„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა...“ - რას წერს ჟურნალისტი

გურამ დადიანიძე

ჟურნალისტი თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის საქმეზე მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ბოლო დღეებში არაერთი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. მისი თქმით, გამოძიების მიმართ კითხვები სულ უფრო იზრდება.

გამთენაძე საზოგადოებას ახალ განცხადებებსა და დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში ჰპირდება.

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ვიცი, გამოძიებას სჭირდება დრო, რომ შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს, თუმცა დრო გადის, კითხვები იმატებს, პასუხები კი ჯერ არ ჩანს…

ვიღაცები ისევ ბინძურ თამაშებს თამაშობენ. ხელწერა ისევ ძველია. თუმცა ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს, სოფო მარტო აღარ არის. მას ჩვენ, მთელი ქვეყანა ვუდგავართ გვერდით!

ეცდებით ისევ საქმის ჩაფარცხვას? საქმე სტრასბურგამდე მივა!

მალე ამ თემაზე კიდევ ერთ გადაცემას გავაკეთებ. ვიცი, ელოდებით და აუცილებლად გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ხელმისაწვდომია.

არც გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით, სანამ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და გურამი არ იქნება ნაპოვნი!
ამ დღეებში არაერთი უცნაური რამ მოხდა ,ყველაფერზე მალე ვისაუბრებთ!“ - წერს თაია გამთენაძე.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება.  

✕