პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ხმის რეჟისორი, „ლენო სტუდიის“ დამფუძნებელი, გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ იმ ადამიანს, ვინც მისი ტექნიკის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, 5000 ლარს გადაუხდის.
,,მოკლედ, ხომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემი კამერები მოტყუებით მიითვისეს? ხომ ცხადია, რომ იმათაც გაიგეს ამის შესახებ, ვისაც მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, თუ სადაა (რომელ ლომბარდშია) ეს კამერები?
ხოდა ასე, დღეს 12 საათამდე ვინც მომაწვდის ინფორმაციას ჩემი ტექნიკის ადგილსამყოფელზე, ეგრევე ქეშად გადავუხდი 5000 ლარს. თუნდაც ანონიმურად.
სერიოზულად, ჩემი გარდაცვლილი შვილის, ლენოს თვალებს ვფიცავ!
P.S. ალბათ ხვდებით, რომ თუ ინფორმაცია არ გაქვთ, უბრალოდ უნდა გაავრცელოთ ეს პოსტი...", - წერს გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში.