ნუცა ბუზალაძე საქმროსთან ერთად საქართველოშია - რას წერს დარენი
1754666093
2008 წლის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინით შეამკო.
ომის გმირებს პატივი, ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, ზურაბ მამულაშვილმა და თავდაცვის ძალების საჰაერო სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიაგეს.