გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
აღნიშნულ ტურნირზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში რეგისტრირებული იყო ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი. თუმცა ფრანგმა ვეტერანმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაზე უარი თქვა.
აღსანიშნავია, რომ რინერმა ახლახან იდაყვის ოპერაცია გაიკეთა და მისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა მსოფლიო პირველობამდე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამ დროისთვის საფრანგეთის ნაკრებს ტედი რინერის ნაცვლად განაცხადში ახალი სპორტსმენი ჯერ არ დაუმატებია.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
60 კგ — ლუკა მხეიძე, რომენ-ვალადიე პიკარი
66 კგ — დაიკი ბუბა, ვალიდ ხიარი
73 კგ — ჟან-ბენჟამინ გაბა
81 კგ — არნო არეგბა
90 კგ — მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუ, ალექსი მატიე
ქალები:
48 კგ — შირინ ბუკლი
52 კგ — ამანდინ ბუშარი
57 კგ — სარა ლეონ სისიკი, მარტა ფავაზი
63 კგ — მელკია ოშკორნი, მანონ დეკეტერი
70 კგ — მარგო პინო
78 კგ — ფანი-ესტელ პოსვიტი
+78 კგ — რომან დიკო