ფეხზე ჩაიცვი, თუ არა, გაცივდები... - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე ბავშვებისთვის მიცემულ ყველაზე ხშირ შენიშვნაზე

ბავშვის ფეხები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარულის თაობაზე ისაუბრა.

როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, ზიანის ნაცვლად, პირიქით, ფეხშიშველმა სიარულმა ბავშვს შესაძლოა სარგებელი მოუტანოს.

ექიმი ამბობს,რომ ბავშვებისთვის პატარა ასაკიდან ფეხშიშველი სიარული მხოლოდ დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი მზრუნველობით შესაძლებელია ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ, როდესაც ყოველთვის ცდილობთ ბავშვს ფეხები ჰქონდეს თბილად, რადგან გეშინიათ მისი გაციების, საბოლოო ჯამში ხელს უწყობთ ბავშვის იმუნიტეტის დაქვეითებას და შემდგომში მისი ხშირად გაციების შესაძლებლობას.

ასევე ნახეთ:

„არის ზონები, სადაც მე ფილერის შეყვანაზე უარს ვამბობ…“ - გუგა კუზანოვი

არ აჩუქოთ ეს ნივთები სხვებს, განსაკუთრებით, როცა პირველად სტუმრობთ სახლში

რომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია 13 მავნე ჩვევას ასახელებს