,,ძალიან მალე, ყველანი ნახავთ..." - რა ხდება გოგა ჯაბაურის ცხოვრებაში ,,პრაიმ ჰაუსის" შემდეგ

გოგა ჯაბაური

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მონაწილე, გოგა ჯაბაური, პროექტის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს უყვება, თუ რა შეცვალა მის ცხოვრებაში ,,პრაიმ ჰაუსმა".

,,ძალიან ძალიან გამაძლიერა ნებისყოფაში, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შემძინა, ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარა ჩემს ირგვლივ. პოპულარობა რა თქმა უნდა გამეზარდა, 50-70%-ით. ძალიან საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებები წამოვიდა, რასაც ძალიან მალე ყველანი ნახავთ და რაც მთავარია, თქვენთან ყოფნა... რომ ერთად ვართ, აზრს ვაზიარებთ და ერთმანეთს ვაძლევთ ბიძგს, რომ ვიყოთ საუკეთესოები", - ამბობს გოგა ჯაბაური. 

ნახეთ, ვიდეო