1728312638
დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს, მშვიდობით, მა - ეკა ჩხეიძე მამას ემშვიდობება
რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი 12:00-15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარეობდა.
მამას მსახიობი ეკა ჩხეიძეც გამოემშვიდობა.
„დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს...იქ უმაგრესი მსახიობები გელოდებიან....მშვიდობით,მა...“,- წერს ეკა ჩხეიძე.
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.
რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.