რა უთხრა პოლიციას ქალმა, რომელიც სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა (აშშ)

ოჰაიოელი ქალი

ორი წლის წინ, ოჰაიოში დააკავეს ქალი, რომელიც სხვის სახლში შეიჭრა, ძაღლს მოეფერა და ჭურჭელი დარეცხა. ამ უცნაური ამბის შესახებ უცხოური მედია წერდა.

შერიფის ოფისში ზარი ძარცვასთან დაკავშირებით შევიდა. ადგილზე მისულმა სამართალდაცავებმა გაარკვიეს, რომ ბრალდებული პირი სახლში უკანა კარიდან მოხვდა, ის დივანზე ჩამოჯდა, შინაურ ცხოველს მოეფერა, ჭურჭელი დარეცხა და წავიდა.

სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა, რომ ქალს არ იცნობდა და ის არასდროს მიუპატიჟებია სახლში. მისი თქმით, ქალი უცნაურად იქცეოდა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავების შემდეგ ქალმა პოლიციას ყალბი სახელი და გვარი მიაწოდა და განუცხადა, რომ ორი დღეა, არ სძინებია..

ბრალდებული ოჰაიოს რეგიონალურ ციხეში გადაიყვანეს. გასათავისუფლებლად მას $10 000 უნდა გადაეხადა.

ასევე ნახეთ:

რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის

რა რიცხვში დაბადებულებს სწყალობთ ფორტუნა განსაკუთრებით

რომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია 13 მავნე ჩვევას ასახელებს