მაკა მახარაძე

საზოგადოება 1716391456

VIDEO: „რამაზ ჩხიკვაძე ჩემი პირველი სიყვარული იყო…“ - მაკა მახარაძე ბავშვობასა და ბავშვურ ოცნებებზე

მაკა მახარაძემ ეკა ჩხეიძესთან ინტერვიუში მოულოდნელად აღიარა, რომ მცირე ასაკში დიდი მსახიობი, რამაზ ჩხიკვაძე უყვარდა:„მე შეყვარებული ვიყავი რამაზ ჩხიკვაძეში. პირველი სიყვარული იყო… 6 წლის ვიყავი თუ ხუთის. სანამ რამაზ ჩხიკვაძეს შეეცვალა ამპლუა „ჭინჭრაქას“ შემდეგ, სულ თამაშობდა შეყვარებულ გმირებს და სიყვარულის ობიექტი იყო დედა. ყველგან იყო სიყვარული, კოცნები, ხვევნები… მეც ვთამაშობდი ერთ სპექტაკლში შვილს. დედა და მამა იმ სპექტაკლში გაცილებულები იყვნენ და სიყვარული ჰქონდა რამაზთან. მე შემიყვარდა… მერე დედამ უთხრა რამაზს, რომ შეყვარებულია შენზეო. მითხრა, რა თქმა უნდა, მე დაგელოდებიო…“ 

ციცინო შურღაია

ტაბლოიდი 1715094324

„საშინელება იყო ეს ყველაფერი. გადავრჩი ცოცხალი, თუმცა ბოლომდე ვერც გადავრჩი“ - ციცინო შურღაია მძიმე წლებზე

ეკა ჩხეიძის ახალ გადაცემაში პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ უპასუხა კითხვას პირადი ცხოვრების შესახებ.ციცინო შურღაიამ ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა ასე გაიხსენა:„არ მინდა ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ, გეტყვით, რომ ვცხოვრობდი მოძალადესთან… მან ცუდი კვალი დატოვა. თითქმის ყოველ ღამე ვხედავდი სიზმრებს, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. საშინელება იყო ეს ყველაფერი. გადავრჩი ცოცხალი, თუმცა ბოლომდე ვერც გადავრჩი. შვიდი წელი ვიყავით ოფიციალური ცოლ-ქმარი. არც ვიხსენებ იმ პერიოდს. მყავს შესანიშნავი შვილი და შვილიშვილები…“ 

ციცინო შურღაია

ტაბლოიდი 1710421980

„თითქმის ყოველ ღამე ვხედავდი სიზმრებს, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. საშინელება იყო ეს ყველაფერი... - ციცინო შურღაია მძიმე წლებზე

ეკა ჩხეიძის ახალ გადაცემაში პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ უპასუხა კითხვას პირადი ცხოვრების შესახებ.ციცინო შურღაია ბესო კალანდაძესთან ურთიერთობა ასე გაიხსენა:„არ მინდა ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ, გეტყვით, რომ ვცხოვრობდი მოძალადესთან… მან ცუდი კვალი დატოვა. თითქმის ყოველ ღამე ვხედავდი სიზმრებს, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. საშინელება იყო ეს ყველაფერი. გადავრჩი ცოცხალი, თუმცა ბოლომდე ვერც გადავრჩი. შვიდი წელი ვიყავით ოფიციალური ცოლ-ქმარი. არც ვიხსენებ იმ პერიოდს. მყავს შესანიშნავი შვილი და შვილიშვილები…“ 

ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წერილს უგზავნიდა

ისტორიები 1693997100

ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წერილს უგზავნიდა

მშვიდობის მტრედი იყო”, ასე ახასიათებს დედას, მედეა ჩახავას მსახიობს ქალიშვილი, მაკა მახარაძე.ეს მეტაფორა არტისტის მთლიან პერსონაზე გვიქმნის წარმოდგენას. და ეს შესანიშნავად „იკითხება” მისი როლების ქვეტექსტებიდანაც.დადებითი პერსონაჟებიც მთავარ როლს თამაშობდნენ იმაში, რომ მედეა ჩახავას თაყვანისმცემელთა არმია ჰყოლოდა.მსახიობის ცხოვრება, ალბათ, იმად ღირს, რომ ისეთი სიყვარული მიიღოს მაყურებლისგან, რომელიც მერე არა თუ მხოლოდ მას ჰყოფნის მთელი ცხოვრება, არამედ მის შვილსაც ეძვირფასება, რადგან უკვე ეს უერთგულესი ადამიანი გარდაცვლილ დედას აგონებს.მედეა ჩახავას აჭარაში ჰყავს ერთი ერთგული მაყურებელი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უგზავნიდა მოსაკითხ წერილსა თუ მისალოც ბარათს. ეს იშვიათი ისტორიაა და ის მაკა მახარაძემ დედის დაბადების დღეს გვიამბო.“ხულოში “ბაში-აჩუკის” ეკრანზე გამოსვლის 30 წლის იუბილე აღინიშნა. იქიდან დაბრუნებული დედა სულ ახსენებდა ეთერს. როცა აჭარაში მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ ეთერიო. და 2015 წელს ბათუმში მქონდა გადაღება. თავისუფალი დღე გამომიჩნდა და რეჟისორს ვთხოვე, ავიდეთ ხულოში-მეთქი. ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვთხოვე ეპოვა ეთერი, რომლის გვარი არ მახსოვდა. მან იპოვა, დაურეკა და კაფეში, სადაც ვისხედით, მოიყვანა ეთერი.ველოდი, ცოტა მოუვლელ, საქმისგან გადაღლილ ხულოელ ქალს და… მოულოდნელად შემოვიდა – ქათქათა უკან შეკრული თეთრი თმით, ლურჯი პიჯაკით, თეთრი მარგალიტის საყურით და მძივით, ულამაზესი, გამჭირვალე ქალი…დამინახა, მოვიდა და… დავიწყეთ ორივემ ცრემლების ღვრა… ჩვენც დავმეგობრდით.დედაჩემის დატოვებული საჩუქარი ხართ ჩემთვის-მეთქი, ვუთხარი. არ არსებობს საეკლესიო დღესაწაული, ეთერმა დილის რვა საათზე პირველმა არ დამირეკოს მოსალოცად” – გვიყვება მაკა მახარაძე.და ექსკლუზიურად “პრაიმტაიმის” მკითხველი გაიცნობს ხულოში მცხოვრებ, 71 წლის ფილოლოგ ეთერ დეკანაძეს, რომელიც წლებია ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგია.ის და მედეა ჩახავა აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ ეკრანიზაციამ შეახვედრათ. 1986 წლის ივლისში ხულოში ფილმ „ბაში-აჩუკის“ ეკრანზე გამოსვლის 30 წლისთავი გადაიხადეს. ხულოს პედაგოგ-მასწავლებლებმა და გაზეთ “ხულოს” რედაქციამ კინოსტუდიას წერილობითი თხოვნით მიმართეს, რომ ფილმის საიუბილეო კინოჩვენებას თავად მთავარი როლის შემსრულებლებიც დასწრებოდნენ.და ივლისში ხულოს მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ მსახიობები – მედეა ჩახავა, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე. მსახიობებს თან ახლდათ კინოსტუდიის პროფკავშირის თავმჯდომარე, ცისანა ჯანაშია.ეთერ დეკანაძე: – სტუმრებმა ერთი კვირა დაჰყვეს ზემომთიან აჭარაში. შეხვედრები გაიმართა – ხულოში, ბეშუმსა და სხალთის უძველეს მონასტერში, ხულოს სოფლებში. ეს მონასტერი ერთადერთი გადარჩენილი ტაძარია მთლიანად აჭარაში. და საერთოდ ხულო და ზემომთიანი აჭარა უფლის მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ნაფეხურებიანია.მორის ფოცხიშვილი რომ ჩამოვიყვანე ასე თქვა – „ქართულად რომ ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“-ო…1989 წელს მეწყერით მიწა რომ ჩამოიშალა, უძველესი მარანი აღმოჩნდა. იქ სუფრა გავშალეთ და მსახიობები ახლოს გავიცანით. ჩვენი კუთხის კერძები დააგემოვნეს და აღფრთოვანებულნი დარჩნენ.ქალბატონმა მედეამ თქვა, მეგრელი ქალი კამეჩის მაწონს აჭარაში თუ გავსინჯავდი და გამაოცებდა, არ ველოდიო. აღფრთოვანებული დარჩა.ვიცოდი, რომ კარგი მზარეული იყო, მით უმეტეს, მეგრული კერძების მზარეულები დიდოსტატები არიან. ვღელავდით, მაგრამ ყველაფერი მოეწონა.რაიონის თეატრში გავმართეთ საღამო, სადაც მსახიობებს მაყურებელმა დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა. მერე ქალბატონი მედიკო მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აი, ეს ხალხი თეატრში არ დადის და მხოლოდ ტელეეკრანიდან, ფილმებიდან და სატელევიზიო დადგემბიდან ხედავს ჩვენს შემოქმედებას, როგორ დეტალებში წვდებიან ყველაფერს და რა უშუალო კითხვებს სვამენო. ეს რა დიდი სიყვარულიაო.ყვავილები ბათუმში ვუყიდე და მივართვი. მითხრა, მოდი, რაღაც უნდა გიჩურჩულოო… ვიფიქრე, რა შემეშალა ასეთი-მეთქი. ასეთი ლამაზი მინდვრის ყვავილები გაქვთ და მეორედ ბაზარში ყვავილი არ იყიდოო, ხუმრობით დამარიგა. რა ლამაზი ფერებია, რა სილამაზეაო, ეფერებოდა მინდვრის ყვავილებს.ფილმში პირიმზისას მინდორში რომ კლავს სპარსის როლში მყოფი იუსუფ ზოიძე, ის ხულოს რაიონის სოფელ ძირკვაძეებიდან იყო და იქაც გაიმართა მსახიობებთან შეხვედრა.კურორტ ბეშუმში, იქაური დამსვენებლების თხოვნით, მსახიობებმა იქაც გამართეს შეხვედრა და ძალზედ ამაღელვებელი იყო ბავშვების ემოცია, როდესაც მედეა ჩახავა დაინახეს. კივილი ატეხეს – დედიკო, მელანო არ მომკვდარა, აი, აქ არისო! ცრემლები უბრწყინავდათ თვალებზე და ამ ემოციებზე ქალბატონმა მედეამაც ვერ შეიკავა თავი და სიხარულის ცრემლები სდიოდა. რა შეედრება აი, ამ ემოციას და სიყვარულსო, ამბობდა. ჩვენი მელანოო, ეძახდნენ ბავშვები და ეფერებოდნენ.პიონერთა ბანაკის 600 ბავშვი ორ რიგად იდგა და მსახიობებს მინდვრის ყვავილებს უგებდნენ ფეხქვეშ. მერე ერთკვირიანი სტუმრობაც დასრულდა და საყვარელ მსახიობებთან გამომშვიდობებაც ძნელი აღმოჩნდა.ისინი დაუღალავად ფოტოებს იღებდნენ და სითბოს ავლენდნენ თაყვანისმცემლების მიმართ. დაგღალეთ-მეთქი, ვებოდიშებოდი. სახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც მას უფასდება ის სიყვარული, რასაც ის გასცემსო.მედეა ჩახავას და ეთერ დეკანაძეს შორის მეგობრობა სწორედ მაშინ დაიწყო. მსახიობი და მისი ერთგული მაყურებელი ერთმანეთს სიყვარულით სავსე წერილებს წერდნენ.მედეა ჩახავამ იმავე წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუდაპეშტიდან გამოუგზავნა ეთერს წერილი. ის ხულოში ტბელობის დღესასწაულზე მიიწვიეს, თუმცა როგორც წერილში ამბობს, მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა ჩასვლა.„ეთერ ქალო, ჩემო ლამაზო და ჭკვიანო, კეთილო და სყვარელო. ისე აეწყო ჩემი ყოფა-ცხოვრება, ხან ავად და ხან კარგად, რომ ბულგარეთამდე დაჯდომა ვერ მოვახერხე. ვერსად და ვერაფერი წაშლის თქვენგან მიღებულ სიხარულს. არსად და არაფერი არ არსებობს ისეთი, რომ თქვენით მიღებული გასაოცარი სიწმინდე, სიხალისე, გულწრფელობა, სიუხვე და სილამაზე ოდნავ მაინც დაჩრდილოს.იქნებ უკეთესიც კი იყოს, რომ ბარათი დამაგვიანდა, ვინაიდან, ამით შეწუხებული ყოველდღე ფიქრში თქვენთან ვიყავი და დაუსრულებლად გებოდიშებოდით. მაპატიეთ ჩემი უნებლიე უმადურობა. გასტროლები გუშინ დაგვეწყო ბუდაპეშტში „რიჩარდით“. აუ, რა ამბავი იყო, დაინგრა დარბაზი. ამ საღამოსაც „რიჩარდია“. ჩემი გულწრფელი სადღესასწაულო მილოცვა ყველას, ვისაც ვახსოვარ.ჩემო ეთერიკო, თუ ძალიან არ ხარ ჩემზე გაბრაზებული, მომწერე რა. სულ წარმატებებს, დღეგრძელობას და ბედნიერებას გისურვებ.გეხვევი და გკოცნი, შენი მედეა. ისიც მაპატიე, რომ შვილებთან ერთად ვერ ჩამოვედი თქვენს დღესასწაულზე. თემურს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, მაკა ჩეხეტში იყო. ვოცნებობ ოდესმე ერთხელ მაინც ჩამოვიდე თქვენთან. გკოცნი და გლოცავთ. თქვენი უზომოდ მადლიერი მედეა, ქალაქი ბუდაპეშტი…ეთერი: – შემდეგი ბარათი იერუსალიმიდან გამომიგზავნა. ნახეთ, რას მწერს.„ჩემო ეთერიკო, ჩემო მოყვარულო და ყურადღებიანო. აქაც მახსოვხართ ყველანი, განსაკუთრებით შენ და ბესიკი. აქაც-მეთქი იმიტომ ვახსენებ, რომ იერუსალიმის სიმშვენირემ შეიძლება ჩემნაირ მოკვდავს ყველაფერი დაავიწყოს.სახლიდან ვერ მოვასწარი და აქედან გითვლით ორივეს დიდ მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის. ეთო, დღეს წამიყვანეს ბეთლემში, იმ ადგილას სადაც ქრისტე იშვა და მისი საფლავია აგრეთვე. გკოცნით და გისურვებთ ჩემს ნაკვალებზე გევლოთ. ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ყოველგვარი უსიამოვნებისგან.თქვენი მედეა ჩახავა, იერუსალიმი 2 ივნისი 1989 წელი. თბილისში ვიქნები ორი კვირის შემდეგ, იქნებ დამირეკო.არგენტინიდანაც კი მომწერა წერილი.„ჩემო ეთერი, ხედავ? შენ, შენი ბრწყინვალე მეგობრებით, მშვენიერი ხალხითა და ბუნებით ოკეანის გაღმაც მახსოვხარ, ბუენოს-აირესში. ყველას ჩემი საუკეთესო სურვილები. გასტროლები წარმატებით მიმდინარეობს. გეხვევი და გკოცნი. წესით 14 აგვისტოს უკვე სახლში უნდა ვიყო. შენი მედეა.“აი, ასეთი აქტიური მიმოწერა და სატელეფონო საუბრები გვქონდა. მასთან სტუმრად, სამწუხაროდ, ვერ ჩავედი. თბილისში რაღაც ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო და ეს. ტელეფონით ყოველ კვირა ვსაუბრობდით.ჩვენთან გასტროლებზე იყო თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, ეკა ჩხეიძე და მოვიდა და მნახა. ჩამომიტანა მარგალიტის ყელსაბამი, ეს მაკა მამიდამ თქვენთან გამომატანა, ბებიას ნაქონი მძივიაო.ამ ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ავიღებ, მოვეფერები და ვინახავ. ეს ისეთი რელიქვიაა, როგორ გავბედავ ჩემ ყელზე მის გაკეთებას?!მაკამ შარშან სიურპრიზი გამიკეთა. დამირეკა და მოულოდნელად მნახა. ქობულეთში საბალეტო სკოლის ფილიალს ხსნიდა და ერთი დღე თავისუფალი გამოუჩნდა. დედაჩემის საჩუქარი ხართ და უნახავად ვერ წავიდოდიო. ცოტა ხნით იყო ამოსული, მაგრამ გამაბედნიერება. ბატონი კოტეს წიგნიც მაჩუქა – „ორი ბატონის მსახური“.ქალბატონი მედეა რომ გარდაიცვალა, ვერ ჩავედი დაკრძალვაზე. მე ანემია მაწუხებს, იმ პერიოდში გემოგლობინი დამივარდა და მგზავრობის უფლება არ დამრთო ექიმმა. ძალიან ვწუხვარ, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე.ფიქრებში ხშირად ვეუსაბრები და თავისი განუმეორებელი თბილი ღიმილით მისმენს, მგონია. ეს მონატრებაა… ასეთი ადამიანები ძალიან დიდ ხანს უნდა ცოცხლობდნენ.

თენგიზ მუშკუდიანი -  ქართველი საოპერო მომღერალი, მსახიობი და პედაგოგი

საზოგადოება 1688311837

„მთავარია, მშვიდად იცხოვრო, გიყვარდეთ და ერთმანეთის მტრები არ იყოთ“... - უკანასკნელი ინტერვიუ საოპერო მომღერალ თენგიზ მუშკუდიანთან

„ბანის პარტიებს ვმღეროდი, თითქმის ყველაფერი ნამღერი მაქვს...  ყველაზე მეტად, ბორის გოდუნოვის პარტიას გამოვარჩევდი. საინტერესო პარტიები მქონდა – „სევილიელი დალაქი“, „ფაუსტი“ და „ალი“... ქართული ოპერიდან მეფე გიორგის პარტიას გამოვარჩევდი... - ლეგენდარული საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი.96 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, მსახიობი და პედაგოგი თენგიზ მუშკუდიანი.  სამწუხარო ინფორმაცია „პრაიმტაიმს“, ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.თენგიზ მუშკუდიანი საქართველოს სახალხო არტისტი და უმაღლესი ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი იყო, მონაწილეობდა ფილმებში – „დიდოსტატის მარჯვენა“ და „აბეზარა“,  არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა, ქართული ოპერის ისტორიაში.სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის (ბანი) მომღერალი, საოცარი არტისტული გარეგნობით გამოირჩეოდა, რაც მის ცხოვრებაში, უდიდესი წარმატების მომტანი გახდა.2016 წლის 14 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონია, მისი აღზრდილების გალა კონცერტით დასრულდა.მძღოლი ქალი „აბეზარა“ და არქიტექტორი გიორგი მუხაძე, გასული საუკუნის სამოციან წლებში, ქართული კინოს მოყვარულებში ერთ-ერთ ყველაზე „რომანტიკულ წყვილად“ იყო მიჩნეული.მაშინ ცოტამ თუ იცოდა, რომ მსახიობი, რომელსაც თავისი ფიზიკური მონაცემებით ხშირად გრეგორი პეკის ამსგავსებდნენ, სულაც არ იყო მსახიობი.იმ დროისთვის, როცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა, ფილმში – „აბეზარა“ მთავარ როლზე დაამტკიცა, უკვე წარმატებული საოპერო მომღერალი იყო.გთავაზობთ, თენგიზ მუშკუდიანის უკანასკნელ ინტერვიუს, სადაც მომღერალი, ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს,“ პირად ცხოვრებასა  და შემოქმედებაზე ესაუბრება: – როგორ ცხოვრობს ქართული ფილმის „აბეზარას“ მთავარი გმირი – არქიტექტორი გიორგი მუხაძე...როგორც ჩემს ასაკში მყოფ ადამიანს შეეფერება, ისე ვგრძნობ თავს. 29 წლის ასაკში, უკვე ოპერის მომღერალი ვიყავი და უამრავ კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას.სწორედ, აქ აღმომაჩინა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა. როგორც ჩანს, ჩემი გარეგნობა მოეწონა და სინჯებზე დამიბარა.გადამიღეს სინჯები და როლზე დამამტკიცეს. ჩემთვის ეს „ახალი ხილი“ იყო. მართალია, სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, მაგრამ მსახიობობა და კინოში მოღვაწეობა, ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო.როგორ ახალგაზრდა ადამიანს შეეფერება, ძალიან ვღელავდი, მაგრამ შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა და მათი წყალობით, ცოტა გავთავისუფლდი. ძალიან შებოჭილი ვიყავი და რაც შემეძლო გავაკეთე, მაგრამ რა გამოვიდა არ ვიცი (იცინის).– ქალბატონი ლეილა აბაშიძე იხსენებდა, რომ ძალიან მორცხვი ბრძანდებოდით და ხშირად, წითლდებოდით…კი, ნამდვილად, მაგრამ მალე გადამედო მათი თავისუფლება. ძალიან დაფარული და მორცხვი ვიყავი. ფილმის გადაღების პროცესში მოვინდომე, რომ უფრო დამაჯერებელი და თავისუფალი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რაღაც გამომივიდა (იცინის).– ძალიან დამაჯერებლად თამაშობთ. ფილმის შემდეგ, საქართველოში ცნობილი ადამიანი გახდით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად გაღიარეს და ამავე დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავ გრეგორი პეკის გამსგავსებდნენ…არა, როგორ გეკადრებათ, არც ეგეთი კარგი ვიყავი. ახლა უფრო თავისუფლები არიან ახალგაზრდები. ჩვენ სხვანაირად აღვიქვამდით ყველაფერს, უფრო სერიოზულად და უფრო დიდი განცდებიც გვქონდა. ახლა ძალიან თავისუფლები არიან.– გაიხსენეთ ფილმის - „აბეზარა“ გადაღებები... ფილმში გადაღება, ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო და ძალიან ვნერვიულობდი. მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ვმონაწილეობდი.ყველაფერმა ამან, ბევრი რამე მასწავლა და შინაგანად გავმდიდრდი. სასწაული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთში, თუ კარგად გამომივიდოდა თამაში, მაქებდნენ და ეს ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თან მიხაროდა, რაც სტიმულს მაძლევდა.ამის ფონზე დავასრულე ფილმში გადაღებები და შემდეგ, ისევ საოპერო თეატრს დავუბრუნდი, თან ძალიან მონატრებული ვიყავი.– რატომ, გადაღებების დროს აღარ მღეროდით?კი, როგორ არა, მაგრამ არასრული დატვირთვით. ორივე მხარე, ჩემს მდგომარეობაში შედიოდა და სიმღერასაც ვახერხებდი. როცა ბოლო კადრებში გადამიღეს და ფილმზე მუშაობა დავასრულე, ყოველ დღე საოპერო თეატრში ვიყავი.– ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1957 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მოგენიჭათ…ნამდვილად ეგრე იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რა დავიმსახურე ასეთი, რომ დამსახურებული არტისტი გავხდი-მეთქი. ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყავი და ცოტა მიკვირდა.სხვათა შორის, 1965 წელს სახალხო არტისტის წოდება მომენიჭა.ახალგაზრდობაში, თითქმის ყველაფერი მოვასწარი. რამდენიმე ფოტო მაქვს შემორჩენილი, რომელიც ინსტრუმენტთან, კედელზე მაქვს დაკიდებული. დანარჩენი, არც ვიცი, სად წავიღე.– უკვე დაოჯახებული ბრძანდებოდით?კი, როგორ არა. უკვე დაოჯახებული ვიყავი. სამი შვილი მყავს, ორი ვაჟი – ლევანი და ირაკლი, ქალიშვილი ნინო. ამ ეტაპზე, უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს - სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.ჩემი შვილები, ლევანი და ირაკლი ჩემი როლის, არქიტექტორის პროფესიას გაჰყვნენ. ლევანის მეუღლე, ეკა ჩხეიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, სიძე კი, ლევან ასათიანია.– სად გაიცანით თქვენი მეუღლე?ჩემი მომავალი მეუღლე, სრულიად შემთხვევით გავიცანი. ვაკეში ვცხოვრობდი და ტრანსპორტით მგზავრობის დროს, ტროლეიბუსში შევხვდით ერთმანეთს.გავესაუბრეთ და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. წარმოშობით, რუსი ქალბატონია. იმ დროს, სტუდენტი იყო. გარკვეული წლების შემდეგ, ოჯახში ცვლილებები გვქონდა, რომელიც ალბათ უკვე აღარ არის საინტერესო.– დღეს გაქვთ ურთიერთობა, თქვენი შვილების დედასთან?რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვცხოვრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.– „დიდოსტატის მარჯვენას“ შემდეგ, არცერთ ფილმში არ გითამაშიათ…„აბეზარას“ შემდეგ უამრავი მიწვევა მქონდა, მაგრამ არანაირი ინტერესი აღარ მქონდა. ჩემთვის საოპერო თეატრი, უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან სიმღერით უფრო ვიყავი გატაცებული.„დიდოსტატის მარჯვენაში“, ფილმის რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მიმიწვია. მასთან კარგი ურთიერთობები მქონდა და მთხოვა, მის ფილმში მიმეღო მონაწილეობა. როგორი გამოვიდა და რა გამოვიდა არ ვიცი!– რატომ? ჭიაბერის როლი, შესანიშნავად მოირგეთ, ძალიან სახასიათო გმირია…სხვათა შორის, მეც ძალიან მომწონს, ძალიან სერიოზული ნაწარმოებია და ვფიქრობ, საკმაოდ სახასიათო სახე შევქმენი, რა თქმა უნდა, თუ გამომივიდა (იცინის).– ყველაზე საყვარელი როლები და წარმატებები ოპერის სცენაზე…ძალიან საინტერესო როლები და უდიდესი წარმატებები მქონდა, ბანის პარტიებს ვმღეროდი, თითქმის ყველაფერი ნამღერი მაქვს. უამრავი გასტროლი მქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმ პერიოდში საზღვარგარეთ გასვლები ცოტა რთული იყო  და ამიტომ საბჭოთა კავშირის, თითქმის ყველა ქვეყნის სცენაზე მაქვს ნამღერი.ყველაზე მეტად, ბორის გოდუნოვის პარტიას გამოვარჩევდი. ასევე საინტერესო პარტიები მქონდა – „სევილიელი დალაქი“, „ფაუსტი“ და „ალი“.– და ქართული ოპერიდან?ქართული ოპერიდან მეფე გიორგის პარტიას გამოვარჩევდი. ოპერა „დაისიდან“  ცანგალას კუპლეტებს ვასრულებდი, მაგრამ არასდროს შემისრულებია სცენაზე, ამიკრძალეს (იცინის).– რატომ?რა ვიცი, ასეთი პარტიების შესრულება შენი საქმე არ არისო. ბანი ვიყავი და ასეთ სახასიათო სიმღერებით არ „მტვირთავდნენ“.– თითქმის საუკუნის ადამიანი ხართ, თან ძალიან წარმატებული, რას ურჩევდით საზოგადოებას?ვეტყოდი, რომ ცოტა დამშვიდდნენ. არ მომწონს, დღეს რა მდგომარეობაც არის – შეუპოვრობა, ერთმანეთის ლანძღვა. ვფიქრობ, რომ მთავარია, მშვიდად იცხოვრო, გიყვარდეთ და ერთმანეთის მტრები არ იყოთ.ყველაფერს მივესალმები, მაგრამ როცა კამათი უსაშველო უზრდელობაში გადაიზრდება, უკვე აღარ მომწონს. ცოტა დავწყნარდეთ და ყველაფერი კარგად იქნება!შეგახსენებთ, რომ თენგიზ მუშკუდიანი დაიბადა 1927 წლის 12 ივნისს, ქ. თბილისში, გარდაიცვალა 2023 წლის 2 ივლისს ქ. თბილისში, 96 წლის ასაკში.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს (ვოკალური).1954 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია:ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი"), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი"), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი"), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის „დაისი", „ლატავრა"), ხევისბერი(ო. თაქთაქიშვილის „მინდია"), შერგილი (რ. ლაღიძის „ლელა"), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი");პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში (მისი დირექტორი იყო 1985–2005წწ), ასევე კონსერვატორიაში (პროფესორი).1957 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1965 წელს სახალხო არტისტის წოდება. გადაღებულია ფილმებში - „დიდოსტატის მარჯვენა" (ჭიაბერი) და „აბეზარა" (გიორგი). 

მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი

კულტურა 1686575885

Exclusive: „მომავალი მეუღლე ტროლეიბუსში გავიცანი...“- თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის გახდა

 ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი, დღეს, 96 წლის იუბილეს აღნიშნავს.საქართველოს სახალხო არტისტმა და უმაღლესი ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელმა, რომელიც მონაწილეობდა ფილმებში – „დიდოსტატის მარჯვენა“ და „აბეზარა“, ქართული ოპერის ისტორიაში, არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა.სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის (ბანი) მომღერალი, საოცარი არტისტული გარეგნობით გამოირჩეოდა, რაც მის ცხოვრებაში, უდიდესი წარმატების მომტანი გახდა.2016 წლის 14 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონია, მისი აღზრდილების გალა კონცერტით დასრულდა.მძღოლი ქალი „აბეზარა“ და არქიტექტორი გიორგი მუხაძე, გასული საუკუნის სამოციან წლებში, ქართული კინოს მოყვარულებში ერთ-ერთ ყველაზე „რომანტიკულ წყვილად“ იყო მიჩნეული.მაშინ ცოტამ თუ იცოდა, რომ მსახიობი, რომელსაც თავისი ფიზიკური მონაცემებით ხშირად გრეგორი პეკის ამსგავსებდნენ, სულაც არ იყო მსახიობი.იმ დროისთვის, როცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა, ფილმში – „აბეზარა“ მთავარ როლზე დაამტკიცა, უკვე წარმატებული საოპერო მომღერალი იყო.ეს ამბავი, წინა საუკუნეში, ექვსი ათეული წლის წინ მოხდა. ახლა კი, მრავალი წლის შემდეგ, ერთ დროს თაყვანისმცემელი ქალების გულთა მპყრობელი, უკვე 96 წელს მიღწეული მსახიობი, რამდენიმე წლის წინ, ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ პირადი ცხოვრების საინტერესო ისტორიებზე ესაუბრა:– როგორ ცხოვრობს ქართული ფილმის „აბეზარას“ მთავარი გმირი – არქიტექტორი გიორგი მუხაძე...როგორც ჩემს ასაკში მყოფ ადამიანს შეეფერება, ისე ვგრძნობ თავს. 29 წლის ასაკში, უკვე ოპერის მომღერალი ვიყავი და უამრავ კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას.სწორედ, აქ აღმომაჩინა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა. როგორც ჩანს, ჩემი გარეგნობა მოეწონა და სინჯებზე დამიბარა.გადამიღეს სინჯები და როლზე დამამტკიცეს. ჩემთვის ეს „ახალი ხილი“ იყო. მართალია, სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, მაგრამ მსახიობობა და კინოში მოღვაწეობა, ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო.როგორ ახალგაზრდა ადამიანს შეეფერება, ძალიან ვღელავდი, მაგრამ შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა და მათი წყალობით, ცოტა გავთავისუფლდი. ძალიან შებოჭილი ვიყავი და რაც შემეძლო გავაკეთე, მაგრამ რა გამოვიდა არ ვიცი (იცინის).– ქალბატონი ლეილა აბაშიძე იხსენებდა, რომ ძალიან მორცხვი ბრძანდებოდით და ხშირად, წითლდებოდით…კი, ნამდვილად, მაგრამ მალე გადამედო მათი თავისუფლება. ძალიან დაფარული და მორცხვი ვიყავი. ფილმის გადაღების პროცესში მოვინდომე, რომ უფრო დამაჯერებელი და თავისუფალი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რაღაც გამომივიდა (იცინის).– ძალიან დამაჯერებლად თამაშობთ. ფილმის შემდეგ, საქართველოში ცნობილი ადამიანი გახდით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად გაღიარეს და ამავე დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავ გრეგორი პეკის გამსგავსებდნენ…არა, როგორ გეკადრებათ, არც ეგეთი კარგი ვიყავი. ახლა უფრო თავისუფლები არიან ახალგაზრდები. ჩვენ სხვანაირად აღვიქვამდით ყველაფერს, უფრო სერიოზულად და უფრო დიდი განცდებიც გვქონდა. ახლა ძალიან თავისუფლები არიან.– „აბეზარას“ გადაღებიდან, რას გაიხსენებდით...ფილმში გადაღება, ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო და ძალიან ვნერვიულობდი. მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ვმონაწილეობდი.ყველაფერმა ამან, ბევრი რამე მასწავლა და შინაგანად გავმდიდრდი. სასწაული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთში, თუ კარგად გამომივიდოდა თამაში, მაქებდნენ და ეს ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თან მიხაროდა, რაც სტიმულს მაძლევდა.ამის ფონზე დავასრულე ფილმში გადაღებები და შემდეგ, ისევ საოპერო თეატრს დავუბრუნდი, თან ძალიან მონატრებული ვიყავი.– რატომ, გადაღებების დროს აღარ მღეროდით?კი, როგორ არა, მაგრამ არასრული დატვირთვით. ორივე მხარე, ჩემს მდგომარეობაში შედიოდა და სიმღერასაც ვახერხებდი. როცა ბოლო კადრებში გადამიღეს და ფილმზე მუშაობა დავასრულე, ყოველ დღე საოპერო თეატრში ვიყავი.– ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1957 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მოგენიჭათ…ნამდვილად ეგრე იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რა დავიმსახურე ასეთი, რომ დამსახურებული არტისტი გავხდი-მეთქი. ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყავი და ცოტა მიკვირდა.სხვათა შორის, 1965 წელს სახალხო არტისტის წოდება მომენიჭა.ახალგაზრდობაში, თითქმის ყველაფერი მოვასწარი. რამდენიმე ფოტო მაქვს შემორჩენილი, რომელიც ინსტრუმენტთან, კედელზე მაქვს დაკიდებული. დანარჩენი, არც ვიცი, სად წავიღე.– უკვე დაოჯახებული ბრძანდებოდით?კი, როგორ არა. უკვე დაოჯახებული ვიყავი. სამი შვილი მყავს, ორი ვაჟი – ლევანი და ირაკლი, ქალიშვილი ნინო. ამ ეტაპზე, უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს- სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.ჩემი შვილები, ლევანი და ირაკლი ჩემი როლის, არქიტექტორის პროფესიას გაჰყვნენ. ლევანის მეუღლე, ეკა ჩხეიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, სიძე კი, ლევან ასათიანია.– სად გაიცანით თქვენი მეუღლე?ჩემი მომავალი მეუღლე, სრულიად შემთხვევით გავიცანი. ვაკეში ვცხოვრობდი და ტრანსპორტით მგზავრობის დროს, ტროლეიბუსში შევხვდით ერთმანეთს.გავესაუბრეთ და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. წარმოშობით, რუსი ქალბატონია. იმ დროს, სტუდენტი იყო. გარკვეული წლების შემდეგ, ოჯახში ცვლილებები გვქონდა, რომელიც ალბათ უკვე აღარ არის საინტერესო.– დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა თქვენი შვილების დედასთან?რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვცხოვრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.–  „დიდოსტატის მარჯვენას“ შემდეგ, არცერთ ფილმში არ გითამაშიათ…„აბეზარას“ შემდეგ უამრავი მიწვევა მქონდა, მაგრამ არანაირი ინტერესი აღარ მქონდა. ჩემთვის საოპერო თეატრი, უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან სიმღერით უფრო ვიყავი გატაცებული. „დიდოსტატის მარჯვენაში“, ფილმის რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მიმიწვია. მასთან კარგი ურთიერთობები მქონდა და მთხოვა, მის ფილმში მიმეღო მონაწილეობა. როგორი გამოვიდა და რა გამოვიდა არ ვიცი!– რატომ? ჭიაბერის როლი, შესანიშნავად მოირგეთ, ძალიან სახასიათო გმირია…სხვათა შორის, მეც ძალიან მომწონს, ძალიან სერიოზული ნაწარმოებია და ვფიქრობ, საკმაოდ სახასიათო სახე შევქმენი, რა თქმა უნდა, თუ გამომივიდა (იცინის).– ყველაზე საყვარელი როლები და წარმატებები ოპერის სცენაზე…ძალიან საინტერესო როლები და უდიდესი წარმატებები მქონდა, ბანის პარტიებს ვმღეროდი, თითქმის ყველაფერი ნამღერი მაქვს. უამრავი გასტროლი მქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმ პერიოდში საზღვარგარეთ გასვლები ცოტა რთული იყო  და ამიტომ საბჭოთა კავშირის, თითქმის ყველა ქვეყნის სცენაზე მაქვს ნამღერი.ყველაზე მეტად, ბორის გოდუნოვის პარტიას გამოვარჩევდი. ასევე საინტერესო პარტიები მქონდა – „სევილიელი დალაქი“, „ფაუსტი“ და „ალი“.– და ქართული ოპერიდან? ქართული ოპერიდან მეფე გიორგის პარტიას გამოვარჩევდი. ოპერა „დაისიდან“  ცანგალას კუპლეტებს ვასრულებდი, მაგრამ არასდროს შემისრულებია სცენაზე, ამიკრძალეს (იცინის).– რატომ?რა ვიცი, ასეთი პარტიების შესრულება შენი საქმე არ არისო. ბანი ვიყავი და ასეთ სახასიათო სიმღერებით არ „მტვირთავდნენ“.– თითქმის საუკუნის ადამიანი ხართ, თან ძალიან წარმატებული, რას ურჩევდით საზოგადოებას?ვეტყოდი, რომ ცოტა დამშვიდდნენ. არ მომწონს, დღეს რა მდგომარეობაც არის – შეუპოვრობა, ერთმანეთის ლანძღვა. ვფიქრობ, რომ მთავარია, მშვიდად იცხოვრო, გიყვარდეთ და ერთმანეთის მტრები არ იყოთ.ყველაფერს მივესალმები, მაგრამ როცა კამათი უსაშველო უზრდელობაში გადაიზრდება, უკვე აღარ მომწონს. ცოტა დავწყნარდეთ და ყველაფერი კარგად იქნება!შეგახსენებთ, რომ თენგიზ მუშკუდიანი დაიბადა 1927 წლის 12 ივნისს, ქ. თბილისში. 1957 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1965 წელს სახალხო არტისტის წოდება. გადაღებულია ფილმებში - „დიდოსტატის მარჯვენა" (ჭიაბერი) და „აბეზარა" (გიორგი).„პრაიმტაიმი“ ულოცავს შესანიშნავ მომღერალ და პედაგოგს, საქართველოს სახალხო არტისტ, ღირსების ორდენის კავალერს, ბ-ნ თენგიზ მუშკუდიანს 96 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს! 

ეკა

ტაბლოიდი 1685958720

„შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, ვეღარ გადარჩებოდა... მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი...“ - ეკა ჩხეიძე მამის შესახებ საუბრობს

მსახიობი ეკა ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მამის შესახებ საუბრობს და ჰყვება, როდის განიცადა ყველაზე დიდი შიში:„ყველაზე დიდ შიშს მაშინ განვიცდი, როდესაც ვიღაც ავადმყოფობს. მამაჩემს ორი ოპერაცია დასჭირდა. პირველი ოპერაციის შემდეგ სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს მეორეს გასაკეთებლად. შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, რომ ვეღარ გადარჩებოდა, თუმცა მეორე ოპერაცია ჯერ არ იყო გაკეთებული. ისეთი იყო, რომ მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი. ახლაც ვნანობ, არ უნდა მენახა. არ უნდა შევსულიყავი რეანიმაციაში. ყველა შედიოდა, ნახულობდა და მითხრეს, შედი, არ არის ცუდადო. რანაირად არ იყო ცუდად? ადრე იგივე დამემართა კოტე მახარაძეზე. ინსულტი გადაიტანა და მითხრეს, უკეთ არისო. სანახავად მივედი და გავგიჟდი, რომ ვნახე. დღემდე ვფიქრობ, ნეტავ,მ არ მენახა ის კოტე მახარაძე, რომელზეც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი. ერთად ვცხოვრობდით და ძალიან მიყვარდა. ძალიან მძიმედ ჩამრჩა. სხვა ადამიანი იყო, ყოვლად უსუსური…“- ამბობს ეკა ჩხეიძე. 

medea

კულტურა 1684183016

"მედეას ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ეს ისეთი რელიქვიაა, ჩემ ყელზე მის გაკეთებას როგორ გავბედავ..." - ქალი, რომელსაც მედეა ჩახავა გასტროლებიდან წერილებს წერდა

15 მაისს სახალხო არტისტი, მედეა ჩახავა 102 წლის გახდებოდა. „მშვიდობის მტრედი” იყო”, ასე ახასიათებს მსახიობს ქალიშვილი, მაკა მახარაძე.ეს მეტაფორა არტისტის მთლიან პერსონაზე გვიქმნის წარმოდგენას. და ეს შესანიშნავად „იკითხება” მისი როლების ქვეტექსტებიდანაც.დადებითი პერსონაჟებიც მთავარ როლს თამაშობდნენ იმაში, რომ მედეა ჩახავას თაყვანისმცემელთა არმია ჰყოლოდა.მსახიობის ცხოვრება, ალბათ, იმად ღირს, რომ ისეთი სიყვარული მიიღოს მაყურებლისგან, რომელიც მერე არა თუ მხოლოდ მას ჰყოფნის მთელი ცხოვრება, არამედ მის შვილსაც ეძვირფასება, რადგან უკვე ეს უერთგულესი ადამიანი გარდაცვლილ დედას აგონებს.მედეა ჩახავას აჭარაში ჰყავს ერთი ერთგული მაყურებელი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უგზავნიდა მოსაკითხ წერილსა თუ მისალოც ბარათს. ეს იშვიათი ისტორიაა და ის მაკა მახარაძემ დედის დაბადების დღეს გვიამბო.“ხულოში “ბაში-აჩუკის” ეკრანზე გამოსვლის 30 წლის იუბილე აღინიშნა. იქიდან დაბრუნებული დედა სულ ახსენებდა ეთერს. როცა აჭარაში მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ ეთერიო. და 2015 წელს ბათუმში მქონდა გადაღება. თავისუფალი დღე გამომიჩნდა და რეჟისორს ვთხოვე, ავიდეთ ხულოში-მეთქი. ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვთხოვე ეპოვა ეთერი, რომლის გვარი არ მახსოვდა. მან იპოვა, დაურეკა და კაფეში, სადაც ვისხედით, მოიყვანა ეთერი.ველოდი, ცოტა მოუვლელ, საქმისგან გადაღლილ ხულოელ ქალს და… მოულოდნელად შემოვიდა – ქათქათა უკან შეკრული თეთრი თმით, ლურჯი პიჯაკით, თეთრი მარგალიტის საყურით და მძივით, ულამაზესი, გამჭირვალე ქალი…დამინახა, მოვიდა და… დავიწყეთ ორივემ ცრემლების ღვრა… ჩვენც დავმეგობრდით.დედაჩემის დატოვებული საჩუქარი ხართ ჩემთვის-მეთქი, ვუთხარი. არ არსებობს საეკლესიო დღესაწაული, ეთერმა დილის რვა საათზე პირველმა არ დამირეკოს მოსალოცად” – გვიყვება მაკა მახარაძე.და ექსკლუზიურად “პრაიმტაიმის” მკითხველი გაიცნობს ხულოში მცხოვრებ, 73 წლის ფილოლოგ ეთერ დეკანაძეს, რომელიც წლებია ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგია.ის და მედეა ჩახავა აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ ეკრანიზაციამ შეახვედრათ. 1986 წლის ივლისში ხულოში ფილმ „ბაში-აჩუკის“ ეკრანზე გამოსვლის 30 წლისთავი გადაიხადეს. ხულოს პედაგოგ-მასწავლებლებმა და გაზეთ “ხულოს” რედაქციამ კინოსტუდიას წერილობითი თხოვნით მიმართეს, რომ ფილმის საიუბილეო კინოჩვენებას თავად მთავარი როლის შემსრულებლებიც დასწრებოდნენ.და ივლისში ხულოს მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ მსახიობები – მედეა ჩახავა, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე. მსახიობებს თან ახლდათ კინოსტუდიის პროფკავშირის თავმჯდომარე, ცისანა ჯანაშია.ეთერ დეკანაძე: – სტუმრებმა ერთი კვირა დაჰყვეს ზემომთიან აჭარაში. შეხვედრები გაიმართა – ხულოში, ბეშუმსა და სხალთის უძველეს მონასტერში, ხულოს სოფლებში. ეს მონასტერი ერთადერთი გადარჩენილი ტაძარია მთლიანად აჭარაში. და საერთოდ ხულო და ზემომთიანი აჭარა უფლის მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ნაფეხურებიანია.მორის ფოცხიშვილი რომ ჩამოვიყვანე ასე თქვა – „ქართულად რომ ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“-ო…1989 წელს მეწყერით მიწა რომ ჩამოიშალა, უძველესი მარანი აღმოჩნდა. იქ სუფრა გავშალეთ და მსახიობები ახლოს გავიცანით. ჩვენი კუთხის კერძები დააგემოვნეს და აღფრთოვანებულნი დარჩნენ.ქალბატონმა მედეამ თქვა, მეგრელი ქალი კამეჩის მაწონს აჭარაში თუ გავსინჯავდი და გამაოცებდა, არ ველოდიო. აღფრთოვანებული დარჩა.ვიცოდი, რომ კარგი მზარეული იყო, მით უმეტეს, მეგრული კერძების მზარეულები დიდოსტატები არიან. ვღელავდით, მაგრამ ყველაფერი მოეწონა.რაიონის თეატრში გავმართეთ საღამო, სადაც მსახიობებს მაყურებელმა დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა. მერე ქალბატონი მედიკო მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აი, ეს ხალხი თეატრში არ დადის და მხოლოდ ტელეეკრანიდან, ფილმებიდან და სატელევიზიო დადგმებიდან ხედავს ჩვენს შემოქმედებას, როგორ დეტალებში სწვდებიან ყველაფერს და რა უშუალო კითხვებს სვამენო. ეს რა დიდი სიყვარულიაო.ყვავილები ბათუმში ვუყიდე და მივართვი. მითხრა, მოდი, რაღაც უნდა გიჩურჩულოო… ვიფიქრე, რა შემეშალა ასეთი-მეთქი. ასეთი ლამაზი მინდვრის ყვავილები გაქვთ და მეორედ ბაზარში ყვავილი არ იყიდოო, ხუმრობით დამარიგა. რა ლამაზი ფერებია, რა სილამაზეაო, ეფერებოდა მინდვრის ყვავილებს.ფილმში პირიმზისას მინდორში რომ კლავს სპარსის როლში მყოფი იუსუფ ზოიძე, ის ხულოს რაიონის სოფელ ძირკვაძეებიდან იყო და იქაც გაიმართა მსახიობებთან შეხვედრა.კურორტ ბეშუმში, იქაური დამსვენებლების თხოვნით, მსახიობებმა იქაც გამართეს შეხვედრა და ძალზედ ამაღელვებელი იყო ბავშვების ემოცია, როდესაც მედეა ჩახავა დაინახეს. კივილი ატეხეს – დედიკო, მელანო არ მომკვდარა, აი, აქ არისო! ცრემლები უბრწყინავდათ თვალებზე და ამ ემოციებზე ქალბატონმა მედეამაც ვერ შეიკავა თავი და სიხარულის ცრემლები სდიოდა. რა შეედრება აი, ამ ემოციას და სიყვარულსო, ამბობდა. ჩვენი მელანოო, ეძახდნენ ბავშვები და ეფერებოდნენ.პიონერთა ბანაკის 600 ბავშვი ორ რიგად იდგა და მსახიობებს მინდვრის ყვავილებს უგებდნენ ფეხქვეშ. მერე ერთკვირიანი სტუმრობაც დასრულდა და საყვარელ მსახიობებთან გამომშვიდობებაც ძნელი აღმოჩნდა.ისინი დაუღალავად ფოტოებს იღებდნენ და სითბოს ავლენდნენ თაყვანისმცემლების მიმართ. დაგღალეთ-მეთქი, ვებოდიშებოდი. მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც მას უფასდება ის სიყვარული, რასაც ის გასცემსო.მედეა ჩახავას და ეთერ დეკანაძეს შორის მეგობრობა სწორედ მაშინ დაიწყო. მსახიობი და მისი ერთგული მაყურებელი ერთმანეთს სიყვარულით სავსე წერილებს წერდნენ.მედეა ჩახავამ იმავე წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუდაპეშტიდან გამოუგზავნა ეთერს წერილი. ის ხულოში ტბელობის დღესასწაულზე მიიწვიეს, თუმცა როგორც წერილში ამბობს, მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა ჩასვლა.„ეთერ ქალო, ჩემო ლამაზო და ჭკვიანო, კეთილო და სყვარელო. ისე აეწყო ჩემი ყოფა-ცხოვრება, ხან ავად და ხან კარგად, რომ ბულგარეთამდე დაჯდომა ვერ მოვახერხე. ვერსად და ვერაფერი წაშლის თქვენგან მიღებულ სიხარულს. არსად და არაფერი არ არსებობს ისეთი, რომ თქვენით მიღებული გასაოცარი სიწმინდე, სიხალისე, გულწრფელობა, სიუხვე და სილამაზე ოდნავ მაინც დაჩრდილოს.იქნებ უკეთესიც კი იყოს, რომ ბარათი დამაგვიანდა, ვინაიდან, ამით შეწუხებული ყოველდღე ფიქრში თქვენთან ვიყავი და დაუსრულებლად გებოდიშებოდით. მაპატიეთ ჩემი უნებლიე უმადურობა. გასტროლები გუშინ დაგვეწყო ბუდაპეშტში „რიჩარდით“. აუ, რა ამბავი იყო, დაინგრა დარბაზი. ამ საღამოსაც „რიჩარდია“. ჩემი გულწრფელი სადღესასწაულო მილოცვა ყველას, ვისაც ვახსოვარ."ჩემო ეთერიკო, თუ ძალიან არ ხარ ჩემზე გაბრაზებული, მომწერე რა. სულ წარმატებებს, დღეგრძელობას და ბედნიერებას გისურვებ.გეხვევი და გკოცნი, შენი მედეა. ისიც მაპატიე, რომ შვილებთან ერთად ვერ ჩამოვედი თქვენს დღესასწაულზე. თემურს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, მაკა ჩეხეთში იყო. ვოცნებობ, ოდესმე ერთხელ მაინც ჩამოვიდე თქვენთან. გკოცნი და გლოცავთ. თქვენი უზომოდ მადლიერი მედეა, ქალაქი ბუდაპეშტი…"ეთერი: – შემდეგი ბარათი იერუსალიმიდან გამომიგზავნა. ნახეთ, რას მწერს.„ჩემო ეთერიკო, ჩემო მოყვარულო და ყურადღებიანო. აქაც მახსოვხართ ყველანი, განსაკუთრებით შენ და ბესიკი. აქაც-მეთქი იმიტომ ვახსენებ, რომ იერუსალიმის სიმშვენიერემ შეიძლება ჩემნაირ მოკვდავს ყველაფერი დაავიწყოს.სახლიდან ვერ მოვასწარი და აქედან გითვლით ორივეს დიდ მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის. ეთო, დღეს წამიყვანეს ბეთლემში, იმ ადგილას სადაც ქრისტე იშვა და მისი საფლავია აგრეთვე. გკოცნით და გისურვებთ ჩემს ნაკვალებზე გევლოთ. ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ყოველგვარი უსიამოვნებისგან.თქვენი მედეა ჩახავა, იერუსალიმი 2 ივნისი 1989 წელი. თბილისში ვიქნები ორი კვირის შემდეგ, იქნებ დამირეკო."არგენტინიდანაც კი მომწერა წერილი.„ჩემო ეთერი, ხედავ? შენ, შენი ბრწყინვალე მეგობრებით, მშვენიერი ხალხითა და ბუნებით, ოკეანის გაღმაც მახსოვხარ, ბუენოს-აირესში. ყველას ჩემი საუკეთესო სურვილები. გასტროლები წარმატებით მიმდინარეობს. გეხვევი და გკოცნი. წესით 14 აგვისტოს უკვე სახლში უნდა ვიყო. შენი მედეა.“აი, ასეთი აქტიური მიმოწერა და სატელეფონო საუბრები გვქონდა. მასთან სტუმრად, სამწუხაროდ, ვერ ჩავედი. თბილისში რაღაც ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო და ეს. ტელეფონით ყოველ კვირა ვსაუბრობდით.ჩვენთან გასტროლებზე იყო თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, ეკა ჩხეიძე და მოვიდა და მნახა. ჩამომიტანა მარგალიტის ყელსაბამი, ეს მაკა მამიდამ თქვენთან გამომატანა, ბებიას ნაქონი მძივიაო. ამ ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ავიღებ, მოვეფერები და ვინახავ. ეს ისეთი რელიქვიაა, როგორ გავბედავ ჩემ ყელზე მის გაკეთებას?!მაკამ შარშან სიურპრიზი გამიკეთა. დამირეკა და მოულოდნელად მნახა. ქობულეთში საბალეტო სკოლის ფილიალს ხსნიდა და ერთი დღე თავისუფალი გამოუჩნდა. დედაჩემის საჩუქარი ხართ და უნახავად ვერ წავიდოდიო. ცოტა ხნით იყო ამოსული, მაგრამ გამაბედნიერება. ბატონი კოტეს წიგნიც მაჩუქა – „ორი ბატონის მსახური“.ქალბატონი მედეა რომ გარდაიცვალა, ვერ ჩავედი დაკრძალვაზე. მე ანემია მაწუხებს, იმ პერიოდში გემოგლობინი დამივარდა და მგზავრობის უფლება არ დამრთო ექიმმა. ძალიან ვწუხვარ, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე.ფიქრებში ხშირად ვესაუბრები და თავისი განუმეორებელი თბილი ღიმილით მისმენს, მგონია. ეს მონატრებაა… ასეთი ადამიანები ძალიან დიდ ხანს უნდა ცოცხლობდნენ.

medea

კულტურა 1681592206

Exclusive: საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა

მსახიობის ცხოვრება, ალბათ, იმად ღირს, რომ ისეთი სიყვარული მიიღოს მაყურებლისგან, რომელიც მერე არა თუ მხოლოდ მას ჰყოფნის მთელი ცხოვრება, არამედ მის შვილსაც ეძვირფასება, რადგან უკვე ეს უერთგულესი ადამიანი გარდაცვლილ დედას აგონებს.მედეა ჩახავას აჭარაში ჰყავს ერთი ერთგული მაყურებელი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უგზავნიდა მოსაკითხ წერილსა თუ მისალოც ბარათს. ეს იშვიათი ისტორიაა და ის მაკა მახარაძემ, "პრაიმტაიმს" უამბო.მაკა მახარაძე: ხულოში “ბაში-აჩუკის” ეკრანზე გამოსვლის 30 წლის იუბილე აღინიშნა. იქიდან დაბრუნებული დედა სულ ახსენებდა ეთერს. როცა აჭარაში მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ ეთერიო. და 2015 წელს ბათუმში მქონდა გადაღება. თავისუფალი დღე გამომიჩნდა და რეჟისორს ვთხოვე, ავიდეთ ხულოში-მეთქი. ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვთხოვე ეპოვა ეთერი, რომლის გვარი არ მახსოვდა. მან იპოვა, დაურეკა და კაფეში, სადაც ვისხედით, მოიყვანა ეთერი.გამოვტყდები, ველოდი, ცოტა მოუვლელ, საქმისგან გადაღლილ ხულოელ ქალს და… მოულოდნელად შემოვიდა – ქათქათა, უკან შეკრული თეთრი თმით, ლურჯი პიჯაკით, თეთრი მარგალიტის საყურით და მძივით, ულამაზესი, გამჭვირვალე ქალი…დამინახა, მოვიდა და… დავიწყეთ ორივემ ცრემლების ღვრა… ჩვენც დავმეგობრდით.დედაჩემის დატოვებული საჩუქარი ხართ ჩემთვის-მეთქი, ვუთხარი. არ არსებობს საეკლესიო დღესასწაული, ეთერმა დილის რვა საათზე პირველმა არ დამირეკოს მოსალოცად....და ივლისში ხულოს მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ მსახიობები – მედეა ჩახავა, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე. მსახიობებს თან ახლდათ კინოსტუდიის პროფკავშირის თავმჯდომარე, ცისანა ჯანაშია.ეთერ დეკანაძე: – სტუმრებმა ერთი კვირა დაჰყვეს ზემომთიან აჭარაში. შეხვედრები გაიმართა – ხულოში, ბეშუმსა და სხალთის უძველეს მონასტერში, ხულოს სოფლებში. ეს მონასტერი ერთადერთი გადარჩენილი ტაძარია მთლიანად აჭარაში. და საერთოდ ხულო და ზემომთიანი აჭარა უფლის მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ნაფეხურებიანია.მორის ფოცხიშვილი რომ ჩამოვიყვანე ასე თქვა – „ქართულად რომ ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“-ო…1989 წელს მეწყერით მიწა რომ ჩამოიშალა, უძველესი მარანი აღმოჩნდა. იქ სუფრა გავშალეთ და მსახიობები ახლოს გავიცანით. ჩვენი კუთხის კერძები დააგემოვნეს და აღფრთოვანებულნი დარჩნენ.ქალბატონმა მედეამ თქვა, მეგრელი ქალი კამეჩის მაწონს აჭარაში თუ გავსინჯავდი და გამაოცებდა, არ ველოდიო. აღფრთოვანებული დარჩა.ვიცოდი, რომ კარგი მზარეული იყო, მით უმეტეს, მეგრული კერძების მზარეულები დიდოსტატები არიან. ვღელავდით, მაგრამ ყველაფერი მოეწონა.ფილმში პირიმზისას მინდორში რომ კლავს სპარსის როლში მყოფი იუსუფ ზოიძე, ის ხულოს რაიონის სოფელ ძირკვაძეებიდან იყო და იქაც გაიმართა მსახიობებთან შეხვედრა.კურორტ ბეშუმში, იქაური დამსვენებლების თხოვნით, მსახიობებმა იქაც გამართეს შეხვედრა და ძალზედ ამაღელვებელი იყო ბავშვების ემოცია, როდესაც მედეა ჩახავა დაინახეს. კივილი ატეხეს – დედიკო, მელანო არ მომკვდარა, აი, აქ არისო! ცრემლები უბრწყინავდათ თვალებზე და ამ ემოციებზე ქალბატონმა მედეამაც ვერ შეიკავა თავი და სიხარულის ცრემლები სდიოდა. რა შეედრება აი, ამ ემოციას და სიყვარულსო, ამბობდა. ჩვენი მელანოო, ეძახდნენ ბავშვები და ეფერებოდნენ.პიონერთა ბანაკის 600 ბავშვი ორ რიგად იდგა და მსახიობებს მინდვრის ყვავილებს უგებდნენ ფეხქვეშ.მერე ერთკვირიანი სტუმრობაც დასრულდა და საყვარელ მსახიობებთან გამომშვიდობებაც ძნელი აღმოჩნდა.ისინი დაუღალავად ფოტოებს იღებდნენ და სითბოს ავლენდნენ თაყვანისმცემლების მიმართ. დაგღალეთ-მეთქი, ვებოდიშებოდი. მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც მას უფასდება ის სიყვარული, რასაც ის გასცემსო.მედეა ჩახავას და ეთერ დეკანაძეს შორის მეგობრობა სწორედ მაშინ დაიწყო. მსახიობი და მისი ერთგული მაყურებელი ერთმანეთს სიყვარულით სავსე წერილებს წერდნენ.მედეა ჩახავამ იმავე წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუდაპეშტიდან გამოუგზავნა ეთერს წერილი. ის ხულოში ტბელობის დღესასწაულზე მიიწვიეს, თუმცა როგორც წერილში ამბობს, მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა ჩასვლა.„ეთერ ქალო, ჩემო ლამაზო და ჭკვიანო, კეთილო და საყვარელო. ისე აეწყო ჩემი ყოფა-ცხოვრება, ხან ავად და ხან კარგად, რომ ბულგარეთამდე დაჯდომა ვერ მოვახერხე. ვერსად და ვერაფერი წაშლის თქვენგან მიღებულ სიხარულს. არსად და არაფერი არ არსებობს ისეთი, რომ თქვენით მიღებული გასაოცარი სიწმინდე, სიხალისე, გულწრფელობა, სიუხვე და სილამაზე ოდნავ მაინც დაჩრდილოს.იქნებ უკეთესიც კი იყოს, რომ ბარათი დამაგვიანდა, ვინაიდან, ამით შეწუხებული ყოველდღე ფიქრში თქვენთან ვიყავი და დაუსრულებლად გებოდიშებოდით. მაპატიეთ ჩემი უნებლიე უმადურობა. გასტროლები გუშინ დაგვეწყო ბუდაპეშტში „რიჩარდით“. აუ, რა ამბავი იყო, დაინგრა დარბაზი. ამ საღამოსაც „რიჩარდია“. ჩემი გულწრფელი სადღესასწაულო მილოცვა ყველას, ვისაც ვახსოვარ.ჩემო ეთერიკო, თუ ძალიან არ ხარ ჩემზე გაბრაზებული, მომწერე რა. სულ წარმატებებს, დღეგრძელობას და ბედნიერებას გისურვებ.გეხვევი და გკოცნი, შენი მედეა. ისიც მაპატიე, რომ შვილებთან ერთად ვერ ჩამოვედი თქვენს დღესასწაულზე. თემურს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, მაკა ჩეხეთში იყო. ვოცნებობ ოდესმე ერთხელ მაინც ჩამოვიდე თქვენთან. გკოცნი და გლოცავთ. თქვენი უზომოდ მადლიერი მედეა, ქალაქი ბუდაპეშტი…ეთერი: – შემდეგი ბარათი იერუსალიმიდან გამომიგზავნა. ნახეთ, რას მწერს.„ჩემო ეთერიკო, ჩემო მოყვარულო და ყურადღებიანო. აქაც მახსოვხართ ყველანი, განსაკუთრებით შენ და ბესიკი. აქაც-მეთქი იმიტომ ვახსენებ, რომ იერუსალიმის სიმშვენირემ შეიძლება ჩემნაირ მოკვდავს ყველაფერი დაავიწყოს.სახლიდან ვერ მოვასწარი და აქედან გითვლით ორივეს დიდ მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის. ეთო, დღეს წამიყვანეს ბეთლემში, იმ ადგილას სადაც ქრისტე იშვა და მისი საფლავია აგრეთვე. გკოცნით და გისურვებთ ჩემს ნაკვალებზე გევლოთ. ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ყოველგვარი უსიამოვნებისგან.თქვენი მედეა ჩახავა, იერუსალიმი 2 ივნისი 1989 წელი. თბილისში ვიქნები ორი კვირის შემდეგ, იქნებ დამირეკო.არგენტინიდანაც კი მომწერა წერილი.„ჩემო ეთერი, ხედავ? შენ, შენი ბრწყინვალე მეგობრებით, მშვენიერი ხალხითა და ბუნებით ოკეანის გაღმაც მახსოვხარ, ბუენოს-აირესში. ყველას ჩემი საუკეთესო სურვილები. გასტროლები წარმატებით მიმდინარეობს. გეხვევი და გკოცნი. წესით 14 აგვისტოს უკვე სახლში უნდა ვიყო. შენი მედეა.“აი, ასეთი აქტიური მიმოწერა და სატელეფონო საუბრები გვქონდა. მასთან სტუმრად, სამწუხაროდ, ვერ ჩავედი. თბილისში რაღაც ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო და ეს. ტელეფონით ყოველ კვირა ვსაუბრობდით.ჩვენთან გასტროლებზე იყო თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, ეკა ჩხეიძე და მოვიდა და მნახა. ჩამომიტანა მარგალიტის ყელსაბამი, ეს მაკა მამიდამ თქვენთან გამომატანა, ბებიას ნაქონი მძივიაო.ამ ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ავიღებ, მოვეფერები და ვინახავ. ეს ისეთი რელიკვიაა, როგორ გავბედავ ჩემ ყელზე მის გაკეთებას?!მაკამ სიურპრიზი გამიკეთა. დამირეკა და მოულოდნელად მნახა. ქობულეთში საბალეტო სკოლის ფილიალს ხსნიდა და ერთი დღე თავისუფალი გამოუჩნდა. დედაჩემის საჩუქარი ხართ და უნახავად ვერ წავიდოდიო. ცოტა ხნით იყო ამოსული, მაგრამ გამაბედნიერა. ბატონი კოტეს წიგნიც მაჩუქა – „ორი ბატონის მსახური“.ქალბატონი მედეა რომ გარდაიცვალა, ვერ ჩავედი დაკრძალვაზე. მე ანემია მაწუხებს, იმ პერიოდში გემოგლობინი დამივარდა და მგზავრობის უფლება არ დამრთო ექიმმა. ძალიან ვწუხვარ, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე.ფიქრებში ხშირად ვესაუბრები და თავისი განუმეორებელი თბილი ღიმილით მისმენს, მგონია. ეს მონატრებაა… ასეთი ადამიანები ძალიან დიდ ხანს უნდა ცოცხლობდნენ.

ქართული ბრენდის დღე

საზოგადოება 1672309285

„ქართული ბრენდის დღე“ 20 წლისაა

წლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოვლენამ „ქართული ბრენდის დღე 2022“ ტრადიციულად ანშლაგით ჩაიარა.ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდა და 30-მდე პიროვნება და კომპანია თავისი დამსახურების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია „თბილისი პულმანი აქსის თაუერში“ გაიმართა და მას 200-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.  როგორც კომპანიების არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ისინი ყოველ წელს დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან ამ ღონისძიებას. მათი თქმით, ღონისძიებას განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბიზნესის განვითარების სფეროში, რადგან ის სტიმულს აძლევს მათ, მეტად იაქტიურონ საკუთარ სფეროში და  წარმატებით წარმოაჩინონ საკუთარი თავი.  გარდა კომპანიებისა და ცალკეული ადამიანებისა, განსაკუთრებულად აღსანიშნავია ბრენდ-პერსონას ტიტული, რომელიც ამჯერად ზურა ყიფშიძეს მიენიჭა და  რომელიც თავისი დამსახურებით უდაოდ იმსახურებდა მას.28 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაში გამარჯვებული კომპანიები ხუთ ნომინაციაში  დასახელდნენ. ნომინაციაში „ლიდერი“ გამარჯვებულები არიან  ფარმაცევტული კომპანია „პსპ ჯგუფი“, „თელავის ღვინის მარანი“, მედია ჰოლდინგი “ფორტუნა”, „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ბანკი“, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“;  ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“: სადაზღვევო კომპანია “არდი”, ბრენდი „K GROUP”, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გრანდი“, კლინიკა „ტოტალ შარმი“,  შავიტის საიუველირო სალონი, “ზუზუმბო რეზორტი და სპა”, საბავშვო ბაღი ერუდიტები, საერთაშორის განათლების აკადემია „ბიდისი“, სილამაზის ცენტრი „საბრინა“; ნომინაციაში „წარმატებული ახალი ბრენდი“: ტურისტული კომპანია „სილქვეი ჯგუფი“, საკონდიტრო „ტკბილისი“, კომპანია „ოლიმპიო“. ნომინაციისთვის “წარმატებული ტელეპროექტი” ჯილდო ოთხ გადაცემას გადაეცა - ტელეშოუს „ავტოგრაფი“, მუსიკალურ პროექტს „რანინა“, გადაცემას „ქალების ნარატივი“ და  თოქ შოუს „ღამის პრაიმ თაიმი“.ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ წლის მოდურ დიზაინერად მანანა მანია დასახელდა, რომლის კოლექციაც ღონისძიებაზე ყველაზე ასევე მოდურმა ქალბატონებმა  ანი ამილახვარმა, თაკო ჭანუკვაძემ, ეკა ჩხეიძემ, ანკა ვასაძემ, ცისანა სეფიაშვილმა, ლელო ჩქარეულმა, ნინო თარხან-მოურავმა და მარინა კახიანმა წარადგინეს.ამავე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ ჯილდო გადაეცა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც „ლალე“-ს შესრულებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. იგივე ნომინაციაში  გამარჯვებულმა ავტორ-შემსრულებელმა ნატო გელაშვილმა შვილებთან ერთად კი მთელი დარბაზი მისი ჰიტით „დეკემბერი“ აამღერა.„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოებულთა სიაში არიან: ციცინო ფუტკარაძე წარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის; კომპანია „აგუნა“ტრადიციული ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის; კონსტანტინე სულამანიძე პლასტიკური ქირუგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მსოფლიო ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთა“ ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის. 2022 წელი პროექტისთვისაც  განსაკუთრებული იყო. ის არსებობის 20 წელს ითვლის და საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.როგორც ყოველთვის, ბრენდად ქცეულ „ქართულ ბრენდის დღეს“ ქართული ელიტის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი ესწრებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია  ქართული ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბრენდ-პერსონას ტიტული ნონა გაფრინდაშვილს მიენიჭა.ღონისძიება 2 საათი გაგრძელდა და კიდევ ერთი ისტორია ჩაიწერა „ქართული ბრენდის დღის ისტორიაში“. 

მსახიობი თამარ სხირტლაძე, ეკა ჩხეიძესთან ერთად სპეტკლიდან - „ეუხენა ბალბოა“

კულტურა 1669465231

Exclusive: „ბოშა ქალმა მითხრა, 82 წლის ასაკში ტანჯვით მოკვდებიო“ - როგორ გადაარჩინა ეკა ჩხეიძემ ლეგენდარული მსახიობი

„ალბათ, იქ ნამდვილად არის თეატრი!“ - გასული წლის23 ნოემბერს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე.ლეგენდარული მსახიობი, 70 წლის მანძილზე, ღირსეულად ემსახურა ქართულ კინოს და თეატრს. ცხოვრებამ ისიც არგუნა, რომ ვერიკო ანჯაფარიძის პარტნიორი და დუბლიორი ყოფილიყო არაერთ სპექტაკლში. სწორედ, ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ, თამარ სხირტლაძემ, პირველმა მოხსნა მისი რეკორდი - 70 წელი სცენაზე.„მოვესწარი, პრაქტიკულად, ყველა მსახიობს, ვინც კი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. ყველასთან ვითამაშე, უშანგი ჩხეიძის გარდა. ბევრის, უშუალო პარტნიორიც ვიყავი, ზოგის - დუბლიორი.უშანგი არ მინახავს სცენაზე, თუმცა საამაყოდ მაქვს, რომ მისი სამსახიობო კურსი, მხოლოდ, ერთხელ შედგა და მე, ჩემი მეუღლე კოტე თოლორაია, თენგიზ მაისურაძე და გივი ვლადიმერაშვილი მისი ყოფილი მოწაფეები ვიყავით“ - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.მსახიობი ეკა ჩხეიძე „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში, ლეგენდარულ მსახიობზე, საინტერესო ისტორიას იხსენებს: „როცა ქ-ნ თამარს, 2004 წელს ერთადერთი შვილი (თაზო თოლორაია) გარდაეცვალა, უმძიმესი მდგომარეობიდან, სწორედ, თეატრმა გამოიყვანა...“2010 წელს, მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა სპექტაკლი - „ეუხენა ბალბოა“, სადაც თამარ სხირტლაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობდნენ.ქ-ნი თამარი, იმ პერიოდში, 81 წლის იქნებოდა. ლევანმა, პიესაში ბევრი რამ შეცვალა და ამიტომ დიდხანს მოგვიწია სპექტაკლზე მუშაობა. მთელი რეპეტიციების განმავლობაში, თამარა სულ იძახდა, ჩქარა დავდგათ, ვერ მოვასწრებ, დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, მალე მოვკვდებიო.მთელი დასი ვაწყნარებდით, ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ განიცდიდა. ერთ დღესაც გაგვანდო ნერვიულობის მიზეზი - 62 წლის რომ ვიყავი, ერთმა ბოშა ქალმა მიმკითხავა და მითხრა, 82 წლის ასაკში, ტანჯვით მოკვდებიო.ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, ყოველ დღე სიკვდილს ელოდებოდა. ამ წლის დადგომის ეშინოდა, ამბობდა  - 82 წლის გავხდები და მოვკვდები, თან ტანჯვითო.- 20 წელი ებრძოდა სიკვდილის შიშს...ასე გამოდის, მთელი 20 წელი, ამ წლის დადგომაზე ფიქრობდა და ნერვიულობდა, რაც ადამიანის ფსიქიკაზე, ძალიან მოქმედებს.რეპეტიციები რომ დავიწყეთ სულ იძახდა - 81 წლის ვარ, ეს ჩემი ბოლო სპექტაკლია, ჩქარა დავდგათო. ყველა აწყნარებდა - „ციგანკას“ როგორ უჯერებ, არაფერი მოხდებაო.ცხონებული გივი ბერიკაშვილი, რომელიც სასწაული იუმორის პატრონი იყო, რომ დაინახავდა - თამარა, შენ კიდევ ცოცხალი ხარო, ეუბნებოდა.ერთ დღეს გამოვუცხადე! - თამარა დეიდა, მერე არ იცი, ამ დროს რა უნდა გააკეთოთ-მეთქი? არ ვიციო, მიპასუხა.შვიდი ტაძარი უნდა მოილოცო და ყველგან, შვიდი სანთელი უნდა დაანთოთ-მეთქი. ეს ყველაფერი, იქვე მოვიგონე, მაგრამ ისე დარწმუნებით ვეუბნებოდი, დაიჯერა და წამიყვანეო მთხოვა.მეც რა თქმა უნდა, დავთანხმდი და წავედით. სამების ტაძრიდან დავიწყეთ და ქაშუეთით დავასრულეთ -  ყველა ტაძარში 7 სანთელს ანთებდა და ლოცულობდა. ასე მოვატარე შვიდი ეკლესია.მოხდა სასწაული, მართლაც მოეხსნა ყველანაირი შიში, მას შემდეგ, 11 წელი იცოცხლა. ისეთი დარწმუნებით ვუთხარი, შიში გაუქრა, თან ყველა ამყვა - როგორ არა, ჩვენც გვაქვს ეგ ამბავი გაგონილიო.იმდენად დამაჯერებელი იყო ჩემი ნათქვამი, მე თვითონაც დავიჯერე. ამის შემდეგ, სულ მეუბნებოდა, შენ ხარ ჩემი გადამრჩენელიო.„ეუხენია ბალბოას“ რომ დანიშნავდნენ, ყველა სპექტაკლის დაწყების წინ გივი ბერიკაშვილი მეუბნებოდა - რა გინდოდა, რატომ აიკიდე ჩემი ცოდვა, რატომ გადაარჩინე, რატომ ატარე ეკლესიებში, ხომ გადავრჩებოდით ახლა ამხელა სპექტაკლის თამაშსო! - რა თქმა უნდა იუმორში, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.- ამბობდნენ, რომ ბოლო დროს, ყველა სპექტაკლის დაწყების წინ, ძალიან ნერვიულობდა...ზოგადად, ყველა სპექტაკლზე ნერვიულობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. სულ მეუბნებოდა, ტექსტი მავიწყდება, ცოტა ადრე მოდი თეატრში, გავიმეოროთო.გივისაც ავიწყდებოდა ზოგჯერ და სცენაზე, პარტნიორები ვკარნახობდით ორივეს. ასაკი საშინელებაა, მაგრამ ამ ორი ადამიანის დუეტი, ეს იყო სასწაული.ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ჩემთან სახლში აღვნიშნეთ და ისე საოცრად იცეკვეს გივიმ და თამარამ, ყველა გაოცებული ვუყურებდით.ძალიან მეგობრული იყო, ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა, ხშირად მირეკავდა და ვჭორაობდით-ხოლმე. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, როცა ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, სწორედ თეატრმა გამოიყვანა მდგომარეობიდან - სამეფო უბნის თეატრში, ახალი სპეტაკლი, სპეციალურად მისთვის დაიდგა - „აქ, ამ სავანეში“, რომ რეპეტიციებზე ევლო.ძალიან ძლიერი ქალი იყო, თავი ხელში აიყვანა, არც ერთ რეპეტიციას არ ტოვებდა, სპექტაკლებსაც თამაშობდა თავისი საქმით ცხოვრობდა.    

ეკა ჩხეიძე

საზოგადოება 1654773208

დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს, მშვიდობით, მა - ეკა ჩხეიძე მამას ემშვიდობება

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი  12:00-15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში  მიმდინარეობდა.მამას მსახიობი ეკა ჩხეიძეც გამოემშვიდობა.„დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს...იქ უმაგრესი მსახიობები გელოდებიან....მშვიდობით,მა...“,- წერს ეკა ჩხეიძე. ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.