პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე გოგა ჯაბაური უცხოეთში გამგზავრებას გეგმავს. "პრაიმტაიმს" უმხელს იმასაც, რომ თავის სამ შვილს, კიდევ სამს მიუმატებს, თუმცა მისი მეხუთე ცოლი ქართველი არ იქნება. პირადზე საუბარს გაურბის, ლენუკა ყიფშიძესთან ურთიერთობას კი მეგობრობას არქმევს და ამბობს, რომ მათი ფლირტი პროექტში დასრულდა.
გოგა ჯაბაური: "პრაიმ ჰაუსს" არ ვუყურებ. არც პირველს ვუყურებდი, არც მეორეს და არც მესამეს. დრო არ მაქვს. მონაწილეობისთვის გამოვყავი დრო და იქ დისტანციურად ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ჩავგეგმე და ისე შევედი პროექტში.
ლენუკასთან? ვმეგობრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფლირტი? ერთად ვერ ვიქნებოდით. იქ მოხდა კონკრეტული ფაქტი და ამიტომ. როდესაც მე გურამ შეროზია დავსვი სკამზე, ლენუკასგან პროტესტი მივიღე, არ მოსწონდა რაღაც-რაღაცები. მაშინ მე ვთხოვე, გავჩერდეთ და როცა გარეთ გავალთ, მერე გავარკვიოთ-მეთქი. ანერვიულებული ჩემს წინააღმდეგ წამოვიდა. გარეთ გასვლის შემდეგ კი ვმეგობრობთ. ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს ღონისძიებებზე. სამ თვეში იმდენი საქმე დამიგროვდა, რომ დრო აღარ მაქვს. ამიტომ ხანდახან გადავეკვეთებით ხოლმე ერთმანეთს. ძალიან ინტენსიური ცხოვრება მაქვს. მოვედი, ხალხს თავი გავაცანი, ვარსებობ სოციუმში, შემიძლია დაგეხმაროთ, კონტაქტზე ვარ-მეთქი და წავედი... წავედი და ჩემს საქმეს ვაგრძელებ.
პირადი? არც არასდროს ვასაჯაროვებდი და არც ახლა გავასაჯაროებ. ჩემთვის ჩემი სივრცე და სიწმინდე ხომ უნდა დავიტოვო. შანსი არ არის საჯაროდ შევეხო. თვალი რომ არ ეცეს. ისედაც ამდენი ქორწინება მქონდა (იცინის). ოთხი! ეს ისედაც იცის ყველამ.
პროექტის შემდეგ ესპანეთსა და იტალიაში ვიმოგზაურე. ევროპაში დიდი მიგრაციაა და ვერ ნახავ ადგილობრივ ადამიანს, რომელიც გაგიწევს სერვისს, რომლისგანაც რაიმეს ისწავლი. გადამიქსულია ყველაფერი. მოკლედ, ისეთ ევროპას ვერ ნახავ, რომელიც იყო ათი წლის წინ.
მე ვმართავ ბარის დეპარტამენტს და ვქმნი პროექტებს, სრულ პაკეტს ბარ-რესტორნებისთვის. გაგიმხელთ, რომ ვაპირებ გავემგზავრო ან ამერიკაში ან კანადაში. ჩემს სფეროში მაქვს საინტერესო შემოთავაზებები და განვიხილავ.
დიდი ხანია ვმოგზაურობ და ვბოდიალობ. დიდი პოტენციალის მქონე ერი ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ. მე ჩემი გამოცდილებითა და IQ-ს გამოყენებით მივდივარ და არა რიგით მუშად სამუშაოდ.
ყაზახეთში 30 პროექტი მაქვს გაკეთებული, ყირგიზეთში ოთხი, უზბეკეთში - ორი. დანარჩენი საქართველოში. ბოლო წლები კონსულტაციას ვუწევ.
რამდენიმე თვეში გავემგზავრები, ალბათ. ან ახალი ორლეანი ან ტორონტო და ან... არ ვიტყვი, კანადის მეორე ქალაქს. თვალი არ მეცეს. იქ მაქსიმუმ ხუთი წელი დავყოფ. ჩვენთან ინვესტორები რესტორნის ბიზნესის განვითარებას არ ცდილობენ. არადა, ყველაზე დიდი პლატფორმაა, სადაც ახალგაზრდას თავისი რესურსით შეუძლია ფულის შოვნა. დიდი შემოსავლის წყაროა. რიგით მუშაკს, თუ პროექტი ნორმალურად მუშაობს, შეუძლია ათასიდან ორი ათას დოლარამდე იშოვოს. სამი ათასი ლარი ცოტა არ არის საქართველოში, სადაც ადამიანს დროც რჩება, რომ თავისი ცხოვრებაც მართოს. ასე რომ, მინდა ჩემს თავში ინვესტიცია ჩავდო, ახალი გამოწვევა დავუსახო თავს და გამოცდილება გამდიდრებული დავუბრუნდე სამშობლოს, რომ მერე აქ ჩემი ცოდნა მოვახმარო ქვეყანას. იქაც მივიღებ რეალით შოუში მონაწილეობას, მათ შორის, კულინარიულ შოუებშიც. ძალიან მომწონს. ქართულ სამზარეულოს წარვადგენ. ყველა ქართულ კერძს ვამზადებ. ასევე გურმანის დონეზე ვამზადებ იტალიურ, ფრანგულ, აზიურ კერძებს.
საერთოდ პატრიოტი ტიპი ვარ. ქართველი რომ ვარ, მე ეს მისწორდება. ათი წელი გავატარე ემიგრაციაში და მივხვდი, რომ შემიძლია სოციუმისთვის სასარგებლო ადამიანი ვიყო. არა მხოლოდ იმაზე ვიზრუნო, რომ მე ვიყო კარგად. შენს ირგვლივ რომ ხალხს სტკივა, იქ შენც გტკივა. ამ დროს უნდა იფიქრო, რით შეგიძლია დახმარება და მათთვის რაიმეს გაკეთება.
ერთი ათი წელიც და... ბიზნეს-სექტორს განვავითარებ. ახალგაზრდებს მივცემ საშუალებას თავის თავს მისცენ რაიმეს გაკეთების საშუალება.
გეგმები გაგანდეთ. სხვა რა გითხრათ. სამი შვილი მყავს და კიდევ ერთი მაგდენს დავამატებ. ღმერთმა ჯანმრთელობა და რესურსი მოგვცეს. ქართველთან ორი ვაჟკაცი მყავს. ახლა მინარევიც გავაკეთოთ (იცინის). პროგრესამდე ხომ უნდა მივიდეთ. ვნახოთ.