ნიკოლოზი

საზოგადოება 1742243338

„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი...“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სკოლა ემშვიდობება

ლანჩხუთში, ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს, ნიკა გვარჯალაძეს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ემშვიდობება.„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი. თითქოს, მზეს გამოპარვოდა, ჩვენთვის რომ მოეტანა სითბო და სინათლე. ასეც იყო, დადიოდა და დაატარებდა მზეს, გვიზიარებდა სიხარულს და სიცოცხლის სიყვარულს. მაინც როგორ შეძლო ერთნაირი ღირსებით შეესრულებინა შვილის, ძმის, შვილიშვილის, მეგობრის, მოსწავლის, სტიქაროსნის მოვალეობა?!ახლა ვხვდებით, ჩვენი არ ყოფილა, ცის და ღმერთის საკუთრება ყოფილა. აი, რატომ მოასწრო გაეცნო ყველას, აი რატომ დაუთესავს ამდენი სიკეთე.უკვე გვიჭირს უშენობა. როგორ ვიცხოვროთო აწი? - შენმა მეგობრებმა, როგორ გაუსწორონ თვალი შენზე უზომოდ მზრუნველ და მოსიყვარულე გიოს? რით ვანუგეშოთ შენი მონატრებული და შვილებზე გადაყოლილი დედა? რა მძიმეა შენი ვაჟკაცი და მებრძოლი მამის გამხნევება.ყველასთვის უდიდესი ტკივილი ხარ. ვერ ვხსნით უფლის განგებას. ნათქვამია: „სიკვდილი არა ასაკს, არამედ სიყვარულს ზომავს - ვის როგორ მოაგონდებაო!“ შენ კი, ნიკა, განუზომელი სიყვარული მოიპოვე. გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები ჩვენო საკუთარო „ღიმილის ბიჭო“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ასევე ნახეთ: „უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული...“ - ტრაგედია ემიგრანტი ქალის ოჯახში

ნიკოლოზი

საზოგადოება 1742155439

„უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული...“ - ტრაგედია ემიგრანტი ქალის ოჯახში

ლანჩხუთში, ავარიის დროს დაღუპული მოზარდი 15 წლის ნიკოლოზ გვარჯალაძეა. როგორც შოთო სიხარულიძე წერს, მას დედა ემიგრანტი ჰყავდა.„მკვდარი იყო შვილი და ნინოს უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ემიგრანტ დედას იტალიაში ასეთი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩამოფრინდა და დედა ცოცხალი დახვდა და მისი 14 წლის შვილი გაყინული...ნინო ამბობდა, მოვდივარ, დედა, მალე ჩაგეხუტებიო, ეს რა დღე გამითენდა, რა მწარე ხარ, ჩემო დედაო და სინამდვილეში, მისი ანგელოზი შვილი აღარ ჰყავდა... ორი დღეა, მხოლოდ ამ ბავშვზე და მის გაუბედურებულ დედაზე მეფიქრება. ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს, დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს...  რა ვთქვა, არ ვიცი. ყველას გული გაგვიხლიჩე, ღმერთო, რატომ?! როგორი კეთილი, ლამაზი, ტკბილი, ყურადღებიანი, ყველასაგან გამორჩეული ნიკოლოზი დააკლდა ლანჩხუთს... გლოვობს ჩემი ლანჩხუთი. გამძლეობა შენს ემიგრანტ დედას, უფალს ებარებოდე ნიკოლოზ“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ლულუ კახიანი

faceამბები 1717479780

„ის დღე თენდება, შენი თავი რომ წამართვა…ლენო, 5 წელი როგორ ვძლებ უშენოდ…მენატრები დე“- ლულუ კახიანი

ლენო გვარჯალაძის გარდაცვლაებიდან 5 წელი გავიდა.ტრაგიკულ თარიღს ლენოს დედა, ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.„ის დღე თენდება, შენი თავი რომ წამართვა…ლენო, 5 წელი როგორ ვძლებ უშენოდ…მენატრები დე…“ – წერს ლულუ კახიანი

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია (ACI) დაარსდა

საზოგადოება 1701938460

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია დაარსდა - ორგანიზაცია საავტორო უფლებებს დაიცავს

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია დაარსდა. ორგანიზაცია საავტორო უფლებებს დაიცავს.ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის "ეი სი აის" პრეზენტაცია ჩატარდა. დამფუძნებლებმა ასოციაციის შექმნაზე, მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.„მანიფესტი არის აგებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გარშემო, ვინაიდან ინტელექტუალური საკუთრება არის ყველაზე მნიშნველოვანი ღერძი შემოქმედებითი ინდუსტრიის და ამას გვინდა ხაზი გავუსვათ. ეს გვინდა რომ იყოს გათვალისწინებული ყველგან, ეს იქნება სახელმწიფო, საბანკო სისტემა თუ სხვადასხვა შემოქმედებითი კულტურული ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავივიწყოთ პოლიტიკური ასპექტები და გავერთიანდეთ ჩვენი პროფესიების, შემოქმედების გარშემო“, - განაცხადა შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის პრეზიდენტმა სერგვი გვარჯალაძემ.ასოციაცია მიზნად ისახავს, გაზარდოს შემოქმედი ადამიანების ცნობადობა, გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება და მათი მხარდაჭერა."ინდუსტრიების ასოციაციაში" გაერთიანდნენ სხვადასხვა ასოციაცია, ორგანიზაცია და ცალკეული პირები - ხელოვანები, აიტი სფეროს წარმომადგენლები.

ბავშვზე ძალადობა

სამართალი 1699805515

57 წლის პედაგოგმა 13 წლის მოსწავლეზე სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა - ლანჩხუთში მომხდარი დანაშაულის დეტალები

ლანჩხუთში დაკავებულ პედაგოგს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - სხდომა დახურული იყო. 57 წლის მასწავლებელს მერვე კლასელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან.საუბარია 7 ნოემბერს ლანჩხუთის, ერთ-ერთი საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, 57 წლის მამაკაცს 13 წლის მოზარდთან, სავარაუდოდ, სექსუალური დანაშაულის ჩადენის მცდელობა ჰქონდა. შემთხვევა სპორტის გაკვეთილზე მოხდა. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა. მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს.„ბრალდება წარდგენილი აქვს სრულწლოვნის გარყვნილი ქმედების ფაქტზე წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მოყვანილი გარემოებები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც გამოიკვეთა საქმის გამოძიების მიმდინარეობისას და ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოიყენა პატიმრობა. მომდევნო სასამართლო სხდომა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართება 2023 წლის 27 დეკემბერს,“ – აცხადებს პროკურორი შოთა ჩხაიძე.დაცვის მხარე ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.„სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდა 2-თვიანი პატიმრობა, რასაც არ ვეთანხმებით არც ბრალდებული და არც მე. 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ,“ - აცხადებს ადვოკატი ვლადიმერ გვარჯალაძე.ასევე დაგაინტერესებთ:„კლინიკაში მყოფი ბავშვები, ჩვილები, ახალშობილები სიკვდილის ზღვარზე არიან“ - რას ჰყვებიან ღაზაში მყოფი ექიმებიVIDEO:  როგორ მიმართავს მამას პატარა ლუნა - გიორგი ყიფშიძე შვილის კადრებს ავრცელებსსასამართლომ მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს პატიმრობა შეუფარდა

გიორგი გვარჯალაძე

საზოგადოება 1686943966

,,მოკლედ, ვინც მომაწვდის ინფორმაციას, ეგრევე ქეშად გადავუხდი 5000 ლარს..." - გიორგი გვარჯალაძე მიმართვას ავრცელებს

ცნობილი ხმის რეჟისორი, „ლენო სტუდიის“ დამფუძნებელი, გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ იმ ადამიანს, ვინც მისი ტექნიკის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, 5000 ლარს გადაუხდის.,,მოკლედ, ხომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემი კამერები მოტყუებით მიითვისეს? ხომ ცხადია, რომ იმათაც გაიგეს ამის შესახებ, ვისაც მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, თუ სადაა (რომელ ლომბარდშია) ეს კამერები?ხოდა ასე, დღეს 12 საათამდე ვინც მომაწვდის ინფორმაციას ჩემი ტექნიკის ადგილსამყოფელზე, ეგრევე ქეშად გადავუხდი 5000 ლარს. თუნდაც ანონიმურად.სერიოზულად, ჩემი გარდაცვლილი შვილის, ლენოს თვალებს ვფიცავ!P.S. ალბათ ხვდებით, რომ თუ ინფორმაცია არ გაქვთ, უბრალოდ უნდა გაავრცელოთ ეს პოსტი...", - წერს გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში.

ლულუ კახიანი

საზოგადოება 1685872260

„მაპატიე, რომ აღარ ვტირი ბევრს.. მაპატიე, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი...“ - ლულუ კახიანის შვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

ყოფილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის შვილის, ლენოს გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.ლულუ კახიანი სოციალური ქსელში შვილს ემოციურად მიმართავს და სთხოვს, აპატიოს, რომ ძველებურად ბევრს აღარ ტირის.„მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან;მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის.მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდში, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს.მაპატიე ყველაფრისთვის, რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე… I love you LenøYour mother… 4 წელი უშენოდ…“ – წერს ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში

კეტარი

საზოგადოება 1685448059

ფონდი Kettari ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ფილმის დახურულ ჩვენებას გამართავს

30 მაისს, 20:15 საათზე კინოთეატრ “ამირანში” მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სახლი არ დატოვო” დახურული ჩვენება გაიმართება.ფილმი ფონდი “კეტტარის” მხარდაჭერით შეიქმნა და ის აქტუალურ თემას - მცოცავ ოკუპაციას ეხება. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ  ინოვაციური გადაღების ხერხით- ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული.„ორი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია თუ რატომ დაგვაინტერესა ამ პროექტმა: „ერთი მხრივ, ეს არის ფანტასტიკური ისტორია, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს და მეორე მხრივ, ეს არის გარკვეულ წილად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაც, რომელიც საინტერესოა, მოულოდნელია და რთულია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ კინოინდუსტრიაზე და შევეცდებით, რომ გარკვეული ინვესტიციები გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ძირითადად“, - განაცხადა საინვესტიციო ფონდი “კეტარის” განვითარების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ.ფილმს, რომელიც ფონდი Kettari-ის მხარდაჭერით შეიქმნა, ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, ხოლო უკრაინელი ოპერატორი ჰყავს. “სახლი არ დატოვო” რეალურ ამბავს ეფუძნება.  რეჟისორის, დათი ჯაფარიძის სურვილი იყო დეტალურად აღეწერა, თუ რა გავლენა აქვს ოკუპაციას მშვიდობიან მოქალაქეებზე. “ არ აქვს მნიშვნელობა ეს მოხდება საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ტრაგიკული და ასევე უნიკალური ისტორია, რომელიც ეხება დათა ვანიშვილს, რომლის რეალობაც მხოლოდ ერთმა მავთულხართიანმა ხაზმა შეცვალა“, - თქვა ფილმის რეჟისორმა დათი ჯაფარიძემ.რეჟისორი: დათი ჯაფარიძეთარიღი: 30.05.2023დრო: 20:15ლოკაცია: კინოთეატრი “ამირანი”, 36/1 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი

სერგი გვარჯალაძე

faceამბები 1681453140

„ახლა, ყველა ლოგიკით, ერთად აღარ უნდა ვიყოთ, მაგრამ...“ - გიორგი გვარჯალაძე მეუღლეს იუბილეს ემოციურად ულოცავს

ცნობილი ხმის რეჟისორი, „ლენო სტუდიის“ დამფუძნებელი, გიორგი გვარჯალაძე მის მეუღლეს, მარიკო მიქელაძეს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს.„მე და მარიკოს რაებიც გადაგვხდა, საკაიფო ნეტფლიქსის თრილერი იქნებოდა, თან სერიალი, მინიმუმ 3 სეზონი. მისტერ და მისის სმიტებს სძინავთ, მართლა.ახლა ყველა ლოგიკით ერთად აღარ უნდა ვიყოთ, ან ერთ-ერთი ცოცხალი აღარ უნდა იყოს. მიზეზი, რატომაც ერთად ვართ, იცით რა არის? - სიყვარული.დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე ლამაზო და ცხელო“, – წერს გიორგი გვარჯალაძე.

manana

კულტურა 1681046194

"სიყვარულს ხომ ასაკი არ აქვს?!" - სიახლე, რომელსაც მანანა მენაბდე ნიკა ნიკვაშვილთან ერთად გეგმავს

დები იშხნელების შთამომავალი, 75 წლის ლეგენდარული მანანა მენაბდე "პრაიმტაიმთან" შემოქმედებით სიახლეზე პატარა კომენტარს აკეთებს. მუსიკოსი ადამიანებს პატარა რჩევასაც აძლევს.მანანა მენაბდე: ახალ ვინილის დისკზე ნიკა ნიკვაშვილთან ერთად ვმუშაობ. გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში ვწერთ და ნიკა მარგველაშვილი გვეხმარება. ასე რომ, დატვირთული პერიოდი მაქვს.- რაზე მღერით ახლა? ამ ასაკში?- ვმღერი სიყვარულზე. დღეს ჩვენ სიყვარული გვაკლია. მე კი კვლავ სიყვარულს ვუმღერი. რაც არ უნდა ხდებოდეს, სიყვარულს ვუმღერი, როგორც დები იშხნელები უმღეროდნენ.სიყვარულს ხომ ასაკი არ აქვს. საერთოდ, ასაკით იმდენის ხარ, რამდენიც შინაგანი განწყობით. შინაგანი განწყობით კი, დაახლოებით 40 წლის ვარ, მეტის არა. უფლისთვის ყველანი ბავშვები ვართ. ასე რომ, ასაკი არაფერია.- იმისთვის, რომ დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები, რას გვირჩევთ?  - ბოროტება არ ჩაიდინოთ, რა, გიყვარდეთ ადამიანები. მეორე ადამიანის არ შეგშურდეთ. გიხაროდეს სხვისი სიკეთის და მეორე ადამიანით სიხარული უნდა შეგეძლოთ. მე ახლა ახალგაზრდა შემოქმედებთან ურთიერთობა მახარებს. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მათ რაც არ იციან, ჩემგან სწავლობენ. ასე ვავსებთ ერთმანეთს. 

გიორგი გვარჯალაძე

ტაბლოიდი 1675925880

შენი ცივი ხელის ხელში დაჭერისთვისაც მივცემდი სიცოცხლეს, აღარ ვიცი რა ვქნა... - გიორგი გვარჯალაძე

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე თინეიჯერი შვილის, ლენოს გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მუსიკოსი საუბრობს, ეს ტრაგედია დღემდე ვერ დაძლია.„ბევრი ვიარე და უკვე შენი ცივი ხელის ხელში დაჭერისთვისაც მივცემდი სიცოცხლეს, ეგრევე, დაუფიქრებლად.იცი, ლეო ასე მეძახის – მაამუუუუ, სიმღერით. აღარ ვიცი რა ვქნა, შუაზე ვიხლიჩები”, – წერს გიორგი გვარჯალაძე.

Kristi Koridze

კრიმინალი 1666773382

„10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე, დანა მიჭირავს ხელშიო...“ - რა მოხდა საბურთალოზე

„10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე, დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო“ - ამის შესახებ „ფეისბუქზე“ სოციალური ქსელის მომხმარებელი ქრისტი ქორიძე წერს.„მინდა რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ ! და გააზიაროთ !ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე შემოსვლა უნდაო დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო, ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას ჯერ მანიპულაციას ახდენდა რომ ბავშვი გასულიყო.ატყუებდა იმით რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა, რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან სიბრაზე და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტექსტები)… როგორც ჩანს წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა სასარგებლოდ. როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა მუქარა დაიწყო გადავიდა კარის ბრახუნზე, ყვირილზე რო ბავშვი დამფრთხალიყო, დაემუქრა თუ წყალს არ მიაწოდებდა კარებს შემოანგრევდა, ბავშვიც შეშინდა და უთხრა რომ თუ შორს გავიდოდა წყალს გადაუგდებდა, აი მანდ გადავრჩით როცა გადაუგდო წყლის ბოთლი კარის დახურვა მოასწრო) მინდა გითხრათ რომ ჯერ პოლიციას არ უპოვნია და უგზოუკლოდ დაეხეტება!!!ვერ აგიღწეღთ ეს რამხელა შიში იყო როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო პარალლეურად 112 ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს რომ ვიპოვით!!!ბავშვი იძახდა რომ ტიკტოკზე გავრცელებულია ინფორმაცია სადაც აფიშირებენ რომ 28 ოქტომბერს შავი ბაზარი იხსნება და ბავშვებს იტაცებენ ) ყურად არ მიმიღია არ ვიცი ეს მისი შიშის წინადგრძნობა იყო თუ რაიმე სხვა, აქვს თუ არა ამას კავშირი ამ ამბავთან მაგრამ მინდოდა რომ მაინც ამეღნიშნა)“, - წერს ქრისტი ქორიძე.ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ასევე დაგაინტერესებთ:👉 VIDEO: როგორ მოაწყო ზალიკო ბერგერმა ტერაქტის განგაში გერმანიაში - დიზაინერის ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა👉 „დღეს ლაზარეს სტიქარი ჩავაცვით...“ - მამა შალვა კეკელია ვაკის ტრაგედიას გადარჩენილებზე👉 „მირჩევნია, არცერთი კიდური მქონდეს და ლენო მყავდეს...“ - გიორგი გვარჯალაძე