1792094214
VIDEO: „ჩემთვის დაუჯერებელი იყო...“ - რას ჰყვება გურამ დადიანიძის ბიძა
გურამ დადიანიძის ბიძა გადაცემის, „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარია. კახა დადიანიძე საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
„გურიკას დაკარგვის ამბავი გავიგე ჩემი დისგან, მან დამირეკა... ჩემთვის დაუჯერებელი იყო მაშინვე...
სანამ ლომისობაზე წავიდოდა, 3-4 დღით ადრე ვნახე. ლომისობაზე რომ უნდა წასულიყო, ეგ ვიცოდი.
რომ იძახიან, ცოცხალიაო, თუ ცოცხალია, რაღაცა იციან...
მაგრად მიყვარდა და მაგრად ვუყვარდი.
...მე ერთადერთი, გურიკას გამოჩენა მინდა, მეტი არაფერი და სიმართლე მინდა გავიგო“, - ამბობს კახა დადიანიძე. მის სრულ ინტერვიუს მაყურებელი 16 ოქტომბერს, გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ იხილავს.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.









