როდემდე გაგრძელდება უამინდობა? - ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„18-20 თებერვალს საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთში წვიმის, აღმოსავლეთში თოვლჭყაპის სახით.ზოგადად ზამთრის ბოლო დღეები ყოველთვის გამოირჩევა დათბობისა და აცივების ხშირი მონაცვლეობით, თითქოს ბუნება იბრძვის სეზონის არ დათმობისთვის, თუმცა ,,გვიან მაგრამ გაზაფხული მაინც მოდის" საბოლოო გამარჯვებით!წელს ადრე მოვა თუ გვიან დიდებული გაზაფხული, ამის პროგნოზს მოგვიანებით გეტყვით, მანამ კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალენდარულად ზამთარია და ეს აცივება ჩვეულებრივი ამბავია ამ პერიოდისთვის.მომდევნო დღეებში:დასავლეთ საქართველოში +10, +12 გრადუსი იქნება და წვიმა.აღმოსავლეთში +5, +7 გრადუსი და თოვლჭყაპი.სამი დღის შემდეგ დაიწყება დათბობა და გამოიდარებს.ზამთრის ნაცრისფერი და ხანგრძლივად ცივი დღეები უკან გვაქვს მოტოვებული, მჯერა, რომ ეს გაავდრება თქვენს განწყობაზე არ იმოქმედებს იმდენად, რომ ღიმილი დაგეზაროთ...“ - წერს მეტეოროლოგი.

ასევე ნახეთ:

რომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია 13 მავნე ჩვევას ასახელებს

როგორია 2024 წლის ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მაგია

რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის