საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო

ზურიკო დავითაშვილი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩვ ეტაპზე ნოემბრის მატჩებისთვის მოსამზადებელი შეკრება თბილისში დაიწყო.

15 ნოემბერს 21:00 საათზე „ჯვაროსნები“ესპანეთის ნაკრებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ, 18 ნოემბერს კი სოფიაში ბულაგრეთს ეთამაშებიან – შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო გიორგი მიქაუტაძე („ვილიარელი“, ესპანეთი) და ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი) ვერ დაეხმარებიან, მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი ქვილითაია („არისი“, კვიპროსი) და შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა) გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ-ი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი);

ნახევარმცველები და თვდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (“ტორპედო“, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), იური ტაბატაძე („კადისი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია („არის ლიმასოლი“, კვიპროსი).