დადიანიძის დედა

საზოგადოება • 1790972727

„ჩემი განადგურება მას უნდა, ვისაც არ სურს, რომ გური ვიპოვო...“ - გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით თანადგომისთვის.ახლა, რაც შეეხება ჩემს წარსულს - არავის არაფერი აქვს სათქმელი. არც ფულის, არც სახლის და არც ნაკვეთების გიჟი არ ვყოფილვარ. ბოლო ლუკმა გამიცია და ადამიანებს დავხმარებივარ. რაც ვიშოვე, ისიც იქ დამრჩა და მის ჩამოსატანადაც არ წავსულვარ, რადგან გური დავკარგე.მე მისთვის მინდოდა ყველაფერი და დღემდე ვეძებ. ის მაშავებს, ვისაც ფულზე, სახლსა და ნაკვეთებზე აბოდებს. ჩემი განადგურება მას უნდა, ვისაც არ სურს, რომ გური ვიპოვო და საზოგადოებამ გაიგოს, სად და რა ვითარებაში დაიკარგა.მე მჯერა, რომ გურიმდე მივალ. ვიბრძოლებ ბოლო სუნთქვამდე!გური, ჩემო მონატრებავ, შენამდე მოვალ, დე, და ამას გპირდები!“, - წერს სოფო ბიბილაშვილი.შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

ირაკლი ოქრაძე

საზოგადოება • 1790970843

„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს

გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ირაკლი ოქრაძე, გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ლომისაზე წასვლის ინიციატივა თავად გურამ დადიანიძეს ეკუთვნოდა, რომელიც თავდაპირველად გახარებული და მონდომებული იყო, თუმცა გზაში მისი განწყობა მოულოდნელად შეეცვალა.„...ვისხედით აივანზე, ვლაპარაკობდით და შემოვიდა გურიკა, მოგვიკითხა და დღეს ლომისობაა და რა ვქნათ, არ წავიდეთო? თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა. წავიდა იქ ლაპარაკი, რომ „რა დროს ლომისობაა, დაღამდება ცოტა ხანში“. საღამო იყო, ალბათ 4, 5, 6 საათი... გურიკა იძახის, მანქანას მე მოვიყვან და უცებ მოვაგვარებთ ყველაფერს. სახლიდან გავიდნენ „მარშუტკის“ მოსაძებნად. მოვიდნენ სადღაც ნახევარ საათში და „მარშუტკა“ უკვე მზადაა და გავემზადოთო. ყველანი აქტიურობდნენ - მეც მინდოდა, რატომაც არა, ჩემ მეგობრებთან ერთად წასვლა. ყველა მოვბილიზდით უცებ... თანხა ავაგროვეთ, გოგოებმა სარაჯიშვილის მეტროსთან იყიდეს პროდუქტები, მოვიდა კახა და წავედით, ალბათ 8-ის ნახევარი, 8 საათი იყო. 17 ადამიანი ვიყავით მძღოლიანად.ყველას კარგი განწყობა გვქონდა. გურიკა თავიდან ძალიან მონდომებული იყო, გახარებული, ბედნიერი... მაგრამ რომ წავედით და გზას დავადექით, ხასიათი შეეცვალა... - საერთოდ არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო მისი ხასიათის შეცვლა...“, - ამბობს ირაკლი ოქრაძე.სრულად, ნახეთ ვიდეო:

ირაკლი ოქრაძე

საზოგადოება • 1790884478

„მე ახლა ვიტყვი სიმართლეს...“ - გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე აქამდე უცნობ ფაქტებზე ალაპარაკდა

გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ირაკლი ოქრაძე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს გაასაჯაროებს. გადაცემის, „შენი ამბავი თაიასთან“ ანონსში,  ირაკლი ოქრაძე ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს. „მე ახლა ვიტყვი სიმართლეს... სრულიად გულწრფელი ვარ... რომელ ქვაზეც იძახიან, რომ დამჯდარი დავინახეთო, რატომ გადაწყვიტეს, რომ დამჯდარი დაინახეს, ვერ ვხვდები... მე არ დამინახავს გურიკა იქ დამჯდარი. კახა რომ იძახის - მოვიდეს ერთი ეგ, ცხვირ-პირს დავუმტვრევ თუ რაღაც ამგვარს... ბებია მოუტრიალდა - ცხვირ-პირს დაუმტვრევ არა, ხელსაც ვერ დააკარებო....მამა ეძებდა შვილს, იძახდა მაპოვნინეთო - ისე იძახდა, თითქოს, რაღაც ნივთს ვეძებდით“, - ამბობს ირაკლი ოქრაძე. მის სრულ ინტერვიუს მაყურებელი 2 ოქტომბერს, გადაცემაში ,,შენი ამბავი თაიასთან" იხილავს. შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1790797385

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს:„გურამ დადიანიძის საქმეზე:როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა!სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი!გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს.ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას“.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1789934230

ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს“

გადაცემის „შენი ამბავი“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.„დღეს გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს შევხვდით: მე, ქალბატონი სოფო ბიბილაშვილი და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. მოწმემ დედისა და ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. საკმაოდ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გასაუბრება გვქონდა.გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს და ამ დღეებში მასთან ინტერვიუს ჩაწერაზე შევთანხმდით…ეს ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთანაც და როგორც თავად აღნიშნა, მზად არის, ყველა კითხვას ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს.დანარჩენს, იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ“, - წერს თაია გამთენაძე.

ტარიელ კაკაბაძე

საზოგადოება • 1789498351

„კიდევ ერთხელ მივმართავ ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც...“ - რას წერს ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.„კიდევ ერთხელ მივმართავ ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც, რომ გამოჩნდნენ! მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, დაადგინოს რომელ ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან დაჰყავდა მამიდას გურამი. წარმოუდგენელია, მამიდას არ ახსოვდეს სპეციალისტის გვარი, სახელი ან მისამართი!“ - წერს ადვოკატი.ცნობისთვის, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გადაცემაში „შენი ამბავი“ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები გაასაჯაროვა.სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა ჯუმბერ ბუჩაშვილმა ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გურამი მამიდას ფსიქოლოგთან დაჰყავდა და მოზარდი დანიშნულ წამლებს იღებდა.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1789467643

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია...“ - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს.როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას ჯუმბერ ბუჩაშვილმა მიაწოდა, რომელიც გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.ადვოკატის თქმით, ბუჩაშვილს მასთან შეხვედრისას საქმესთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის, გურამ დადიანიძის ფსიქოლოგთან ვიზიტისა და მისთვის დანიშნული მედიკამენტების შესახებ.„მე შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს. მისი ინიციატივა იყო. ის უძღვებოდა სამძებრო საქმეს. როდესაც შევხვდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. მათ შორის, ისიც, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა. მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი წამლებს იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეკითხვები“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.ადვოკატის ინფორმაციით, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგსა და ფსიქიატრზეც არის საუბარი, ასევე ნახსენებია მედიკამენტები, რომლებსაც, მისი თქმით, ახალგაზრდა იღებდა.კაკაბაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიმართეს მოთხოვნით, დადგინდეს იმ ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ვინაობა, რომლებიც გურამს პირადად ხვდებოდნენ.მისივე თქმით, სურთ, რომ ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ და მათთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან, ადვოკატის შეფასებით, შესაძლოა, ამ ინფორმაციამ გამოძიება ახალი კვალისკენ მიიყვანოს.ტარიელ კაკაბაძე ასევე საუბრობს ჯუმბერ ბუჩაშვილის მიერ სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის პერიოდზე. მისი თქმით, ბუჩაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში გურამის ოჯახის წევრებთან, მათ შორის სოფოსთან, კომუნიკაციაც ჰქონდა.ადვოკატის შეფასებით, კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოძიება მაშინვე არ დაწყებულა და, მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სამი წლის შემდეგ დაიწყო.„როცა თვენახევარში სამძებრო საქმე დასრულდა, რატომ მაშინვე არ დაიწყეს გამოძიება და რატომ დაიწყეს სამ წელში? ეს მაფიქრებინებს, რომ, სავარაუდოდ, გავლენიან პირებს საგამოძიებო ორგანო მფარველობდა. მერე მოიგონეს მეწყერის ვერსია და მიჩქმალეს ეს საქმე“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ნინო დადიანიძე

საზოგადოება • 1789417821

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ დატოვა. ინფორმაციას გადაცემაში „შენი ამბავი“ კლინიკის დირექტორი ადასტურებს და განმარტავს, რომ განცხადება ქალმა თავად დაწერა და მიზეზი არ დაუსახელებია.„ჩვენთან ნამდვილად აღარ მუშაობს. საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვეა, დაწერა განცხადება და წავიდა. მიზეზი არ დაუსახელებია. თავს არ გრძნობდა კარგად, შვებულება სრულად გამოიყენა და მერე წავიდა. დიდი ხანი მუშაობდა ჩვენთან, სავარაუდოდ, 12 წელი იქნება“, - ამბობს კლინიკის დირექტორი. ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ერთ თვეში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.საქმის ირგვლივ ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები.

დადიანიძის დედა

საზოგადოება • 1789415567

გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„თუ გურიკა ცუდათაა ან კომაშია გთხოვთ და გემუდარებით მიმიყვანეთ მასთან ჩემი ერთი სიტყვა გურისთვის თვალის გახელაა. გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ გემუდარებით გული არ გაქვთ. ნუ სტანჯავთ იქ. გურის და აქეთ მე“შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1788942699

ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი - თემაზე ტიკტოკერი ელენიკო რუხაძე საუბრობს.„გურიკას ამბავზე რამდენიმე სიახლით დაგიბრუნდით. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამეს იყო იქ სხვა მოწმეებთან ერთად. გვითხრა, რომ ლომისაზე ასვლა 3-4 კვირით ადრე იყო დაგეგმილი. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ როდესაც ანო გელაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი სპონტანურად დაიგეგმა, ნახევარი საათით ადრე, სიცრუეა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მოწმეს საერთოდ არ უნახავს გურიკა და მისი დაკარგვის შესახებ გაიგო გამთენიისას. რამდენჯერმე ავედი მოსაძებნადო და 1-2 კვირა სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.აქ ისმის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, საერთოდ ვინმე არსებობს, ვისაც ლომისაზე გურიკა ჰყავს ნანახი?! იმიტომ, რომ ამას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა მოსდევს, საერთოდ იყო თუ არა გურიკა ლომისაზე ასული იმ დღეს. ეს ფოტო იქნებ ასვლამდეა გადაღებული მტკიცებულების სახით და მერე ქრება?! ასევე, ერთი სიახლეა კიდევ ის, რომ. ბუჩაშვილი ადვოკატს თავისი სურვილით შეხვდა. რაც მისი მხრიდან ძალიან დადებითი ნაბიჯია. ჩვენც ეგ გვინდა, რომ ყველა გამოხვიდეთ და თქვათ სიმართლე. ბუჩაშვილმა ძალიან ბევრი სიახლე და დეტალი გაუზიარა ადვოკატს. ჯუმბერ ბუჩაშვილიც გამორიცხავს გურიკას ლომისაზე დაკარგვას.კიდევ ერთი სიახლე - გურამის მამიდა, როგორც ვიცით, მუშაობდა კლინიკაში და წამოსულა. მაინტერესებს, რატომ წამოვიდა, სადაც 12 და მეტი წელი მუშაობდა. რაღა მაინცდამაინც ახლა წამოვიდა?! თუ ტიკტოკზე, ვინმეს ლაივში შემოვა, ჰკითხეთ,“ - ამბობს ელენიკო რუხაძე.ნახეთ ვიდეო ↓ @foxy_eleniko Replying to @keto_machavariani6 ♬ original sound - 𝓡𝓸𝓷 𝓦𝓮𝓪𝓼𝓵𝓮𝔂 - Alexander Hamilton

გურამ დადიანიძე

სამართალი • 1788120522

ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები... - გურამ დადიანიძის ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს. ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია და დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.უფლებადამცველის თქმით, ექსპერტიზის შედეგებისა და გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხების მიღების შემდეგ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს როგორც უკვე გამოკითხული პირების ხელახალი დაკითხვა, ისე ახალი მოწმეების გამოკითხვა.„გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს.მსურს მოგახსენოთ, რომ დაზარალებულის ადვოკატებმა ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები.გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები. ასევე დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხის მიღებასა და ექსპერტიზის ჩატარებას სჭირდება შესაბამისი დრო. აღნიშნულის შემდეგ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს პირთა ხელახალი გამოკითხვა ან სხვა პირთა გამოკითხვა.საზოგადოებისგან მუდმივად ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ყველა ამ ინფორმაციას ვუგზავნით საგამოძიებო ორგანოს.მთელი ეს დღეები ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოვითხოვთ გამოძიებისგან ეფექტურ მუშაობას.კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო 12 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც- გურამის დაკარგვის პირველივე დღეებში!მყისიერად ჩასატარებელია რამდენიმე სხვა საგამოძიებო მოქმედება, რის შესახებაც ჩვენი მოთხოვნა გამოძიებას დავუფიქსირეთ.მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.ამ საქმის მიჩქმალვა არის წარმოუდგენელი. თვეები და წლებიც რომ დაგვჭირდეს, არ გავჩერდებით მანამ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა!P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ გამოვკითხო მოწმეები, ბორკილები დავადო პირებს და ა.შ.ამ ადამიანთა გასაგონად მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულის ადვოკატს არ აქვს მოწმეთა გამოკითხვის, ინფორმაციის გამოთხოვისა და პირთა დაკავების უფლება.სისხლის სამართლის საქმეს საქმეს იძიებს საგამოძიებო ორგანო.ჩვენ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებისთვის, შემდეგ კი გადამოწმებისთვის გამოძიებას სჭირდება გარკვეული დრო. ბოდიშს გიხდით, რომ უფრო მეტ დეტალს დღეის მდგომარეობით ვერ ვასაჯაროებთ. საზოგადოება ჩვენგან პერიოდულად მიიღებს ინფორმაციას იმ რეჟიმში და იმ მოცულობით, რაც გამოძიებას ხელს არ შეუშლის. მადლობას გიხდით, რომ გვერდით გვიდგახართ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში!“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

გოგა მანია

საზოგადოება • 1787687583

გოგა მანია გურამ დადიანიძეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წლების წინ გაუჩინარებულ ორ პირზე საუბრობს.„25.08.2026 ჩემი სათქმელი, წლების წინ გაუჩინარებულ ბიჭთან და გოგონასთან დაკავშირებით… ბიჭი შემთხვევით შემოაკვდათ და მერე გააქრეს მისი გვამი.ბევრს მოეკითხება პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. (ბევრმა ახლობელმა იცის სიმართლე და უმალავენ შვილმკვდარ დედას) ხოლო რაც შეეხება გოგონას, რომელიც 13 წლის გაუჩინარდა, ის განზრახ არის მოკლული! ვწუხვარ ძალიან. უფალო გადმოგვხედე. დაე, მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“, - წერს გოგა მანია. 

✕