ცოტა ადრე მოდი თეატრში, გავიმეოროთო.გივისაც ავიწყდებოდა ზოგჯერ და სცენაზე, პარტნიორები ვკარნახობდით ორივეს. ასაკი საშინელებაა, მაგრამ ამ ორი ადამიანის დუეტი, ეს იყო სასწაული.ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ჩემთან სახლში აღვნიშნეთ და ისე საოცრად იცეკვეს გივიმ და თამარამ, ყველა გაოცებული ვუყურებდით.ძალიან მეგობრული იყო, ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა, ხშირად მირეკავდა და ვჭორაობდით-ხოლმე. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, როცა ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, სწორედ თეატრმა გამოიყვანა მდგომარეობიდან - სამეფო უბნის თეატრში, ახალი სპეტაკლი, სპეციალურად მისთვის დაიდგა - „აქ, ამ სავანეში“, რომ რეპეტიციებზე ევლო.ძალიან ძლიერი ქალი იყო, თავი ხელში აიყვანა, არც ერთ რეპეტიციას არ ტოვებდა, სპექტაკლებსაც თამაშობდა თავისი საქმით ცხოვრობდა.    

tamara

კულტურა 1669288980

რა გაუმხილა თამარ სხირტლაძემ „პრაიმტაიმს“ - „ერთადერთი შვილი რომ დავკარგე, ერთ თვეში, სცენაზე ცეკვაც მომიწია და სიმღერაც. მერე სახლში ვტიროდი...“

ერთი ხელი სრულიად საკმარისი იყო იმ გრანდების ჩამოსათვლელად, ვინც კი ბოლოს, ქართულ თეატრში გვყავდა შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი - რიხიანი, პირდაპირი და გულიანი თამარ სხირტლაძე იყო. ასაკის მიუხედავად, შესაშური გონება, მეხსიერება და შრომისუნარიანობა ჰქონდა. პანდემიისას ებრაელი ქალის როლს ძერწავდა, რომელსაც ბრალს ანტისემიტომაში სდებდნენ.არ მახსოვს, დამერეკოს და თავიდან მოვეშორებინე, საუბარი დაზარებოდა ან რაიმე მიზეზით ეთქვა, არ მცალიაო. ყურადღებით, "სხვანაირი" თავმდაბლობით, იშვიათი შინაგანი კულტურით პასუხობდა კითხვებს, რომელთაც პანდემიის დროს, სატელეფონოდ ხშირად ვუსვამდი... ასე შემორჩა "პრაიმტაიმის" არქივს თამარ სხირტლაძის არაერთი ინტერვიუ. თამარ სხირტლაძე: - რეპეტიციობდით, მიზანსცენებზე ვიყავით გადასული, მაგრამ კორონას გამო გამოგვყარეს თეატრიდან. ჩემთანაც დადიოდნენ ბიჭები და სახლში ვაგრძელებდით რეპეტიციას. მაგრამ საბოლოოდ მაინც კორონამ დაგვშორა ერთმანეთს. მე რისკფაქტორი ვარ ასაკობრივადაც, ფილტვებიც სუსტი მაქვს, მთელი ცხოვრებაა სიგარეტს ვეწევი. ამიტომ სიფრთხილეს ძალიან ვიჩენ. თამარ სხირტლაძე: - ვუყურებ და ვუსმენ, რა ხდება ჩვენს თავს. პოზიცია და ოპოზიცია როდის დაწყნარდებიან, არ ვიცი. ჩემდა საუბედუროდ ჩართული ვარ პოლიტიკაში. სულ მეჩხუბებიან ჩემები, თავი დაანებე, ნუ უყურებო, რადგანაც ნერვებს ავყვები ხოლმე… როგორ შეიძლება არ მაინტერესებდეს?რამდენ რამეს არ მოვსწრებივარ. სამი ომი გამოვიარე, მაგრამ ასეთ დროებაში, ახლა რომ გვიდგას, არასდროს მიცხოვრია. სამ კარგ რამეს რომ გავაკეთებ და ვთქვათ, მეოთხე შემეშალა, ხომ არ შეიძლება ამას გადამაყოლოთ? არაფერი არ მოგვწონდეს, ეს შეიძლება? როგორმე მიზეზს ვეძებთ, რომ მუდმივად ვიქილიკოთ.მეორე სამამულო ომის მომსწრე ვარ. ვორონცოვის მოედანზე ვცხოვრობდით და მახსოვს, მშიერი გერმანელი რომ შემოვიდოდა ჩვენს ეზოში, დედას ეცოდებოდა და აჭმევდა. გაჭირვება კი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვიჭირდა.ერთი ხშირად დადიოდა და საჭმელს სახლის კიბეზე აჭმევდა დედა. ამ ბიჭმა სურათები გვაჩვენა, თურმე პიანისტი ყოფილა. მშობლებიც ვიოლინოებით იყვნენ სურათებზე. არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი აღმოჩნდა და ომში გამოაგდეს… შიოდა, რა ექნა? რაღაცებს ანგრევინებდნენ და აკეთებინებდნენ… ეს სურათები რომ ვნახე, შემრცხვა და დედას ვუთხარი, სახლში შევიყვანოთ და იქ ვასადილოთ-მეთქი. მე ათი წლის ვიყავი და უკვე მსახიობობა მინდოდა. ეს ბიჭი რომ პიანისტი აღმოჩნდა, უკვე მერიდებოდა გარეთ რომ ჭამდა საცოდავად. მაშინ იმდენი ვერ მოვიფიქრე, რომ ამ ბიჭის სახელი გვარი და მისამართი ჩამეწერა, რომ მერე მომეძებნა.17 წლის რომ გავხდი და თეატრალურ სტუდიაში დავიწყე სიარული, ამ გერმანელ ჯარისკაცზე ხშირად ვფიქრობდი. მინდოდა მომეძებნა და მეთქვა, როგორ ვკვებავდით და შიმშილს გადავარჩინეთ ეს ლამაზი ბიჭი.მამას ისე უყვარდა თეატრი, გიჟდებოდა, მაგრამ გოგო და მსახიობი, იმ დროს, როცა ხალხის წარმოდგენით, ყველა მსახიობი “ბოზი” იყო, მისთვის წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ვერაფრით წარმოედგინა, რომ მისი ქალიშვილი მსახიობი გახდებოდა. და ერთხელაც, იმ სპექტაკლზე, რომელშიც ვთამაშობდი, ბიძაჩემმა მოიყვანა ისე, რომ არ უთხრა, მე რომ ვმონაწილეობდი. უი, როგორ ჰგავს ჩემს თამრიკოს ეს გოგო, რომ თამაშობსო, ჩემზე უთქვამს. ბიძაჩემს ბოლოს უთქვამს, ხმა არ ამოიღო, შენი თამრიკოა. რაოო?! და დირექციაში გავარდნილა. ახლავე მოხსენით თეატრიდანო. ახლავე თუ სპექტაკლი რომ დამთავრდება, მერეო, ადმინისტრატორი გახუმრებია. ეგ ისეთი პერსპექტიული მსახიობიაო და ჩემი ისეთი ქება მოუსმენია მამაჩემს, რომ უკან დაუხევია… რას აღარ მოვესწარი. 9 მაისი, 1978 წელს ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისთვის გამართული მიტინგები. 9 აპრილი… აფხაზეთის ომი…უნდა გითხრათ, აფხაზეთში ჩასულები, აფხაზებისგან კეთილგანწყობას ვერ ვგრნობდით, ცივად გვხდებოდნენ. ახლაც არ ეტყობათ, რომ ჩვენთან უნდათ. არ ვუნდივართ…აფხაზეთში თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. სოხუმში ვიყავით გასტროლით და მე და ჩემი მეგობარი, ავთო შევედით მაღაზიაში. ჩემმა მეგობარმა გამყიდველ ქალს რაღაცაზე ჰკითხა, ეს რა ღირსო? ის არ პასუხობს, არ აქცევს ყურადღებას. მერე მე რუსულად ვკითხე, რატომ არ პასუხობთ-მეთქი? არ მესმის ქართულიო, ეს აფხაზი ქალი გვპასუხობს. მაშინ ავთომ ქართულად შეაგინა და მყისიერად შემოუტრიალდა. ეს გაიგეო? ჰკითხა ავთომ.სოხუმის ყველაფერი მენატრება, ძალიან საყვარელი ქალაქია. პლაჟიც, მსახიობთა სახლიც, თავისი დიდი ბაღით და არაჩვეულებრივი მომსახურებით. ვის არ ნახავდით კომპოზიტორების სახლშიც…სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, იური კაკულია ბრეხტის „დედა კურაჟს“ დგამდა. მთავარ როლში დამაკავა. დიმა ჯაიანი ჩემს შვილს თამაშობდა. რეპეტიციებია გახურებული, დილიდან ვრეპეტიციობდით და ერთხელაც, დიმამ და იურიმ, წამოდი, ვისადილოთო მითხრეს.მე ქვიშაზე მოდუღებულ ყავას დავლევ, სანამ თქვენ ისადილებთ-მეთქი, ვუთხარი. სანაპიროს კაფეში, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხი იყო. დავჯექი მარტო, ვსვამ ყავას და სიგარეტს ვეწევი… ქერა ქალი ვიყავი, თან მაცვია უცნაურად, რეპეტიციის ფორმაში ვარ…მოვიდა ორი ქართველი გოგო, ეძებენ ადგილს. მომიახლოვდნენ, დავსხდეთ აქ, მაგრამ ჩემი მტერი დაჯდა ამასთანო, ამრეზით ამათვალირეს. რუსი ვგონივარ. ჩათვალეს, ბ…ზი ვარ რაა, “მეძავი”, მარტო ვზივარ, კაცს ველოდები, ვაბოლებ. (მე რომ სახელი მქონდა ცხოვრების მანძილზე, ნეტა, ეგ სახელი ჰქონოდათ იმათ. ჩემთვის პატიოსნება ყველაფერს ნიშნავდა.)მთელი იქ ჯდომის დროს მლანძღეს, ენა არ გაუჩერებიათ. ყველაფერი განიხილეს, თმა საით მქონდა გადავარცხნილი, როგორ მეცვა, გადამიარ-გადმომიარეს. ისიც თქვეს, ამისთვის დიდი პატივია ჩვენს გვერდით ჯდომაო. მე ისეთი სახე მაქვს, თითქოს ვერაფერს ვერ ვიგებ.დიმა ჯაიანი პოპულარული იყო, იური კაკულია სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ, მასაც იცნობდნენ. მოკლედ, მომიახლოვდნენ ნასადილები დიმა და იური.დიმა მანძილიდან მეუბნება, რატომ არ წამოხვედით, ქალბატონო თამარ, ისეთი შებოლილი ქათამი იყოო (იქ მართლა გემრიელი ქათამი ჰქონდათ ხოლმე)… მე ამ ქალებს გადავხედე.გამშრალი ისხდნენ და მიყურებდნენ. წავედით გავაგრძელეთ რეპეტიციაო, მითხრეს. მეც ავდექი, ამათ გადავხედე და ვუთხარი, დიდი მადლობა თქვენს გვერდით ჯდომის ღირსი რომ გავხდი-მეთქი. ფერი არ ედოთ სახეზე, ენა ჩაუვარდათ…მინდოდა, ისე არ მოვმკვდარიყავი, რომ ეს დარდი - ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დარდი არ წამეღო. რა გაკავეთო, როგორ გავიგრძელო სიცოცხლე?რა გითხრათ, დედიკო. თუ დიდი განცდა გაქვს, უნდა მოკვდე, თუ არ კვდები და რჩები, მაშინ კეთილი ინებე და ცხოვრებას ფეხდაფეხ აჰყევი. სხვანაირად არ გამოდის.ერთადერთი შვილი დავკარგე და თვეც არ იყო გასული, რომ სცენაზე გავედი. რა ნორმალურია ეს? თითქოს არ არის ნორმალური. მაგრამ საჭმელს ხომ ჭამ, ბანაობ, უსმენ… მაშინ კეთილი ინებე და შენს დარდს მე ნუ მომახვევ თავს. ყველამ თვითონ მოინელოს თავისი დარდი.როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, თეატრს შევუთვალე, მე ვეღარ მოვალ-მეთქი. მაგრამ ერთ თვეში “მაიძულეს”, რომ სცენას დავბრუნებოდი.თაზო სულ ჩემმა ქმარმა გაზარდა. მე სულ დაკავებული ვიყავი. ამიტომ მამა-შვილს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. ჩემს მეუღლეს არც უნდოდა მეორე შვილი, თაზოს რომ ყურადღება არ მოჰკლებოდა. ახლოს იყვნენ და მეგობრობდნენ.მას არ ვუთხარი, რომ თაზოს სიმსივნე ჰქონდა, გვიან გაიგო, თაზოს სიკვდილის წინა დღეს და ცუდად გახდა. მე მანამდე, ორი თვე ვგლოვობდი. ორი თვის მეტი არც უავადმყოფია ჩემს შვილს. ჩვენს გვარში ირგვლივ არავის ჰქონია ეს დაავადება. ავარიაში მოჰყვა, მკერდი დაარტყა და სიმსივნე ტრავმიდან განუვითარდა. როცა დაავადებამ თავი გამოამჟღავნა, უკვე გვიანი იყო, მეოთხე სტადია ჰქონდა.მოკლედ, თეატრიდან რომ დამირეკეს, თამაშის გაგრძელებაზე უარი ვუთხარი. მეუღლე ჩამეკითხა, რაზე უთხარი უარიო. მომაყოლა, თემურ ჩხეიძე “სამეფო უბნის თეატრში” დგამს სპექტაკლს “აქ, ამ სავანეში” და მე და მედიკო ჩახავა მიგვიწვია და უარი ვუთხარი-მეთქი. თუ გინდა, გადავრჩე და ამოვისუნთქო, რეპეტიციაზე წადიო, მითხრა. იცოდა, რომ თეატრი ჩემთვის ყველაფერი იყო. გამიჭირდა, მაგრამ წავედი, სცენაზე ცეკვაც მომიწია და სიმღერაც. მერე სახლში ვტიროდი. სახლში მოსულს მეუღლე მეკითხებოდა, როგორ ჩაიარა რეპეტიციამო და მე მთელ სცენას გავუთამაშებდი. ზეპირად იცოდა უკვე პიესა.სპექტაკლს წარმატება მოჰყვა. იმდენი ჯილდო აიღო, იმდენი მაყურებელი ჰყავდა ამ სპექტაკლს.კახი რომ კითხულობს, "ნეტავი, იქ თეატრი არისო?" ყველა მსახიობს აქვს ეს შეკითხვა, რომ მივდივართ, სად მივდივართ?!..

პრემიერი

საზოგადოება 1669269086

ირაკლი ღარიბაშვილი თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო,- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.„თავისი გამორჩეული ნიჭისა და განსაკუთრებული ტალანტის დამსახურებით, თამარ სხირტლაძემ მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასათვის საყვარელი პერსონაჟებისათვის სულის შთაბერვით.ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს,”-აღნიშნულია განცხადებაში

თამარ სხირტლაძე

საზოგადოება 1669237770

„ეს ჩვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილია“ - ნიკა ხაჩიძე თამარ სხირტლაძესთან ბოლო ინტერვიუს იხსენებს

ტელეწამყვანი ნიკა ხაჩიძე თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსახიობთან ბოლო ინტერვიუს იხსენებს:„მინდა კიდევ რომ ბევრი წელი იყოთ და რასაც შეძლებთ კარგი როლები ითამაშოთ!- მოხუცები აღარავის აღარ უნდა...- პირიქით, თქვენნაირი ნიჭიერი მოხუცები ცოტა გვყავს და გვჭირდებით!- ჩაფიქრებული მქონდა, თეატრში ახალ რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ...  თუ გავაკეთე თქვენ დაგპატიჟებთ!ეს ჩვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილია. სამწუხაროდ, თამარ სხირტლაძემ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოასწრო  ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას ამ ნიჭიერი არტისტის გარდაცვალების გამო“. - წერს ტელეწამყვანი. 

ნიკოლოზ წულიკიძე თამარ სხირტლაძე

საზოგადოება 1669237606

,,წავიდა თავის შვილთან... ჩემი დიდი მეგობარი" - ნიკოლოზ წულუკიძე თამარ სხირტლაძეზე

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართველი მსახიობის, თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფოტოებს აქვეყნებს.,,ეს პირველი ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული, თამარას ბოლო დაბადების დღეზე. წავიდა თავის შვილთან… ბრწყინვალე არტისტი და ჩემი დიდი მეგობარი”, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

tamara

კულტურა 1669228903

"ბოლოს ისეთი თვალები ჰქონდა... არაამქვეყნიური..." - ასმათ ტყაბლაძე თამარ სხირტლაძესთან უკანასკნელ შეხვედრაზე

დღეს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის არტისტი - თამარ სხირტლაძე. სამწუხარო ინფორმაცია მარჯანიშვილის თეატრმა გაავრცელა.კოლეგებიდან უკანასკნელნი, ვინც მსახიობი შინ მოინახულა - ასმათ ტყაბლაძე, ქეთი ჩხეიძე და ეკა მჟავანაძე არიან. ასმათ ტყაბლაძემ ეს სამწუხარო ინფორმაცია "პრაიმტაიმისგან" შეიტყო.ასმათ ტყაბლაძე: - დავპირდი ამ დღეებში შემოგივლი-მეთქი... ჩემი თამარა... როგორ უნდოდა სიცოცხლე.ბოლოს, ორი კვირის წინ რომ ვიყავი, ისეთი თვალები ჰქონდა, ამ ქვეყნის აღარ იყო. ეკა მჟავანაძეს ვუთხარი კიდეც, თვალები არ მომწონს, არაამქვეყნიური აქვს-მეთქი.კარგი მსახიობი იყო, დიდხანს იცოცხლა და ღმერთმა მისცა ბედნიერება, რომ ბოლომდე ეთამაშა.სცენაზე ყოფნის სიამოვნება ბოლომდე მიიღო. მისთვის მთავარი საქმე ეგ იყო.გული დამწყდა. ის იყო ჩემი ბოლო მოჰიკანი. მე ხომ ყველა ასაკოვან მსახიობთან ვმეგობრობდი...

თამარ სხირტლაძე

საზოგადოება 1669226885

სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

სახალხო არტისტი, თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.„ქართული თეატრის უხუცესი შეუერთდა ამ გიორგობა დღეს ზეციურ საქართველოს!!! 93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!!!“,  - წერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი.თამარ სხირტლაძემ სცენაზე 70 წელი გაატარა.მას მოიხსენიებდნენ როგორც "მსახიობს ასაკის გარეშე".2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი.   

თამარ სხრიტლაძე

საზოგადოება 1668374155

VIDEO: „ძალიან ნაწყენი ვიყავი ღმერთზე ჩემი ერთადერთი შვილი რომ წაიყვანა..." - თამარ სხირტლაძე

ძალიან ნაწყენი ვიყავი ღმერთზე ჩემი ერთადერთი შვილი რომ წაიყვანა, - ამის შესახებ მსახიობმა თამარ სხირტლაძემ გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა.„ნაწყენი ვიყავი ღმერთზე, ერთი შვილი მყავდა და... კარგი შვილი იყო. როგორ დაიძინებდა, რომ არ მოეკითხა, ჩვენ როგორ ვიყავით... უკვე ცალკე ცხოვრობდნენ. ყველაფერს გამოგკითხავდა და ისე დაიძინებდა. რამე თუ გიჭირდა, იმ წუთს მოვარდებოდა. სიკეთის მეტი არც მე და არც მეუღლეს, არ გვიკეთებია" - თქვა მსახიობმა.ნახეთ ვიდეო ↓

თამარ სხირტლაძე

საზოგადოება 1668371866

VIDEO: „ტყუპებზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ დედამთილმა არ გამაჩენინა...“ - თამარ სხირტლაძე

მსახიობი თამარ სხრიტლაძე ცხოვრების ერთ-ერთ მტკივნეულ პერიოდს იხსენებს. „ჩემი ქმარი იყო ტყუპისცალი და მეც ტყუპებზე ვიყავი ფეხმძიმედ. დედამთილმა არ გამაჩენინა... ცალკე რომ ვყოფილიყავით, უსათუოდ გავაჩენდი. ვგიჟდები ტყუპებზე.“ - იხსენებს მსახიობი გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“.ვრცლად ↓