პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია დაარსდა. ორგანიზაცია საავტორო უფლებებს დაიცავს.
ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის "ეი სი აის" პრეზენტაცია ჩატარდა. დამფუძნებლებმა ასოციაციის შექმნაზე, მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.
„მანიფესტი არის აგებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გარშემო, ვინაიდან ინტელექტუალური საკუთრება არის ყველაზე მნიშნველოვანი ღერძი შემოქმედებითი ინდუსტრიის და ამას გვინდა ხაზი გავუსვათ. ეს გვინდა რომ იყოს გათვალისწინებული ყველგან, ეს იქნება სახელმწიფო, საბანკო სისტემა თუ სხვადასხვა შემოქმედებითი კულტურული ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავივიწყოთ პოლიტიკური ასპექტები და გავერთიანდეთ ჩვენი პროფესიების, შემოქმედების გარშემო“, - განაცხადა შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის პრეზიდენტმა სერგვი გვარჯალაძემ.
ასოციაცია მიზნად ისახავს, გაზარდოს შემოქმედი ადამიანების ცნობადობა, გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება და მათი მხარდაჭერა.
"ინდუსტრიების ასოციაციაში" გაერთიანდნენ სხვადასხვა ასოციაცია, ორგანიზაცია და ცალკეული პირები - ხელოვანები, აიტი სფეროს წარმომადგენლები.