1791835474
ცნობილია, რა სასჯელი ემუქრება გოგიაშვილს, რომელმაც მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და შვილი მოკლა
თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელსაც 19 წლის გოგოსა და მისი დედის მკვლელობაში ადანაშაულებენ, უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილმა თავდაპირველად თავისი პარტნიორის 19 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოგვიანებით კი თავად ქალიც.
ბრალდებულმა ცხედრები დაანაწევრა. ნეშტების ნაწილი ბინის აივანზე და ავტოფარეხში აღმოაჩინეს. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მან ტანსაცმელიც დაწვა.
გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა. მას ბრალი ნაწილობრივ აღიარებული აქვს.
გამოძიება დანაშაულის შესაძლო მოტივებად ყოფით კონფლიქტებსა და ფინანსურ სირთულეებს განიხილავს.
წარდგენილი ბრალდებების ერთობლიობით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.












