დერმატოლოგი

რჩევები 1712135021

რატომ აწუხებს ადამიანს დაბალი წნევა? - რას ამბობს ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია განმარტავს, რატომ აწუხებს ადამიანს დაბალი წმევა."ჰიპოტენზია, ანუ არტერიული წნევის შემცირება, ვლინდება მაშინ, როდესაც თავის ტვინს აკლდება სისხლი. ამ დროს წნევა ვარდება. სიმპტომები, სხვადასხვანაირად ვლინდება. თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე, გულისრევა",-ამბობს ექიმი. 

ზაზა თელია

რჩევები 1710394500

გასახდომი ჩაი და აბები – ზაზა თელია განმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს ცხიმის დამწველი პრეპარატები

ზაზა თელია გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობდა.თელიამ გადაცემაში გასახდომ ჩაისთან და აბებთან დაკავშირებით ისაუბრა.„მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მწარმოებლები გამუდმებით ამბობენ, რომ თავიანთი პროდუქტი გასახდომ საშუალებად გამოიყენება, თუმცა, აღნიშნულის დამტკიცება შეუძლებელია.მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი პროდუქტი „ჩიტოზანი“.ანოტაციაში წერს, რომ ის წონის კლებისთვის გამოიყენება, მის შემადგენლობაში კი დიდი დოზით შაქარი შედის. ზოგადად, არც ერთი ტიპის ასეთი პროდუქტი არ უნდა მიიღოს ადამიანმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს ალერგიული ფონი. ეს საშუალებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორგანიზმში,“ – აღნიშნავს ზაზა თელია.

დერმატოლოგი

რჩევები 1710315120

„ეს საშუალებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორგანიზმში“ - ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

ბოლო დროს არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, როცა გასახდომმა ჩაიმ ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები გამოიწვია.აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელიასაუბრობს.მისი თქმით, საკვები დანამატები და გასახდომი საშუალებები, რომლებიც აქტიურად იყიდება მსოფლიოში, საერთაშორისო დონეზე შემოწმებული არ არის. შესაბამისად შემადგენლობაში ჩამოთვლილი პროდუქტების არსებობაც გაურკვეველია.„მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მწარმოებლები გამუდმებით ამბობენ, რომ თავიანთი პროდუქტი გასახდომ საშუალებად გამოიყენება, თუმცა აღნიშნულის დამტკიცება შეუძლებელია. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი პროდუქტი „ჩიტოზანი“. ანოტაციაში წერია, რომ ის წონის კლებისთვის გამოიყენება, მის შემადგენლობაში კი დიდი დოზით არის შაქარი. ზოგადად არც ერთი ტიპის ასეთი პროდუქტი არ უნდა მიიღოსადამიანმა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც აქვს ალერგიული ფონი. ეს საშუალებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორგანიზმში“,- ამბობს ზაზა თელია.

მაკიაჟი

რჩევები 1709728980

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ პერმანენტულ მაკიაჟს გავიკეთებთ - ზაზა თელიას რჩევები

დერმატოლოგი ზაზა თელია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში პერმანენტული მაკიაჟის შესახებ საუბრობს.ზაზა თელია ამბობს, რომ მაკიაჟის გაკეთებიდან მალევე, შესაძლოა, დაიწყოს ალერგიული რეაქციები.ბოლომდე დაცული მსგავსი რეაქციისგან სინჯის აღების დროსაც არ ვართ, რადგან თავად სპეციალისტებმაც არ იციან, ზუსტად რა ტიპის მელანი შედის ამა თუ იმ პროცედურაში. 

ზაზა თელია

რჩევები 1708430320

ზაზა თელია გვირჩევს, რომელი შოკოლადის მირთმევა სჯობს

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში გვიზიარებს რეკომენდაციებს, რომლებიც შოკოლადის მირთმევისას ადამიანებმა უნდა გამოიყენონ.ექიმის თქმით, შოკოლადის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლებელია პრობლემები შექმნას.მისი განცხადებით, „შავი შოკოლადი არის საუკეთესო, რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული, რაც იმას ნიშნავს რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს “ფლავონოიდით” სავსე პარკოსან კაკაოს“.„რომელი შოკოლადი შეიძლება მივირთვათ??შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის რაც ნიშნავს იმას რომ ის კარგია გულისთვის.მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი და მისმა ჭარბმა მოხმარებამაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას.შოკოლადი არის “ფლავონოიდი” პარკოსანი კაკაოდან მიღებული რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი – ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:ახდენს ქოლესტერინის კონტროლს ამცირებს სისხლის წნევასამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნასაინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნასაუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდეშავი შოკოლადი არის საუკეთესო რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებულიეს იმას ნიშნავს რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს “ფლავონოიდით” სავსე პარკოსან კაკაოს.უფრო დეტალურად თუ რა შედის შიგნით:ცნობილი როგორც ნახევრად ტკბილი შოკოლადი – შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად.რეკომენდაციარაც უფრო “შავია” მით უკეთესიამიირთვი შოკოლადი მაღალი კაკაოს შემცველობით – 70-85%მიირთვი დღეში – 28 გრამი, აკონტროლე კალორიების რაოდენობა.სტანდარტული შოკოლადის ფირფიტა არის დაახლოებით – 100 გრამი, შესაბამისად არ მიირთვა ფირფიტის 1/3-ზე მეტი.კვებითი ღირებულება: 8-12 გრამი ცხიმი, 0 გრამი ტრანს-ცხიმი – ყოველ 28.4 გრამ პორციაზე – ამით ვიღებთ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და სხვადასხვა ვიტამინებს.რძიანი შოკოლადიFDA-ი ავალდებულებს მწარმოებლებს რომ რძიან შოკოლადში შედიოდეს სულ მცირე 10% კაკაო და სულ მცირე 12% მშრალი რძე.დანარჩენი ნაწილი შავი შოკოლადის მსგავსად შეიცავს კაკაოს კარაქს, შაქარს, ემულგატორებს და ვანილს.რეკომენდაციაჭამე შეზღუდული რაოდენობით:რძიანი შოკოლადი შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და ცხიმს ვიდრე შავი შოკოლადი.კვებითი ღირებულება: >12 გრამი ცხიმი ყოველ 28.4 გრამ პორციაზე.ეთრი შოკოლადიშოკოლადის დერივატი (წარმოებული), შეიცავს 20% კაკაოს კარაქისგან და 55%-ზე მეტი შაქრისგან.რეკომენდაცია – არ შეჭამო ან ჭამე ძალიან ცოტა რაოდენობით!!!!!!ვერდიქტიშოკოლადს 70% კაკაოს შემცველობით გააჩნია კარგი თვისებები ჯანმრთელობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია რომ უნდა მოხდეს მისი მცირე რაოდენობით გამოყენება: 100 გრამი შავი შოკოლადი=500 კალორიას.დაუმტკბარი (unsweetened) შოკოლადი არის 100%-იანი კაკაო.ის არის ძალიან მწარე და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.სცადეთ გამოიყენოთ 100% კაკაოს ფხვნილი ცხელი კაკაოს მოსამზადებლად, სახლში დამზადებულ ნამცხვრებში (ჩაანაცვლეთ რძიანი შოკოლადი) ან დაამატეთ ის ყავაში ან იოგურტში“, – წერს ზაზა თელია.ასევე ნახეთ:მგრძნობიარე ნერვული სისტემა გაქვთ - 4 ნაბიჯი, რომელიც მის დარეგულირებაში დაგეხმარებათუნდა ინახებოდეს თუ არა არაქისის კარაქი მაცივარში - ექსპერტების აზრიდიეტოლოგმა დაასახელა სანელებელი, რომელსაც ყველა კერძში იყენებს

ბავშვის ფეხები

რჩევები 1708288411

ფეხზე ჩაიცვი, თუ არა, გაცივდები... - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე ბავშვებისთვის მიცემულ ყველაზე ხშირ შენიშვნაზე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარულის თაობაზე ისაუბრა.როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, ზიანის ნაცვლად, პირიქით, ფეხშიშველმა სიარულმა ბავშვს შესაძლოა სარგებელი მოუტანოს.ექიმი ამბობს,რომ ბავშვებისთვის პატარა ასაკიდან ფეხშიშველი სიარული მხოლოდ დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი მზრუნველობით შესაძლებელია ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ, როდესაც ყოველთვის ცდილობთ ბავშვს ფეხები ჰქონდეს თბილად, რადგან გეშინიათ მისი გაციების, საბოლოო ჯამში ხელს უწყობთ ბავშვის იმუნიტეტის დაქვეითებას და შემდგომში მისი ხშირად გაციების შესაძლებლობას.ასევე ნახეთ:„არის ზონები, სადაც მე ფილერის შეყვანაზე უარს ვამბობ…“ - გუგა კუზანოვიარ აჩუქოთ ეს ნივთები სხვებს, განსაკუთრებით, როცა პირველად სტუმრობთ სახლშირომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია 13 მავნე ჩვევას ასახელებს

ამინდი

საზოგადოება 1708202388

როდემდე გაგრძელდება უამინდობა? - ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.„18-20 თებერვალს საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთში წვიმის, აღმოსავლეთში თოვლჭყაპის სახით.ზოგადად ზამთრის ბოლო დღეები ყოველთვის გამოირჩევა დათბობისა და აცივების ხშირი მონაცვლეობით, თითქოს ბუნება იბრძვის სეზონის არ დათმობისთვის, თუმცა ,,გვიან მაგრამ გაზაფხული მაინც მოდის" საბოლოო გამარჯვებით!წელს ადრე მოვა თუ გვიან დიდებული გაზაფხული, ამის პროგნოზს მოგვიანებით გეტყვით, მანამ კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალენდარულად ზამთარია და ეს აცივება ჩვეულებრივი ამბავია ამ პერიოდისთვის.მომდევნო დღეებში:დასავლეთ საქართველოში +10, +12 გრადუსი იქნება და წვიმა.აღმოსავლეთში +5, +7 გრადუსი და თოვლჭყაპი.სამი დღის შემდეგ დაიწყება დათბობა და გამოიდარებს.ზამთრის ნაცრისფერი და ხანგრძლივად ცივი დღეები უკან გვაქვს მოტოვებული, მჯერა, რომ ეს გაავდრება თქვენს განწყობაზე არ იმოქმედებს იმდენად, რომ ღიმილი დაგეზაროთ...“ - წერს მეტეოროლოგი.ასევე ნახეთ:რომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია 13 მავნე ჩვევას ასახელებსროგორია 2024 წლის ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მაგიარა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის

ოჰაიოელი ქალი

მსოფლიო 1708190027

რა უთხრა პოლიციას ქალმა, რომელიც სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა (აშშ)

ორი წლის წინ, ოჰაიოში დააკავეს ქალი, რომელიც სხვის სახლში შეიჭრა, ძაღლს მოეფერა და ჭურჭელი დარეცხა. ამ უცნაური ამბის შესახებ უცხოური მედია წერდა. შერიფის ოფისში ზარი ძარცვასთან დაკავშირებით შევიდა. ადგილზე მისულმა სამართალდაცავებმა გაარკვიეს, რომ ბრალდებული პირი სახლში უკანა კარიდან მოხვდა, ის დივანზე ჩამოჯდა, შინაურ ცხოველს მოეფერა, ჭურჭელი დარეცხა და წავიდა.სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა, რომ ქალს არ იცნობდა და ის არასდროს მიუპატიჟებია სახლში. მისი თქმით, ქალი უცნაურად იქცეოდა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.დაკავების შემდეგ ქალმა პოლიციას ყალბი სახელი და გვარი მიაწოდა და განუცხადა, რომ ორი დღეა, არ სძინებია..ბრალდებული ოჰაიოს რეგიონალურ ციხეში გადაიყვანეს. გასათავისუფლებლად მას $10 000 უნდა გადაეხადა.ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ისრა რიცხვში დაბადებულებს სწყალობთ ფორტუნა განსაკუთრებითრომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია 13 მავნე ჩვევას ასახელებს

დერმატოლოგი

რჩევები 1708160127

რომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია 13 მავნე ჩვევას ასახელებს

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ასახელებს 13 მავნე ჩვევას, რომელსაც უნდა მოვერიდოთ.“1. “პრიშიკების” ხელით წვალება2. მაკიაჟით დაძინება3. ცხელი წყლით ბანაობა4. ნუნების მოჭრა, გასწორება (Trimming Cuticles)5. ფრჩხილების მოკვნეტა6. ყოველდღიურად თმის ვარცხნილობის კეთება თმის უთოს გამოყენებით7. სველი თმის დავარცხნა8. შხაპის მიღება 5-10 წუთზე მეტხანს9. გარუჯვა10. გაპარსვა ამოსული თმის საპირისპირო მიმართულებით11. სავარჯიშო ტანსაცმლის მეორედ გამოყენება გარეცხვის გარეშე12. ტუჩების კბენა13. შილაქის კეთება,” – წერს ზაზა თელია საკუთარ გვერდზე”, – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ისრამდენი ჭიქა ჩაი უნდა დალიოთ დაბერების შესანელებლად - მეცნიერების პასუხიდასტურდება, რომ მაკარონი არ ასუქებს - კვლევა

წვენები

რჩევები 1707665069

ხილი თუ ხილის წვენი - რას გვირჩევენ სპეციალისტები

ზოგიერთი ექიმისა და დიეტოლოგის აზრით, უმჯობესია ხილის ჭამა, ვიდრე მისგან მიღებული წვენი. სხვები თვლიან, რომ წვენები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი ჯანსაღ დიეტაში.კემბრიჯის უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სისტემატური მიმოხილვა ნატურალური, 100% წვენების სარგებლობის შესახებ. მეცნიერებმა გააანალიზეს მრავალი გამოკვლევის მონაცემები ყველა სახის ბუნებრივი ბოსტნეულისა და ხილის წვენების შესახებ და დაასკვნეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის წვენების ზომიერი მოხმარება დადებით ან ნეიტრალურ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.100% ხილისა და ბოსტნეულის წვენების მოხმარება არ მოქმედებს ანთროპომეტრიულ მახასიათებლებზე ან სხეულის ფორმებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ის არ იწვევს ჭარბ წონას.უფრო მეტიც, თითოეულ წვენს აქვს თავისი სარგებელი. მაგალითად, ნარინჯისფერი შეიძლება დაგვეხმაროს სისტოლური წნევის შემცირებასა და ენდოთელიუმის ფუნქციის გაუმჯობესებაში სპეციალური ნივთიერების - ჰესპერიდინის შემცველობის გამო. მას ასევე შეუძლია შეამციროს პლაზმური თირეოგლობულინი. არსებობს კიდევ საინტერესო მტკიცებულება ფორთოხლის წვენის დადებითი ეფექტის შესახებ კოგნიტურ ფუნქციასა და მიკრობიოტაზე, თუმცა მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ შემდგომი დადასტურება.წვენებში ყველაზე ღირებული ნივთიერებებია პოლიფენოლები (ფლავონოიდები, ფენოლის მჟავები) და კაროტინოიდები (β-კაროტინი, ლიკოპენი). ეს არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, რომლებიც უჯრედების დაზიანებისა და დაბერების ერთ-ერთი მიზეზია.კვლევამ აჩვენა, რომ პოლიფენოლის დონე დროთა განმავლობაში არ იცვლება. ეს ნიშნავს, რომ წვენი ჯანსაღია მთელი მისი შენახვის ვადის განმავლობაში. დადასტურებულია, რომ პოლიფენოლებს შეუძლიათ მრავალი დაავადების თავიდან აცილება.წვენებში შეიძლება ანტიოქსიდანტების გაცილებით მაღალი დონე იყოს, ვიდრე ხილში ან ბოსტნეულში. ერთი ჭიქა ვაშლის წვენი შეიცავს დღიურ ნორმაზე მეტ ქლოროგენის მჟავებს, რომელიც ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას და სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას. ერთი ჭიქა ტომატის წვენი შეიცავს ლიკოპენის სამმაგ რაოდენობას - ეს ბევრად მეტია, ვიდრე ახალ პომიდორში.ფორთოხლის წვენი შეიცავს 1,5-ჯერ მეტ ჰესპერიდინს, ვიდრე ფორთოხალი. ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი შეიცავს ბეტა-კაროტინისა და A პროვიტამინის დღიურ ნორმაზე გაცილებით მეტს.ასევე, ყველა სახეობის წვენი შეიცავს კალიუმის და მაგნიუმის მნიშვნელოვან კონცენტრაციას და სახეობიდან გამომდინარე, ისინი შეიძლება იყოს ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების შეყვანის საშუალება: ციტრუსის წვენები - ვიტამინი C და ფოლატები (ვიტამინი B9), ანანასის წვენები - მანგანუმი, ვიტამინი C და B ვიტამინები, ვაშლი - ქრომი, ყურძენი - მოლიბდენი, რკინა და ქრომი, ბროწეული - სპილენძი და ტანინები, ალუბალი - რკინა, სპილენძი და პანტოთენის მჟავა. წვენი რბილობით არის პექტინის და, ზოგადად, დიეტური ბოჭკოების წყარო, რომელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ორგანიზმიდან გამოდევნის არასაჭირო და მავნე ნივთიერებებს.ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ რაციონიდან წვენების გამორიცხვა უგუნურებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს მინიმუმ 5 ულუფა ბოსტნეული და ხილი. ერთი ულუფა შეიძლება უბრალოდ შეიცვალოს წვენის ნაწილით 150-200 მლ. ამიტომ, თუ უკუჩვენებები არ არის, დიეტოლოგები გვირჩევენ დღეში 100-300 მლ წვენის დალევას.სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად უმჯობესია სხვადასხვა წვენების მონაცვლეობა.წყარო: mkurnali.geასევე ნახეთ:რატომ არ შეიძლება ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმლის სახლში შენახვარა უნდა გააკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად - 12 რჩევა ზაზა თელიასგანიღბლის, სიმდიდრისა და წარმატების მომტანი რიცხვები - 3, 7, 9 - როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ

მარილი

რჩევები 1707647216

მოაცილეთ სამარილე სასადილო მაგიდიდან... - 7 რჩევა, როგორ მივიღოთ ნაკლები მარილი

მარილის მოხმარების შემცირება ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.ნატრიუმის ქლორიდის, ან უბრალოდ მარილის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის დღეში არის 5 გ - ეს არის დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. ამდენი მარილი სჭირდება ორგანიზმს წყლისა და მინერალური ბალანსის შესანარჩუნებლად, ნერვული იმპულსების გასატარებლად და კუნთების მუშაობისთვის.იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიურ მენიუში აუცილებელია იოდიზებული მარილი და იოდის შემცველი საკვების შეტანა. თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს მინიმუმ 150 მიკროგრამი იოდი დღეში - იოდის ეს მოთხოვნილება მარტივად შეიძლება დაიფაროს თქვენს დიეტაში ჩვეულებრივი მარილის იოდირებული მარილით ჩანაცვლებით.რა მარტივი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება მარილის ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად: საფეხურები:მოაყარეთ მარილი კერძს არა ხარშვისას, არამედ ჭამის წინ. ამ შემთხვევაში გემოვნების რეცეპტორები მაშინვე მიიღებენ მარილიანობის სიგნალს. თუ მოხარშვის დროს საჭმელს აზავებთ, მარილის გემო ნაკლებად მკვეთრად გამოიხატება და ორგანიზმი მას მაშინვე ვერ „იცნობს“. აქედან გამომდინარე, მარილის მოყვარულთა შორის მოხარშულ საკვებში ჭარბი მარილის დამატების ტენდენციაა.მოაცილეთ სამარილე სასადილო მაგიდიდან. ხშირად ჩვენ ჩვევის გამო ვაყრით მარილს საკვებს დაუფიქრებლად (და არც კი ვსინჯავთ). თუ მარილი ხელთ არ არის, შეიძლება არ გაგახსენდეთ.მოერიდეთ მარილიან სნექებს და ფასტფუდებს. თხილი, ჩიფსები, მშრალი სუპები, კარტოფილის პიურე კატეგორიიდან „უბრალოდ დაამატეთ წყალი“ ჩვეულებრივ უზრუნველყოფილია სანელებლებისა და სხვა საკვები დანამატების ნარევით, რომლებიც შეიცავს უამრავ მარილს. თუ ასეთ საკვებზე უარს იტყვით, დიეტა გაცილებით ჯანსაღი გახდება.დაკონსერვებული ბოსტნეულის გამოყენებისას ჯერ მარილწყალიდან გაავლეთ უბრალო წყალში. და თუ ახალი ბოსტნეული ხელმისაწვდომია, უმჯობესია მათ მიანიჭოთ უპირატესობა.მოძებნეთ დაბალი ნატრიუმის მარილი. ახლა მაღაზიებში არის მარილიანი პაკეტები, სადაც ნატრიუმის ქლორიდის ნაწილი იცვლება კალიუმის და მაგნიუმის ნაერთებით. ასეთი პროდუქტი ბევრად უფრო სასარგებლოა. ასევე, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უხეში ზღვის მარილი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის მარილი. მასში ნატრიუმის შემცველობის პროცენტი უფრო დაბალია, ხოლო ქიმიური შემადგენლობა უფრო მდიდარია, იმის გამო, რომ დიდ კრისტალებში მეტი ნარჩენი ტენიანობაა.შეცვალეთ მარილის ნაწილი თქვენს დიეტაში სურნელოვანი მწვანილებით. ყველასთვის ნაცნობი კამა, ოხრახუში, ნიახური და მწვანე ხახვი, ისევე როგორც უფრო ეგზოტიკური რეჰანი, ქონდარი, როზმარინი, მაიორანი, ჯანჯაფილი კერძების გემოს უფრო მძაფრს და საინტერესოს გახდის. გარდა ამისა, მწვანილი არის ანტიოქსიდანტების წყარო, რომელიც კარგად მოემსახურება იმუნურ სისტემას.გაამრავალფეროვნეთ თქვენი დიეტა კალიუმით მდიდარი საკვებით (ბანანი, კარტოფილი, ისპანახი). კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი მარილის სწრაფად მოცილებას.წყარო: rogor.geასევე ნახეთ:5 ნიშანი იმისა, რომ ჯადო გაქვთრა უნდა გააკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად - 12 რჩევა ზაზა თელიასგანთანამოსაუბრის 3 ფრაზა, რომელიც შეუმჩნევლად გართმევთ ძალას და ენერგიას

სასწრაფო მინსკი

მსოფლიო 1707644189

პაციენტთან გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმებს საავადმყოფოში გადაყვანა თავად დასჭირდათ (უცხოეთი)

ბელარუსის დედაქალაქში კონკრეტულ მისამართზე გამოძახებული სასწრაფოს სამედიცინო ჯგუფის ექიმებს პაციენტი ცულით შეიარაღებული დახვდა და თავს დაესხა. მედიით გავრცელებული ინფორმაციის წყარო ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროა.ინციდენტის შედეგად ექიმებს თავად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, რადგან მათ სერიოზული ჭრილობები მიიღეს. პაციენტის აგრესიის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.ასევე ნახეთ:რა უნდა გააკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად - 12 რჩევა ზაზა თელიასგანროგორ მოქმედებს თქვენი სახლის კარი თქვენს საფულეში არსებულ თანხაზერატომ არის ლიფტში სარკე? - მიზეზები, რომლებზეც შეიძლება არც გიფიქრიათ