ზურიკო დავითაშვილი

Crystalsport 1773223317

„ბევრს მუშაობს და სწრაფია“ | სენტ-ეტიენის ექს-მოთამაშემ ზურიკო შეაქო

„სენტ-ეტიენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პასკალ ფეინდუნომ ზურიკო დავითაშვილი შეაქო. ფეინდუნო გამოცემა Top Mercato-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ლიგა 1-ში დასაწინაურებლად სწორედ ზურიკოსნაირი მოთამაშეა საჭირო.„ზურიკოს სტილი ძალიან მომწონს. შეუპოვარია, ბევრს მუშაობს და სისწრაფითა და ოსტატურობით გამოირჩევა. ლიგა 1-ში დასაწინაურებლად საჭიროა, გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც სეზონში მინიმუმ 15 გოლს გაიტანენ. „სენტ-ეტიენს“ ზურიკოს სახით სწორედ ასეთი მოთამაშე ჰყავს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ზურიკო დავითაშვილი

ტაბლოიდი 1771169308

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საუკეთესო ადამიანო. მიყვარხარ სამუდამოდ“ – ზურიკო დავითაშვილი იუბილარია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი იუბილარია. მას მეუღლე, მია გზირიშვილი დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საუკეთესო ადამიანო. მიყვარხარ სამუდამოდ“, – წერს მია გზირიშვილი.

ზურიკო დავითაშვლი

სპორტი 1765699142

ზურიკო დავითაშვილმა „ბასტიასთან“ დუბლი შეასრულა

 საფრანგეთის ლიგა 2-ში დუბლით გამოირჩა ზურიკო დავითაშვილი. „სენტ ეტიენი“, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს „ბასტიასთან“ ფრეს დასჯერდა. ქართველმა ნახევარმცველმა 24-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.„სენტ ეტიენს“ მოგებაც შეეძლო, თუმცა 87-ე წუთზე ფლორიან ტარდიუმ პენალტი ვერ გამოიყენა. დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 15 თამაშში 8 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავის ლიდერია. ქართველის გუნდი 30 ქულით მეორე ადგილზეა და 3 იანვარს „ლე მანს“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის შვილ

ტაბლოიდი 1763293775

ზურიკო დავითაშვილის შვილი 2 წლის გახდა - ფოტოები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ვაჟი, უსაყვარლესი დათი 2 წლის გახდა.დათიმ უკვე არაერთი მილოცვა მიიღო, მათ შორის, ცნობილი ნათლიისგან, ხვიჩა კვარაცხელიასგანაც. როგორც სოციალურ ქსელებიდან ჩანს დათიმ 2 წლის იუბილე გასართობ ცენტრში აღნიშნა.

ნაკრები

საზოგადოება 1763117664

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებული 3 ქულით, საქართველო ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდმა ბულგარეთი უშანსოდ დაამარცხა (3:0), თუმცა თურქეთთან (2:3, 1:4) და ესპანეთთან (0:2) დამარცხდა და ჯგუფიდან პლეი-ოფში გადასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნა. 2026 წლის მუნდიალზე მოსახვედრად, საქართველომ ორივე მატჩში უნდა გაიმარჯვოს, თუმცა ამავე დროს, თურქეთმა 0 ქულა უნდა დააგროვოს.  საინტერესოა, როგორ მოახერხებს დროებითი ჩავარდნის შემდეგ ძალების მობილიზებას ჩვენი გუნდი, რამდენად იმედიანად დავასრულებთ შესარჩევ ციკლს და ექნებათ თუ არა ახალწვეულებს თავის გამოჩენის საშუალება. 15 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველო “დინამო არენაზე” ესპანეთს, იგივე “ფურია როხას” დაუპირისპირდება. ბოლო წლების გათვალისწინებით, ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებთან პაექრობა ჩვენთვის სიახლე არ გახლავთ - მის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ძალიან კარგად ვიცნობთ. ესპანეთს მიმდინარე შესარჩევში 4 მატჩი აქვს გამართული, სადაც არამარტო 4-ვე მატჩში გაიმარჯვა, არამედ გოლიც არ გაუშვია (ბურთების შეფარდება: 15-0). მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის განაცხადში მოხვდნენ, ნოემბრის მატჩებისთვის სრული კონცენტრაციით ემზადებიან. ოთარ კიტეიშვილის შეფასებით, ეს იქნება გამოცდა: ფეხბურთელებმა საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცონ, რომ გუნდური სულისკვეთება კვლავ შენარჩუნებული აქვს ნაკრებს და რომ ბოლოდროინდელი ჩავარდნა მხოლოდ დროებითი მოვლენაა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე გამოაკლდნენ. ასევე ხანგრძლივი მკურნალობისა და აღდგენის პროცესში იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძე. დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთთან ვერ ითამაშებს გიორგი ქოჩორაშვილიც და შესაბამისად, ჩაკვეტაძე-ქოჩორაშვილი-კიტეიშვილის ტრიოში 2 ფეხბურთელის არყოფნა ჩვენს შუა ხაზს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანიოლს ნახევარდაცვის ხაზში გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძეც გამოაკლდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანიოლი რთული ამოცანის წინაშე დგას. ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლმა შეკრებაზე იხმო:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი). მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი). ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).

ზურიკო დავითაშვილი

სპორტი 1762775338

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩვ ეტაპზე ნოემბრის მატჩებისთვის მოსამზადებელი შეკრება თბილისში დაიწყო.15 ნოემბერს 21:00 საათზე „ჯვაროსნები“ესპანეთის ნაკრებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ, 18 ნოემბერს კი სოფიაში ბულაგრეთს ეთამაშებიან – შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო გიორგი მიქაუტაძე („ვილიარელი“, ესპანეთი) და ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი) ვერ დაეხმარებიან, მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი ქვილითაია („არისი“, კვიპროსი) და შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა) გამოიძახა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ-ი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი);მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი);ნახევარმცველები და თვდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (“ტორპედო“, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), იური ტაბატაძე („კადისი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია („არის ლიმასოლი“, კვიპროსი).

საქართველოს ნაკრები

პოლიტიკა 1762420492

სანიოლმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 15 ოქტომბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18-ში – ბულგარეთში ითამაშებს. ამ მატჩებით ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაასრულებს.ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

ნჯ

საზოგადოება 1760506834

,,ალბათ ისე ვერ მოვემზადეთ, მსოფლიო ჩემპიონატი რომ დაგვემსახურებინა” - ზურიკო დავითაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა თურქეთის დაპირისპირება თურქეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი მატჩის 63-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილის ავტორობით გავიდა.თურქეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა. ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი.ზურიკო დავითაშვილმა, მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა: ,,რაც გვინდოდა, ის ვერ გავაკეთეთ. ალბათ ისე ვერ მოვემზადეთ, მსოფლიო ჩემპიონატი რომ დაგვემსახურებინა",-თქვა ზურიკომ.

სტადიონი იზმითში

სპორტი 1760462565

გადამწყვეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ბრძოლა ჯგუფში მეორე ადგილისთვის - საქართველო-თურქეთის მატჩამდე ცოტა დრო რჩება

თურქეთი - საქართველო - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ შეხვედრას მართავს. „ჯვაროსნებს“ რევანში აქვთ ასაღები, თანაც - სტუმრად.იტალიელი ვინჩენცო მონტელა ფრანგი ვილი სანიოლის წინააღმდეგ, რომელიც 90 წუთის განმავლობაში წინა მატჩისგან განსხვავებულ და აგრესიულ თამაშს გვპირდება. შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გასამართი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი იღებს, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გადავა. ქართველების ბრძოლა ჯგუფში მეორე ადგილისთვის ქოჯაელის პროვინციაში, ქალაქ იზმითში შედგება.საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, ქვეყანას ერთი დიდი ოცნება უკვე აუსრულა, ახლა სხვა ოცნება გვაქვს და ეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. რთული მატჩი დიდი იმედებით და ამბიციით: თურქების დამარცხება მათსავე მოედანზე.ჩვენი ყველა ვარსკვლავი ფორმაშია: მათ შორის, "პსჟ-ს" და "ვილიარეალის" ფორვარდები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. ზურიკო დავითაშვილი" სენტ-ეტიენი," "ლივერპულის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ოთარ კიტეიშვილი - ავსტრიული "შტურმიდან" და ლუკა ლოჩოშვილი გერმანიიდან. საქართველოს ნაკრების ეს თაობა ნებისმიერი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა - ეს პრესკონფერენციაზე თურქეთის მწვრთნელმაც აღნიშნა.მანქანებით, ავტობუსებით, თვითმფრინავით - თურქეთში ჩასავლელად, ქართველებმა ყველა სატრანსპორტო საშუალება გამოიყენეს.„ფინალის ტოლფასი მატჩია, საქართველოდან მოსაგებად ვართ ჩამოსულები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დავბრუნდეთ საქართველოში. წარმატებები ბიჭებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 

თურქეთი vs საქართველო - ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

საზოგადოება 1760434975

თურქეთი vs საქართველო - ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

14 ოქტომბერს, 22:45 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარ შეხვედრას თურქეთთან გამართავს. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია. შეხვედრა ქოჯაელში გაიმართება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, რითაც მესამე ადგილზეა; თურქეთს კი - 6, რაც მას მეორე ადგილზე აყენებს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩზე მეორე ადგილისთვის იბრძოლებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მატჩზე შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი);მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი);ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ნაკრების მთავარი სპონსორია.

tamashi

სპორტი 1760183340

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.ამ შეხვედრას ესპანეთი დიდი დანაკლისით შეხვდა, ტრავმების გამო ვერ ითამაშეს ლამინე იამალმა, ნიკო უილიამსმა, როდრიმ, ფაბიან რუისმა, დინ ჰუისენმა, ფერმინ ლოპესმა და დანი კარვახალმა. თუმცა ევროპის მოქმედი ჩემპიონის თამაშს მათი არყოფნა დიდად არ დატყობია – ბურთს აკონტროლებდა, ხოლო საქართველოს ნაკრების შეტევას აგრესიული დაცვით კარგად უმკლავდებოდა.ანგარიში პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გაიხსნა – გოლი პინომ გაიტანა. ოთხ წუთში მასპინძლებს სხვაობის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ფერან ტორესის თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ბურთი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. ესპანეთმა მეორე გოლი საჯარიმო დარტყმით 64-ე წუთზე გაიტანა. ეს ოიარსაბალმა გააკეთა. ხუთ წუთში კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სამი წამყვანი მოთამაშე მოედნიდან გაიყვანა – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კიტეიშვილი. მათ ნაცვლად თამაშში ჩაერთნენ ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გვერნაძე. მწვრთნელმა სამი ლიდერი თურქეთთან მატჩისთვის დაასვენა, რადგან იმ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: ჩვენს ჯგუფში ოთხი გუნდია – ესპანეთი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველადგილოსანი გადის, ხოლო მეორე ადგილზე გასული მუნდიალის საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებს.ესპანეთს სამი მოგება აქვს და მას პირველ ადგილს, ალბათ, ვეღარავინ შეეცილება, ხოლო მეორე ადგილისთვის საქართველო და თურქეთი იბრძვიან. თბილისში თურქეთმა 3:2 გაიმარჯვა, მეორეადგილოსანი კი, დიდი ალბათობით, განმეორებით მატჩში გაირკვევა. მატჩი 14 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნაკრები

სპორტი 1759395585

საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია.GK: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძეDF: ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლაშა დვალი, ივა გელაშვილიMF: გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა გაგნიძე, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი კვერნაძე, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილიST: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი11 ოქტომბერი: ესპანეთი VS საქართველო14 ოქტომბერი: თურქეთი VS საქართველო