გოგა ლენუკა

ტაბლოიდი 1697703403

„როგორ მიშლიდა ნერვებს...“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე გოგა ჯაბაურზე

„პრაიმ ჰაუსის“ ოთხივე სეზონის ისტორიაში რამდენიმე მონაწილეს ერთმანეთის მიმართ გარკვეული სიმპათია გაუჩნდა, თუმცა, ურთიერთობა არ განვითარდა. ერთ-ერთი ასეთი წყვილი ლენუკასი და გოგასია. მიუხედავად იმისა, რომ გოგამ აღიარა ლენუკას მიმართ ლტოლვა, მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.თუმცა, როგორც ახლა ლენუკას „სთორიდან“ ვიგებთ, მეორე სეზონის მონაწილეები საბოლოოდ, მეგობრებად დარჩნენ.ასევე ნახეთ:„ეს იქნება მასზე ბოლო კომენტარი, ვიკი არასდროს მყვარებია“ - რა გაუმხილა გამომწერებს გიორგი პაპავამVIDEO: „როდესაც ძალიან ცუდად გრძნობ თავს...“ - რა კადრებს აქვეყნებს თი მაჭავარიანირა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი ფილადელფიიდან

ჯაბაური

ტაბლოიდი 1692953700

გოგა ჯაბაური მალტადან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - ნახეთ, ვიდეო

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, გოგა ჯაბაური მალტაზე იმყოფება. მისი თქმით, მალტაზე ის საინტერესო პროექტს იწყებს.„მიიღეთ მონაწილეობა „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონში, რომელიც უნდა იყოს გრანდიოზული და ძალიან ძალიან მაგარი. ეს პროექტი არის შენი თავის ზრდისთვის და რეალიზებისთვის“,- ამბობს გოგა. ასევე ნახეთ:„გული გამეყინა... როგორი გასაძლები იქნება ამხელა სიცარიელე“ - გიორგი დუდაშვილის ცოლს და 3 შვილს ქვეყანა გლოვობს„გაუძელი, ძმაო, ისინი ამას ისურვებდნენ, სურვილის გამოხატვა რომ შეეძლოთ. ახლა ყველა სიტყვა უძლურია...“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტირა არის ცნობილი იმ თვითმფრინავზე, რომელშიც პრიგოჟინი იმყოფებოდა

goga

ტაბლოიდი 1681248744

"ლენუკას ვთხოვე, გავჩერდეთ და როცა გარეთ გავალთ, მერე გავარკვიოთ-მეთქი. გარეთ გასვლის შემდეგ კი..." - გოგა ჯაბაური პირადსა და გეგმებს გვიმხელს

"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე გოგა ჯაბაური უცხოეთში გამგზავრებას გეგმავს. "პრაიმტაიმს" უმხელს იმასაც, რომ თავის სამ შვილს, კიდევ სამს მიუმატებს, თუმცა მისი მეხუთე ცოლი ქართველი არ იქნება. პირადზე საუბარს გაურბის, ლენუკა ყიფშიძესთან ურთიერთობას კი მეგობრობას არქმევს და ამბობს, რომ მათი ფლირტი პროექტში დასრულდა.გოგა ჯაბაური: "პრაიმ ჰაუსს" არ ვუყურებ. არც პირველს ვუყურებდი, არც მეორეს და არც მესამეს. დრო არ მაქვს. მონაწილეობისთვის გამოვყავი დრო და იქ დისტანციურად ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ჩავგეგმე და ისე შევედი პროექტში. ლენუკასთან? ვმეგობრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფლირტი? ერთად ვერ ვიქნებოდით. იქ მოხდა კონკრეტული ფაქტი და ამიტომ. როდესაც მე გურამ შეროზია დავსვი სკამზე, ლენუკასგან პროტესტი მივიღე, არ მოსწონდა რაღაც-რაღაცები. მაშინ მე ვთხოვე, გავჩერდეთ და როცა გარეთ გავალთ, მერე გავარკვიოთ-მეთქი. ანერვიულებული ჩემს წინააღმდეგ წამოვიდა. გარეთ გასვლის შემდეგ კი ვმეგობრობთ. ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს ღონისძიებებზე. სამ თვეში იმდენი საქმე დამიგროვდა, რომ დრო აღარ მაქვს. ამიტომ ხანდახან გადავეკვეთებით ხოლმე ერთმანეთს. ძალიან ინტენსიური ცხოვრება მაქვს. მოვედი, ხალხს თავი გავაცანი, ვარსებობ სოციუმში, შემიძლია დაგეხმაროთ, კონტაქტზე ვარ-მეთქი და წავედი... წავედი და ჩემს საქმეს ვაგრძელებ.პირადი? არც არასდროს ვასაჯაროვებდი და არც ახლა გავასაჯაროებ. ჩემთვის ჩემი სივრცე და სიწმინდე ხომ უნდა დავიტოვო. შანსი არ არის საჯაროდ შევეხო. თვალი რომ არ ეცეს. ისედაც ამდენი ქორწინება მქონდა (იცინის). ოთხი! ეს ისედაც იცის ყველამ. პროექტის შემდეგ ესპანეთსა და იტალიაში ვიმოგზაურე. ევროპაში დიდი მიგრაციაა და ვერ ნახავ ადგილობრივ ადამიანს, რომელიც გაგიწევს სერვისს, რომლისგანაც რაიმეს ისწავლი. გადამიქსულია ყველაფერი. მოკლედ, ისეთ ევროპას ვერ ნახავ, რომელიც იყო ათი წლის წინ. მე ვმართავ ბარის დეპარტამენტს და ვქმნი პროექტებს, სრულ პაკეტს ბარ-რესტორნებისთვის. გაგიმხელთ, რომ ვაპირებ გავემგზავრო ან ამერიკაში ან კანადაში. ჩემს სფეროში მაქვს საინტერესო შემოთავაზებები და განვიხილავ. დიდი ხანია ვმოგზაურობ და ვბოდიალობ. დიდი პოტენციალის მქონე ერი ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ. მე ჩემი გამოცდილებითა და IQ-ს გამოყენებით მივდივარ და არა რიგით მუშად სამუშაოდ.ყაზახეთში 30 პროექტი მაქვს გაკეთებული, ყირგიზეთში ოთხი, უზბეკეთში - ორი. დანარჩენი საქართველოში. ბოლო წლები კონსულტაციას ვუწევ. რამდენიმე თვეში გავემგზავრები, ალბათ. ან ახალი ორლეანი ან ტორონტო და ან... არ ვიტყვი, კანადის მეორე ქალაქს. თვალი არ მეცეს. იქ მაქსიმუმ ხუთი წელი დავყოფ. ჩვენთან ინვესტორები რესტორნის ბიზნესის განვითარებას არ ცდილობენ. არადა, ყველაზე დიდი პლატფორმაა, სადაც ახალგაზრდას თავისი რესურსით შეუძლია ფულის შოვნა. დიდი შემოსავლის წყაროა. რიგით მუშაკს, თუ პროექტი ნორმალურად მუშაობს, შეუძლია ათასიდან ორი ათას დოლარამდე იშოვოს. სამი ათასი ლარი ცოტა არ არის საქართველოში, სადაც ადამიანს დროც რჩება, რომ თავისი ცხოვრებაც მართოს. ასე რომ, მინდა ჩემს თავში ინვესტიცია ჩავდო, ახალი გამოწვევა დავუსახო თავს და გამოცდილება გამდიდრებული დავუბრუნდე სამშობლოს, რომ მერე აქ ჩემი ცოდნა მოვახმარო ქვეყანას. იქაც მივიღებ რეალით შოუში მონაწილეობას, მათ შორის, კულინარიულ შოუებშიც. ძალიან მომწონს. ქართულ სამზარეულოს წარვადგენ. ყველა ქართულ კერძს ვამზადებ. ასევე გურმანის დონეზე ვამზადებ იტალიურ, ფრანგულ, აზიურ კერძებს. საერთოდ პატრიოტი ტიპი ვარ. ქართველი რომ ვარ, მე ეს მისწორდება. ათი წელი გავატარე ემიგრაციაში და მივხვდი, რომ შემიძლია სოციუმისთვის სასარგებლო ადამიანი ვიყო. არა მხოლოდ იმაზე ვიზრუნო, რომ მე ვიყო კარგად. შენს ირგვლივ რომ ხალხს სტკივა, იქ შენც გტკივა. ამ დროს უნდა იფიქრო, რით შეგიძლია დახმარება და მათთვის რაიმეს გაკეთება. ერთი ათი წელიც და... ბიზნეს-სექტორს განვავითარებ. ახალგაზრდებს მივცემ საშუალებას თავის თავს მისცენ რაიმეს გაკეთების საშუალება. გეგმები გაგანდეთ. სხვა რა გითხრათ. სამი შვილი მყავს და კიდევ ერთი მაგდენს დავამატებ. ღმერთმა ჯანმრთელობა და რესურსი მოგვცეს. ქართველთან ორი ვაჟკაცი მყავს. ახლა მინარევიც გავაკეთოთ (იცინის). პროგრესამდე ხომ უნდა მივიდეთ. ვნახოთ. 

შეროზია და ჯაბაური

ტაბლოიდი 1675839510

VIDEO: „ფარისეველი იყავი და ხარ“ - დაპირისპირება გურამ შეროზიასა და გოგა ჯაბაურს შორის

„ფარისეველი იყავი და ხარ“ - დაპირისპირევა გურამ შეროზიასა და გოგა ჯაბაურს შორის

ბაგირა

ტაბლოიდი 1675142220

„ზოგიერთივით არ ჩავიდე ჯიბეში და მეგობარი გზის ფულის გარეშე არ დავტოვე...“ - რას წერს ბაგირა

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეები, გოგა ჯაბაური და დეა ხიდაშელი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც ფულადი პრიზი გადაეცათ. მოგვიანებით, ბაგირამ დაწერა, რომ მოგებული თანხა გაიყვეს, განსხვავებით სხვა შემთხვევისგან.„მოგებული თანხა, რა თქმა უნდა, გავიყავით! (ზოგიერთივით არ ჩავიდე ჯიბეში და მეგობარი გზის ფულის გარეშე არ დავტოვე, ახლა რომ პირად მიმოწერაში დგახარ და მორალს მიკითხავ, თან მემუქრები!)“, - წერს დეა ხიდაშელი.„პრაიმტაიმი“ ბაგირას დაუკავშირდა. თუმცა, მან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განმარტა, რომ მალე ყველაფერს შევიტყობთ.

გურამი და სალომე

ტაბლოიდი 1675105838

,,ჩემი მხარდაჭერა ამ ძლიერ გოგოს - ველი, როდის მოიხდის გოგა ბოდიშს" - რას წერს გურამ შეროზია

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სალომე ბარათაშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გოგა ჯაბაურს, ერთ-ერთ გადაცემაში გაჟღერებული სიტყვების გამო, სალომესთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.,,პროექტი დამთავრდა, აღარც კონკურენტები ვართ, არც დახურულ სივრცეში - ჩვენი აფეთქება და "დაცურება" სტრესს რომ დავაბრალოთ, არც ვერჩით ერთმანეთს...ამიტომ ორმაგად და მართლა გაოცებული ვარ, რაც ხდება სალომეს წინააღმდეგ აგორებულ ამბებზე და კიდევ უფრო ის მაოცებს, ასე ღირსეულად როგორ იტანს, ყოჩაღ :))მეტი არავის ვახსენებ, რაკი პრაიმ ჰაუსელებთან ან ვმეგობრობ, ან ვდისტანცირდები და შორიდან ვგულშემატკივრობ. წაკიდების და ნეგატივის დრო არაა, მხოლოდ ბედნიერება უნდა იყოს გარშემო!ჩემი მხარდაჭერა ამ ძლიერ გოგოს, ყველა, ვინც ბილწსიტყვაობს და "პლინტუსზე" დაბლა ფორთხავს - ამით მხოლოდ საკუთარ სახეს ავლენს, არ იდარდო, ყველა ყველაფერს ვხედავთ.ველი, როდის მოიხდის გოგა ბოდიშს, მისთვისვე იქნება კარგიწარმატებები ყველას და შეგახსენებთ: დამთავრდა პრაიმ ჰაუსი, დაამთავრდაა, ბინა მე წავიღე, უფრო სწორად ჰაერი, შესაბამისად არც არაფერი გაქვთ გასაყოფი, შერიგდიიით, ან გაიარეთ თქვენს გზებზეე, ვააჰ", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.

გოგა ჯაბაური

ტაბლოიდი 1675105339

„ერთ-ერთ მონაწილესთან ინტიმური ურთიერთობა მქონდა“ - რას ამბობს გოგა ჯაბაური

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონიდან, რომელ მონაწილესთან გექნებოდა ინტიმური ურთიერთობა? - ბაგირას ამ კითხვას გოგა ჯაბაურმა შემდეგნაირად უპასუხა:„მქონდა უკვე და ამას ახლა არ ვიტყვი. ვერაფერს ვიტყვი, მე ეგეთი რაღაცები არ მიყვარს. მქონდა, ვისთან მქონდა, ეს უკვე ჩემი საცვლების დეტალია. კარგად დაფიქრდი, მიხვდები“, - თქვა გოგა ჯაბაურმა.

გურამი გოგა

ტაბლოიდი 1675096442

VIDEO: ,,გულის ამრევია ეს ყველაფერი..." - რატომ უპირისპირდება გურამ შეროზია გოგა ჯაბაურს

მიუხედავად იმისა, რომ „პრაიმ ჰაუსი“ 1 თვეა დასრულდა, მონაწილეები ერთმანეთთან დაპირისპირებას მაინც ახერხებენ. ერთ-ერთ გადაცემაში გოგა ჯაბაურის განცხადებამ გურამ შეროზიას გაღიზიანება გამოიწვია.„უყურეთ ამ ვიდეოს და იცოდეთ, როგორი არ უნდა იყოს კაცი და ზოგადად ადამიანი. აი, ყურებს ვერ ვუჯერებ, გულის ამრევია ეს ყველაფერი. სალომე ამით არ მცირდება, ყოველთვის იდგა ამ მარაზმზე მაღლა, ახლა კიდევ უფრო მაღლა დგას და სულ ასე იქნება.“ - წერს შეროზია და გადაცემიდან ეპიზოდს აქვეყნებს. ↓

გოგა ჯაბაური

ტაბლოიდი 1674816645

-15-გრადუსიან ყინვაში ფეხით დავდიოდი, რომ ჩემი რეზიუმე ყველა დაწესებულებაში დამეტოვებინა... - გოგა ჯაბაური ოთხ ქორწინებასა და კარიერაზე

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილის, გოგა ჯაბაურის ირგვლივ ინტერესი არ წყდება. თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ ამჯერად ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:- 17 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა - მის მშობლებს არ მოვწონდი, რადგან მდიდარი ოჯახის შვილი არ გახლდით... ცხოვრებაში ბევრი რამის ამბიცია მქონდა: მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ისეთ რამეს ვყიდულობდი, რასაც ერთი შეხედვით, ვერ ჩაიცვამდი - არ მოგეწონებოდა, მაგრამ ისე გადავაკეთებდი ხოლმე, რომ სამოსს კარგ იერს ვაძლევდი. თან, თბილისის ერთ-ერთ სამკერვალოში ტანსაცმლის დიზაინს ვსწავლობდი, რადგან მკერავების ლოდინი მომბეზრდა, როდის გადააკეთებდნენ ჩემს დატოვებულ სამოსს. გადავწყვიტე, თავად მესწავლა... მოკლედ, რჩეულის მშობლებმა დამიწუნეს, რადგან ცხოვრებაში არაფერი გამაჩნდა, მაგრამ არა უშავს... მიმაჩნია, რომ ოჯახის შექმნისას ადამიანმა დრო არ უნდა დაკარგო: თუ ერთმანეთი მოგწონთ, ჯობია, ჩამოყალიბდეთ, გარკვეული დეტალები "გაიაროთ" - ცხოვრებაში რა გინდათ, ერთმანეთს ენდოთ და დაოჯახდეთ. ჩემმა პირველმა ქორწინებამ მცირე ხანს - 9 თვეს გასტანა. შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, მეუღლის მშობლებისგანაც მხარდაჭერა რომ გვეგრძნო... მეორე ქორწინებას რაც შეეხება, იმ ადამიანს ბევრი წელი ვიცნობდი, ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაგვიჩნდა და დრო აღარ დავკარგე... მერე, როცა ურთიერთობა ტოქსიკურობამდე მიდის - კარიერისტი ადამიანი შენს კარიერას და ცხოვრებას შენში კლავ, ასეთ დროს ჯობია, ურთიერთობა კარგად დაასრულო და შენი ყოფილი მეუღლე გიყვარდეს, როგორც ადამიანი. უბრალოდ, სასიყვარულო ურთიერთობა ვეღარ გექნებათ. ერთმანეთს შეუღლებიდან 4 წლის მერე დავშორდით. ტყუპი ბიჭი გვყავს. 9 წლის, ულამაზესი ბავშვები არიან, მაგრამ მათ ფოტოებს არასოდეს ვასაჯაროებ: როცა გაიზრდებიან, თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა, რომ მაგალითად, ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ. მათით ვცხოვრობ... ბიჭები რომ შეგვეძინა, 19-20 წლის ვიყავი. დილის 8 საათიდან მშენებლობაზე ვმუშაობდი, საღამოს კი - ბარში. კარგ შემთხვევაში, დღე-ღამეში 4-5 საათი მეძინა. რთული იყო, მაგრამ როცა 2 მცირეწლოვანი შვილი გყავს, ოჯახს მაქსიმალურად უნდა დაეხმარო. იმ პერიოდშიც საკმაოდ ბევრ ფულს ვშოულობდი... შემდეგ ბევრს ვმოგზაურობდი: სიამოვნებისთვის, გამოცდილების მისაღებად, სამუშაოდ... აზიაში რომ ჩავედი, იქ არავის ვიცნობდი. თავდაპირველად ყაზახეთში ვიყავი. იმ დროს საქართველოში, ბარის ინდუსტრიაში ცუდი ტიპი არ გახლდით. მენეჯმენტის გამოცდილებაც მქონდა, მაგრამ დიდ პროექტზე მუშაობის - არა. ამ საქმეს უკვე აზიაში შევერკინე. პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ქალაქი გავიცანი; გავერკვიე, რა ხდებოდა ბარის ინდუსტრიაში... -15-გრადუსიან ყინვაში ფეხით დავდიოდი, რომ ჩემი რეზიუმე ყველა დაწესებულებაში დამეტოვებინა. მალე სამუშაოდ მაგარი პროექტი ავიღე: ერთ-ერთი ფრანგული ღვინის სახელობის რესტორნის ბარის დეპარტამენტს მენეჯერი სჭირდებოდა... ნახევარი წლის მერე, საინტერესო ქალბატონი გავიცანი, რომელიც ძალიან მომეწონა. ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ დავოჯახდით... ჩვენი განშორების მიზეზი ის იყო, რომ აბორტი გაიკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია. მას მერე ურთიერთობა გაგვიფუჭდა. ქორწინების შენარჩუნებას შევეცადე, მაგრამ საკუთარ თავთან ვერ ვიბრძოლე... თუ ადამიანი გიყვარდა, მას ცუდად ვერ მოექცევი - გაუშვებ და დაემშვიდობები... საქართველოში 2017 წელს დავბრუნდი - "ჯემ ფესტზე" მომიწვიეს. პროექტი წარმატებულად განვახორციელე და 1 თვეში ყაზახეთში დავბრუნდი. ერთ-ერთ საღამოზე ძალიან მაგარი გოგო გავიცანი. გაცნობიდან ნახევარი წლის განმავლობაში ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. შემდეგ გარკვეული დრო ერთად ვიცხოვრეთ და მივხვდით, ერთად ყოფნა მოგვწონდა - კიდევ ერთხელ დავქორწინდი... ჩვენი გოგონა თბილისში დაიბადა, ახლა აზიაშია... მე და ჩემი, ამჟამად უკვე ყოფილი მეუღლე წელიწად-ნახევრის წინ დავშორდით - ორივე კარიერისტები ვართ. ურთიერთობა ტოქსიკურობაში რომ გადაიზარდა, გადავწყვიტეთ, ჩვენი კამათებით ბავშვი არ გვეწვალებინა... ვისთანაც შვილები მყავს, ყველასთან ვმეგობრობ, რადგან საერთო იდეა გვაქვს: ბავშვები კარგად იყვნენ და რაც ჩვენთვის ვერ შევძელით, შვილებისთვის გავაკეთოთ...

გოგა ჯაბაური

ტაბლოიდი 1674068339

,,ძალიან მალე, ყველანი ნახავთ..." - რა ხდება გოგა ჯაბაურის ცხოვრებაში ,,პრაიმ ჰაუსის" შემდეგ

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მონაწილე, გოგა ჯაბაური, პროექტის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს უყვება, თუ რა შეცვალა მის ცხოვრებაში ,,პრაიმ ჰაუსმა".,,ძალიან ძალიან გამაძლიერა ნებისყოფაში, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შემძინა, ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარა ჩემს ირგვლივ. პოპულარობა რა თქმა უნდა გამეზარდა, 50-70%-ით. ძალიან საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებები წამოვიდა, რასაც ძალიან მალე ყველანი ნახავთ და რაც მთავარია, თქვენთან ყოფნა... რომ ერთად ვართ, აზრს ვაზიარებთ და ერთმანეთს ვაძლევთ ბიძგს, რომ ვიყოთ საუკეთესოები", - ამბობს გოგა ჯაბაური. ნახეთ, ვიდეო

გოგა გურამ

ტაბლოიდი 1672035360

რა რეაქცია ჰქონდა გოგა ჯაბაურს, როცა გურამ შეროზია ფინალში გადავიდა

„პრაიმ ჰაუსში“ სამი ფინალისტი დასახელდა. ესენია: გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძე და თამაზ ლოხიშვილი. მაშინ, როცა წამყვანებმა აუტსაიდერების სკამიდან გურამი ააყენეს, ფინალისტების სკამზე გოგამ ის არ დასვა.გურამმა ეს შემდეგნაირად შეაფასა: - „მე ვერ გამეცინა "იუმორის" ამ ლეველზე, თქვენ?“

ლენუკა და გოგა

ტაბლოიდი 1671817937

VIDEO: ,,რატომ ხარ უზრდელი?!" - ლენუკა და გოგა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

,,პრაიმ ჰაუსში" დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს ლენუკა ყიფშიძე და გოგა ჯაბაური დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი, ნახეთ ვიდეოში