საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1794167915
12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის დედა, სოციალურ ქსელში მორიგ მიმართავს ავრცელებს.
„ისე საშინლად ვარ, ვაიმე, გური. ვერა, ვერ ვაპატიებ ვერავის ასე განადგურებას. ასე როგორ მომექეცით, ასე როგორ გამინადგურეთ სული. დავიღალე, ცრემლი გამიშრა, ხალხო. ვინ ხარ შენ, ვინ. ვინ მოგცა ამის უფლება. გური, დეე, მოვალ შენამდე“.- წერს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება.