„ეს საშუალებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორგანიზმში“ - ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

დერმატოლოგი

ბოლო დროს არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, როცა გასახდომმა ჩაიმ ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები გამოიწვია.

აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია
საუბრობს.

მისი თქმით, საკვები დანამატები და გასახდომი საშუალებები, რომლებიც აქტიურად იყიდება მსოფლიოში, საერთაშორისო დონეზე შემოწმებული არ არის. შესაბამისად შემადგენლობაში ჩამოთვლილი პროდუქტების არსებობაც გაურკვეველია.

„მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მწარმოებლები გამუდმებით ამბობენ, რომ თავიანთი პროდუქტი გასახდომ საშუალებად გამოიყენება, თუმცა აღნიშნულის დამტკიცება შეუძლებელია. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი პროდუქტი „ჩიტოზანი“. ანოტაციაში წერია, რომ ის წონის კლებისთვის გამოიყენება, მის შემადგენლობაში კი დიდი დოზით არის შაქარი. ზოგადად არც ერთი ტიპის ასეთი პროდუქტი არ უნდა მიიღოსადამიანმა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც აქვს ალერგიული ფონი. ეს საშუალებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორგანიზმში“,- ამბობს ზაზა თელია.