ღვინის ფესტივალი

რეგიონი 1748942423

ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-ზე მეტი მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.„ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელშიც წარდგენილ ღვინოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტები და სომელიეები აფასებდნენ.ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები. კონკურსში ოქროს მედალი ბოლნისიდან „ქობულაძის მარანმა“, „მუხიგული 1770“-მა, „რაჭისუბანმა“, „მადლიერმა“, „უნიონმა“ და „ბოლნისის ძველმა მარანმა“ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგენს.ფესტივალს რეგიონული განვითარების მინისტრი, კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობისა და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ტრიო „სამანი“, ანსამბლი „იალონი“ და ტრიო „რუსთავი“.ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.ფესტივალის წარმდგენი იყო კომპანია „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი““, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნუ წაართმევ ბავშვობას

სამართალი 1748937832

შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ოფიციალურად გახსნა.შსს-ს ინფორმციით, გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული კამპანიის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტზე ბავშვთა დაცვის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, ამ პრობლემის მრავალმხრივ გააზრებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის გახსნას, ასევე ბოლნისის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები დაესწრნენ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც ეფუძნება რეალური მსხვერპლების ისტორიებს და ასახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე შედეგებს.შსს-ს ცნობით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან. მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართება, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, საპოლიციო დანაყოფებში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები გააცნობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და რეაგირების გზებს. ასევე, სამიზნე ჯგუფებისთვის ნაჩვენები იქნება უშუალოდ კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლები.შეხვედრებზე, სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის თემატიკით დამზადებული, ბრენდირებული ჩანთები, მაისურები და საინფორმაციო ბროშურები.ასევე, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში, სამი გამარჯვებული გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდებიან.გარდა აღნიშნულისა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომართვიანობის გაზრდის მიზნით იგეგმება საინფორმაციო სატელეფონო შეტყობინებების დაგზავნა მოსახლეობისთვის.კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათთვის ძალადობისგან დაცული გარემოს შექმნას.

შენგელო

საზოგადოება 1748023511

5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია - რას ჰყვება ლიკა შენგელია ოჯახზე

მოდელი ლიკა შენგელია "იმედის დილაში" თავის მოვლაზე, მრავალშვილიან ოჯახსა და შვილიშვილებზე საუბრობს:,,ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. დღეში 3-4-ჯერ მივირთმევ, ცილებს და ბოსტნეულს ვიღებ. ტკბილს ვერიდები. შვილიშვილების მიმართ განსხვავებული გრძნობა არ მაქვს - ყველა შვილივითაა. პირველი შვილიშვილი რომ შემეძინა,მაშინ ჩემი უმცროსი შვილი 1 წლის იყო. არასდროს მიფიქრია, რომ 5 შვილის დედა ვიქნებოდი. ახლახან მეოთხე შვილიშვილი შემეძინა." - ამბობს ლიკა შენგელია. ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. ლიკა შენგელია აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ძალიან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.

შოჰეი ონო

სპორტი 1742982500

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ლეგენდარულ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ლეგენდარულ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.„ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ჩვენს ქვეყანასი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ვეტერანი ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის, ასევე ვეტერანი ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ბოლნისის მკვიდრი გოგა და კოკა აბრამიშვილების ორგანიზებით იმყოფება.ბოლნისის ახალ სპორტკომპლექსში სტუმრებმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს, წარმატება უსურვეს და ძიუდოისტებს საჩუქრად კიმონოები გადასცეს.ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სტუმრებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი დაათვალიერეს და ბოლნისურ ღვინოსა და ადგილობრივ ნაწარმს გაეცნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაგბი

სპორტი 1740659515

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩს გამართავს - ცნობილია შემადგენლობა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტმატჩს გამართავს – შეხვედრა თბილისში, „ლელო არენაზე“ 28 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.ამ გუნდებს შორის პირველი მატჩში 23 თებერვალს „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა და სამხრეთაფრიკელთა გამარჯვებით (38:29) დასრულდა – იმ შეხვედრაში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 5 ლელოს დადება მოახერხეს.იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გუნდში სელექციის პროცესი მიმდინარეობს, მხარეთა შეთანხმებით მწვრთნელებმა პირველ დაპირისპირებაში მოთამაშეთა მაქსიმალურ რაოდენობას მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა, საქართველომ – 37, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 30 მორაგბე ათამაშა.მეორე თამაში კი რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარდება და გუნდებს განაცხადში 23-23 მოთამაშე ეყოლებათ. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა და განაცხადში სამი ისეთი მორაგბე შეიყვანა, რომელთაც წინა მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ – გიორგი ხაინდრავა მეტოქეს პირველივე წუთიდან შეუტევს, ბურჯი ალიკა ბაჩოშვილი და მესამეხაზელი ლუკა ნარსია კი მარქაფაში იქნებიან. სასტარტო შემადგენლობაში – შვიდი, სათადარიგოთა შორის კი სამი ლეგიონერია.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ლუკა კეშელავა („არმია“), 13. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 12. გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), 11. გივი სოსელია („ხვამლი“), 10. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“);შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე („აჟენი“), 2. შოთა ხელაძე („ლელო“), 3. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 4. დავით ბარამია („ტულონი“), 5. თემურ წულუკიძე („ოიონა“), 6. ნიკა აბესაძე („ლელო“), 7. ანდრო დვალი („პერპინიანი“, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).მარქაფა: 16. ირაკლი უსუბიანი („სურენსი“), 17. ალიკა ბაჩოშვილი („ვეფხვები“), 18. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 20. ლუკა ნარსია („აია“); 21. დავით წიკლაური („ხვამლი“), 22. გიორგი ჯაში („არმია“), 23. სანდრო სესიაშვილი („არმია“).

ნარი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1733314807

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ბექა ძამაშვილმა, ნიკო თათულაშვილმა და ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავეს.სამინისტროს ინფორმაციით, ბექა ძამაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს იუსტიციის სამინისტროში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.ნიკო თათულაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.ერეკლე ღვინიანიძე პროფესიით იურისტია. ის სხვადასხვა წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იკავებდა არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას. 2022 წლიდან იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში განაგრძობენ, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფოლკლორული ანსამბლის „ბუბა“ სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა

რეგიონი 1729498028

ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფოლკლორული ანსამბლის „ბუბა“ სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა

ქალაქ ონის,  გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფოლკლორული ანსამბლის “ბუბა“ სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ფოლკლორულ - ეთნოგრაფიული ჯგუფი “ ძირიანი”, ონის ფოლკლორული ანსამბლი “ რაჭა” , ასევე ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი.სახელწოდება “ ბუბა” კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მწვერვალის, ბუბის მთის, ასევე სოფელ გლოლაში არსებული სალოცავის “ ბუბა” ძველი ტოპონიმიდან მომდინარეობს.ბუბის მთის მიდამოებში დღესაცაა შემორჩენილი საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების ნაშთები. სოფელ გლოლაში, მას დღესაც ბუბის წმინდა გიორგის სალოცავს უწოდებენ და სწორედ აქედან დაიბადა ფოლკლორული ანსამბლის სახელწოდება „ბუბა“: „ბუბავ პირი ბროლს მიგიგავს, საყევარი დანის ტარსა“...ამბობს სიმღერა.გაცნობებთ, რომ ანსამბლის ისტორია 1946 წლიდან იღებს სათავეს და უკავშირდება 1946 წელს ივანე გუტაშვილის მიერ, სოფელ გლოლაში შექმნილ მომღერალთა გუნდს, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ადგილობრივ დათვალიერებებში. ივანე გუტაშვილი განთქმული იყო როგორც საუკეთესო მომღერალი და ჭიანურზე დაკვრის უბადლო ოსტატი.1965 წლიდან 1988 წლამდე ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ ფოლკლორის მოამაგენი ეთერ ბიძიშვილი და თამარ სულთანიშვილი.1980 წელს ფოლკლორულ ანსამბლს ეწოდა „ბუბა“, სადაც 30 წევრი იყო გაერთიანებული, 1988 წლიდან 2000 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელები იყვნენ გენადი სულთანიშვილი და ინეზა ნიჟარაძე, ხოლო 2000 წლიდან დღემდე, მისი უცვლელი ხელმძღვანელია ქალბატონი ლალი მარგიანი-ხარებაშვილი.დღეისათვის, ანსამბლში გაერთიანებულია 8 წევრი. ანსამბლი ათეული წლებია თვითმყოფადი შესრულებით, გულმოდგინედ იკვლევს და პოპულარობას უწევს მთის რაჭის ფოლკლორის უძველეს მარგალიტებს, რომელიც ძირითადად სწორედ მაღალმთიან რაჭაშია გაბნეული და საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემონახული.ანსამბლის უხუცესმა წევრმა, ქალბატონმა მარიამ ბაკურაძემ, რომელიც დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე თავდადებით მოღვაწეობდა ანსამბლ „ბუბა“-ში, დიდი ამაგი დასდო ანსამბლის რეპერტუარის მრავალფეროვნებას, როგორც მთის სასიმღერო ასევე საცეკვაო-საფერხულო ნიმუშების, მათ შორის „ბერქალურის“, შემონახვისა და პოპულარიზაციის საქმეში.დღეს, ცეკვა „ბერქალური“, ასევე ფერხულები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და გვჯერა, რომ სხვადასხვა ფოლკლორული კოლექტივების რეპერტუარშიც ვიხილავთ, როგორც გამორჩეული და თავისთავადი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.მნიშვნელოვანია ხაზგასმით ითქვას, რომ გარმონი - წიკო-წიკო, რომლის უბადლო შემსრულებელი ქალბატონი ლალი მარგიანია და რომელზედაც ცეკვა „ბერქალური“ დღესაც წარმატებით სრულდება, 120 წლისაა.მიუხედავად ურთულესი წლებისა, ანსამბლმა და მისმა წევრებმა შეძლეს ჩვენამდე ავთენტური სახით მოეტანათ სოფელ გლოლის უნიკალური ფოლკლორის ნიმუშები. თითოეული მათგანი ინახავდა და ინახავს სოფლის ტრადიციული ყოფის შესახებ ცოდნას და ცდილობს ყოველივე ეს ყოფაში აცოცხლოს.2011 წელს ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბუბა“ წარმატებით გაიარა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაგეგმილი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების სერთიფიცირება.აღსანიშნავია, რომ ანსამბლი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში, რომლის ნიმუშებიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება. ანსამბლის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოლკლორისტები.ფოლკლორულ ანსამბლს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მოპოვებული ქვეყნის მასშტაბით 2005–2006 წლებში.ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ დათვალიერება- ფესტივალში, სადაც გახდა კიდეც ფესტივალის ლაურეატი. ანსამბლი „ბუბა“ სისტემატურად იღებს მონაწილეობას რესპუბლიკურ ფესტივალებში და წარმატებებითაც. 2012 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ მოწყობილ ტრადიციული მრავალხმიანობის მე- VI საერთაშორისო სიმპოზიუმში.ანსამბლის მთავარი მიზანია იკვლიოს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს ზემო რაჭის ამოუწურავი ფოლკლორის მარგალიტები, რასაც წარმატებით და ღირსეულად ახორციელებს დღემდე.ღონისძიების მსვლელობისას გაიხსენეს ანსამბლის გარდაცვლილი წევრები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, ბოლოს კი ფოლკლორულ - ეთნოგრაფიული ჯგუფის “ ძირიანი”, ონის ფოლკლორული ანსამბლის “ რაჭა” და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლის ერთობლივი ძალებით შესრულდა მრავალჟამიერი და რაჭული ფერხული.ანსამბლის” ბუბა” სახელობითი ვარსკვლავის გახსნა ფეიერვერკით დაგვირგვინდა .

marisa

კულტურა 1728680467

"თბილი ადამიანია, გვაქებდა, გვეფერებოდა... შორს დგას ყოველგვარი ქედმაღლობისგან. ჭეშმარიტი ვარსკვლავია" - ალმოდოვარის კინოს დივა ქუთაისში

ქუთაისში მოკლე მეტრაჟიანი ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გასული კვირა კინოჩვენებებით, ლექციებით, მასტერკლასებით იყო დატვირთული. ოქროს დინოზავრი გაიცა სამ ნომინაციაში - საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. საკონკურსო ფილმებს შორის 7 ქართული ფილმი იყო. ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ნუცა წიქარიძის ფილმს, „მცხუნვარე მზეს" გადაეცა.ოქროს დინოზავრი ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი - გადაეცა მანუელ მუნიოს რივასს ფილმისათვის „აქერონი“. ოქროს დინოზავრი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის კი გორკა გომეს ანდრეუმ მიიღო, ფილმისათვის „ამაიას სტუმრები“. ჟიურიმ განსაკუთრებული პრიზი, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის გადასცა მარიამ ბუბანის, ფილმში “შვილი”. "დატოვე შენი კინო ნაკვალევი ქუთაისში" - ეს არის ფესტივალის სლოგანი, ამიტომაც არის მისი პრიზი დინოზავრი. ეს ნაკვალევი დინოზავრის აღმოჩენას ეხმიანება.ქუთაისის კინოფესტივალის გადაწყვეტილებით ოქროს დინოზავრი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პედრო ალმოდოვარმა მიიღო.ჯილდო ალმოდოვარის მსახიობს ევა სივას გადაეცა, რომელიც რეჟისორს პრიზს ესპანეთში ჩაუტანს.ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი ესპანური კინოს ვარსკვლავი, 78 წლის მარისა პარედესი გახლდათ. მას მაყურებელი დიდი ხანია იცნობს პედრო ალმოდოვარის ფილმებიდან - "ყველაფერი დედაჩემის შესახებ, "მაღალი ქუსლები", "ჩემი საიდუმლოს ყვავილი" და ა.შ.8 ოქტომბერს კინოფესტივალის ფარგლებში, ესპანური კინოს ვარსკვლავმა ქალი მსახიობებისათვის მასტერკლასი ჩაატარა.საღამოს ბოლოს მას ფესტივალისგან საპატიო ჯილდო ოქროს დინოზავრი გადაეცა."დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის. ემოციურია. მე ვარსკვლავად პედრო ალმოდოვარის კინომ მაქცია." - თქვა მან. ფესტივალზე ნაჩვენები იყო "ჩემი საიდუმლოს ყვავილი". ესპანური კინოს დივამ უამრავი ავტოგრაფი დაარიგა, ბევრი ფოტო გადაიღო... გენიალურ არტისტს ქართველების მოხიბვლა არ გაძნელებია.ფესტივალზე შედგა პრემიერა ლევან თუთბერიძის ფილმისა - "ამბავი დუმბაძეებისა", რომელიც მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ წარადგინა. "პრაიმტაიმთან" კომენტარს ესპანური კინოსა და თეატრის ვარსკვლავზეც ის აკეთებს.ქეთი ჩხეიძე: მარისა პარედესი ძალზე საინტერესო ქალია. ვნახეთ მისი მონაწილეობით ფილმი, სადაც ვარსკვლავური როლი აქვს ნათამაშები. იქ არაჩვეულებრივია. ჩატარდა მისი  ვორქშოფი. იქ გავიცანი მარისა.პატარა კინოდარბაზში იყო შეხვედრა. საუბრობდა ბიოგრაფიაზე, ალმოდოვარზე და ასე შემდეგ. ეს იყო დიდი შემდგარი მსახიობის მონათხრობი თეატრზე, კინოზე, მეგობრობაზე, ცხოვრებაზე, პროფესიონალიზმზე. იქ მყოფი მსახიობები, რეჟისორები, კინომცოდნეები დარჩნენ და შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მისთვის განსაკუთრებული პრიზი გადაეცათ. ოქროს დინოზავრი გადაეცა, როგორც განსაკუთრებულ სტუმარს.მივულოცე, ყველანი გახარებულნი ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ეწვიეთ და ჩვენი მაყურებელი გაახარეთ-მეთქი. ბოლოს  რესტორანში ვიმღერეთ, ვიცეკვეთ.ყოველგვარი ქედმაღლობისგან შორს დგას. ძალიან ღირსეული და თბილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. გვაქებდა, გვადიდებდა, გვეფერებოდა... ჭეშმარიტი ვარსკვლავია. 

19 ოქტომბერს ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფოლკლორული ანსამბლის “ბუბა“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება

რეგიონი 1728366600

19 ოქტომბერს ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფოლკლორული ანსამბლის „ბუბა“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფოლკლორული ანსამბლის “ბუბა“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.ანსამბლის ისტორია 1946 წლიდან იღებს სათავეს და უკავშირდება 1946 წელს ივანე გუტაშვილის მიერ, სოფელ გლოლაში შექმნილ მომღერალთა გუნდს, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ადგილობრივ დათვალიერებებში. ივანე გუტაშვილი განთქმული იყო როგორც საუკეთესო მომღერალი და ჭიანურზე დაკვრის უბადლო ოსტატი.1965 წლიდან 1988 წლამდე ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ ფოლკლორის მოამაგენი ეთერ ბიძიშვილი და თამარ სულთანიშვილი.1980 წელს ფოლკლორულ ანსამბლს ეწოდა „ბუბა“, სადაც 30 წევრი იყო გაერთიანებული, 1988 წლიდან 2000 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელები იყვნენ გენადი სულთანიშვილი და ინეზა ნიჟარაძე, ხოლო 2000 წლიდან დღემდე, მისი უცვლელი ხელმძღვანელია ქალბატონი ლალი მარგიანი-ხარებაშვილი.დღეისათვის, ანსამბლში გაერთიანებულია 8 წევრი. ანსამბლი ათეული წლებია თვითმყოფადი შესრულებით, გულმოდგინედ იკვლევს და პოპულარობას უწევს მთის რაჭის ფოლკლორის უძველეს მარგალიტებს, რომელიც ძირითადად სწორედ მაღალმთიან რაჭაშია გაბნეული და საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემონახული.ანსამბლის უხუცესმა წევრმა, ქალბატონმა მარიამ ბაკურაძემ, რომელიც დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე თავდადებით მოღვაწეობდა ანსამბლ „ბუბა“-ში, დიდი ამაგი დასდო ანსამბლის რეპერტუარის მრავალფეროვნებას, როგორც მთის სასიმღერო ასევე საცეკვაო-საფერხულო ნიმუშების, მათ შორის „ბერქალურის“, შემონახვისა და პოპულარიზაციის საქმეში.დღეს, ცეკვა „ბერქალური“, ასევე ფერხულები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და გვჯერა, რომ სხვადასხვა ფოლკლორული კოლექტივების რეპერტუარშიც ვიხილავთ, როგორც გამორჩეული და თავისთავადი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.მნიშვნელოვანია ხაზგასმით ითქვას, რომ გარმონი - წიკო-წიკო, რომლის უბადლო შემსრულებელი ქალბატონი ლალი მარგიანია და რომელზედაც ცეკვა „ბერქალური“ დღესაც წარმატებით სრულდება, 120 წლისაა.2011 წელს ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბუბა“ წარმატებით გაიარა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაგეგმილი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების სერთიფიცირება.აღსანიშნავია, რომ ანსამბლი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში, რომლის ნიმუშებიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება. ანსამბლის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოლკლორისტები.ბუბის მთის მიდამოებში დღესაცაა შემორჩენილი საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების ნაშთები. სოფელ გლოლაში, მას დღესაც ბუბის წმინდა გიორგის სალოცავს უწოდებენ და სწორედ აქედან დაიბადა ფოლკლორული ანსამბლის სახელწოდება „ბუბა“: „ბუბავ პირი ბროლს მიგიგავს, საყევარი დანის ტარსა“...ამბობს სიმღერა.ფოლკლორულ ანსამბლს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მოპოვებული ქვეყნის მასშტაბით 2005–2006 წლებში.ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ დათვალიერება- ფესტივალში, სადაც გახდა კიდეც ფესტივალის ლაურეატი. ანსამბლი „ბუბა“ სისტემატურად იღებს მონაწილეობას რესპუბლიკურ ფესტივალებში და წარმატებებითაც. 2012 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ მოწყობილ ტრადიციული მრავალხმიანობის მე- VI საერთაშორისო სიმპოზიუმში.ანსამბლის მთავარი მიზანია იკვლიოს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს ზემო რაჭის ამოუწურავი ფოლკლორის მარგალიტები, რასაც წარმატებით და ღირსეულად ახორციელებს დღემდე.

ბუბა ონიანი

საზოგადოება 1727294780

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ტარიელ ონიანის ერთადერთი ვაჟი, ბუბა-უშბა ონიანი

ქართველი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის შვილი, ბუბა-უშბა ონიანი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.რუსული პრესა წერს, რომ „კრიმინალური ავტორიტეტის“ ვაჟი, მამისგან გზას არ გაჰყვა და განსხვავებული გზა აირჩია. მან განათლება ლონდონის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში მიიღო. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა კვლავ დიდ ბრიტანეთში, Cass Business School-ში გააგრძელა.განათლების მიღების შემდეგ, ბუბა ონიანმა საზღვარგარეთ დარჩენა არ ისურვა და გადაწყვიტა მამასთან ახლოს ყოფილიყო, ამიტომ რუსეთში დაბრუნდა. მედია წერს, რომ მიუხედავი იმისა, რომ ბუბა ონიანმა პრესტიჟული განათლება მიიღო, მაინც ვერ მოახერხა, რომ მის ცხოვრებაში სამართალდამცავები არ გამოჩენილიყვნენ. საუბარია 2015 წელს მომხდარ მძიმე ავარიაზე, რომელშიც ბუბა ონიანიც მონაწილეობდა. ამ ფაქტს არ შეუძლია ხელი, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის ფინანსები წარმატებით ემართა. მედიის ინფორმაციითვე, ბუბას მამის ყველა ფინანსურ საქმეს უძღვება და ოჯახის ბიზნესს მართავს.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1727268665

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას შეხვდა.დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები, განიხილა სამომავლო გეგმები.„აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დაბაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს 300 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, უმოკლეს ვადაში დაიწყება კაზრეთისა და ბალიჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.საარჩევნო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - თამაზი ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე - ბუბა გობეჯიშვილი.

ქეთა ჟღენტი და თოშა ქებურია

საზოგადოება 1724689537

“7 წელი...”- ბიზნესმენ თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის ოჯახური იდილია

თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. წყვილი უკვე 7 წელია, ბედნიერ ქორწინებაშია და ისინი 3 შვილს ზრდიან.