ბარბარა სამხარაძე

საზოგადოება 1769624869

„ჩემს მშობლებს არ უყვარდათ ერთმანეთი, ბაბუაჩემს მოეწონა მამაჩემი და გაათხოვა დედაჩემი...“ - ბარბარა სამხარაძე

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ „მადის აღმძვრელ პოდკასტში“კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა. მომღერალი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, გაირკვა რომ უფროსი ასაკის ადამიანებისგან ხშირად იღებს კრიტიკის მესიჯებს, მათ შორის, ფრჩხილებზე და სახლში გაკრულ შპალერზე.„გუშინწინ, მომწერა ქალმა, ფრჩხილები რომ დაიმოკლო, უფრო ესთეტიკური იქნებიო. ერთხელ ქალმა მომწერა, შენი სახლის შპალერი გამოცვალე, ძალიან ღარიბული იერი აქვსო. ასეთს რა უნდა უპასუხო? ამას მე ჩემი ასაკის ადამიანი არ მომწერს.ხშირად მხვდება ტიკტოკზე ვიდეოები წარწერით, სადაც წერია, „ჩვენ ვიქნებით იმ თაობის ბიცოლები, რომლებიც თავის მულის შვილს არ გაუკეთებენ ჯადოს“ - მართლა ეგ თაობა ვიქნებით, რომელსაც თავისი ნათესავები არ ეყოლება მოძულებული და არ იქნებიან ქიშპში.ვისაც გონება და მენტალური ზრდა გვაქვს, მართლა ეს თაობა ვიქნებით. ჩვენი მშობლების თაობა არის პრობლემა, რადგან ისინი დატრავმეს ომგამოვლილმა მშობლებმა.ბაბუაჩემი გაზრდილი იყო მამის დანატრებაში. ასაკოვანი კაცი არ იყო სოფელში, რომ ვინმესთვის მამა დამეძახაო. მან გაზარდა დედაჩემი, შემდეგ ბაბუაჩემს რომ მოეწონა მამაჩემი, გაათხოვა დედაჩემი. არ უყვარდათ ერთმანეთი ჩემს მშობლებს და უსიყვარულოდ შექმნილმა ოჯახმა სხვა ტრავმები აგვკიდა. დედაჩემი მთელი ბავშვობა მეძახდა, არ არსებობს სიყვარული და არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ოჯახის წინაშე გაქვსო. როდესაც გავიზარდე და ვიღაც მომეწონა, ყოველთვის ჩამესმოდა, არ არსებობს სიყვარულიო და ამიტომ დამჭირდა ფსიქოლოგი. ფსიქოლოგმა მითხრა, რომ სიყვარული არ არის პასუხისმგებლობა, სიყვარული არის ყველაფერი. მე დამეხმარა ფსიქოლოგი, მოსიყვარულეც ვარ და პასუხისმგებლიანიც“, - განაცხადა ბარბარამ.

ბარბარა სამხარაძე

შოუბიზნესი 1769366903

ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით... - ბარბარა სამხარაძემ შეყვარებულის პროფესია გაამხილა

მომღერალი ბარბარა სამხარაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბარბარა შეყვარებულია. “პრაიმ ტაიმი” მომღერალს დაუკავშირდა და შეეცადა მასთან გაერკვია ვინ არის ბარბარას რჩეული. - ჩემი შეყვარებული პროფესიით ექიმია, თუმცა ამჯერად საკუთარი პროფესიით არ მუშაობს და სხვა საქმიანობას ეწევა. მეტს მის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ სანამ შეგვიძლია, მირჩევნია ჩვენთვის შევინახოთ.. - როგორც ვიცი ერთმანეთი ოპერაში გაიცანით?  - ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით და შემდეგ ოპერაში შევხვდით. - როგორ მოგხიბლათ?   -  მასთან ყოფნისას მივხვდი, რომ მე ვიყავი ზუსტად ის ბარბარა რომელიც ვარ რეალურად. არ მიწევდა არც ბავშვური გოგონას და არაფრის თამაში. მე მე ვიყავი. სიტყვა მიყვარხარ, როცა მითხრა, ვუთხარი მე შენთან ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს და ეს თუ სიყვარულია, მაშინ მეც მიყვარხარ-მეთქი. - რამდენი ხანია რაც შეყვარებულები ხართ? - 7 თვეა შეყვარებულები ვართ.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1767885688

პირად ცხოვრებაში სიახლე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ - ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძისთვის 2025 წელი განსაკუთრებული იყო. უნიჭიერესმა მომღერალმა განვლილ წლებზე და სამომავლო გეგმებზე ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.-ამ გადმოსახედიდან იმავე გზას გაივლიდი თუ პატარა ბარბარას ცოტა შეუმსუბუქებდი მდგომარეობას?– წარსულზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან აქამდე ამ წარსულით მოვედი. ბარბარას არა, მაგრამ ბავშვს, რომელსაც იმის ამბიცია ექნება, რომ სოფლიდან წავა და რაღაცას მიაღწევს, ვეტყოდი, რომ ცოტა ხანი მოიცადოს. წარმატებისა და პოპულარობის ზიდვა ადრეულ ასაკში ძალიან რთულია. ამისთვის მენტალურად უნდა შეემზადო. მანამდე, მინიმუმ, ვინმეს მაინც უნდა ჰქონდეს ნათქვამი, რა მაგარი ხარ, ყოჩაღო.– ეს, ალბათ, ბევრჯერ მოგისმენია.– არა, პატარა რომ ვიყავი ნაკლებად. მე რომ ვიმღერებდი, ბოლოს აუცილებლად იტყოდნენ, თუ წონაში არ დაიკლებ, აზრი არ აქვს. დღეს სიმღერა ისე არ ფასობს, როგორც ვიზუალი. კი, კარგად მღერი, მაგრამო...ამას ემატებოდა სოფლის მენტალიტეტი, სადაც მასწავლებლის შვილი უფრო დაწინაურებული იყო, ვიდრე ჩვეულებრივი გლეხის. თუ ოჯახში ვინმე „რაღაცას წარმოადგენდა“ მისი შთამომავალი დაწინაურებული იყო, ხოლო, ჩემი, როგორც ბავშვის, რომელიც მსუქანია, მღერის და პატიოსანი გლეხის ოჯახიდანაა, ამბიცია, რომ უნდა ცნობილი და წარმატებული მომღერალი იყოს, სასაცილოა იმ სოციუმისთვის. კლასობრივი დაყოფა ქალაქშიცაა და სოფელში – მით უმეტეს. მერე უბრალოდ იტყვიან განა იმას, რომ შენ არ შეგიძლია, არამედ იმას, რომ მსუქანი ხარ... მაგრამ „არასდროს თქვა, არასოდეს“.– შენ ეს დაამტკიცე, მაგრამ როგორც ვხვდები, გერჩივნა, ეს ნაბიჯები უფრო პატარა ასაკში გადაგედგა?– კი და ამიტომ ყველა ბავშვს იმავეს ვურჩევ, რადგან პატარა ასაკში გაცილებით რთულია. თუმცა პირადი ტრაგედიები კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას. ჩემს გამარჯვებას ბებიას ამბავი რომ დაემთხვა, ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. ამ ტკივილთან შეჯახება ისეთ დროს მომიწია, როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ცხოვრებას სხვა გეგმები ჰქონია. ბებიის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე გაზით გაიგუდა ჩემი მეგობარი, ეს კიდევ უფრო დიდი ტრავმა იყო ჩემთვის. მწარე წიწაკას რომ ტორტს დააყოლებ, დაახლოებით ეს მდგომარეობა მქონდა. თუმცა, ეს ყველაფერი წლების შემდეგ უფრო გავიაზრე, მერე უფრო მივხვდი რამხელა იარა დამიტოვა ამ განცდებმა.– როგორც ვიცი, სიახლეები გაქვს პირად ცხოვრებაშიც და ამაზეც გკითხავ – რა ხდება?– პირად ცხოვრებაში სიახლეები მაქვს, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რომ ვაკვირდები, ვინც მეტს ლაპარაკობს ამაზე, მას მეტი პრობლემებიც უჩნდება. მთავარია, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და თავს ყველანაირად ჰარმონიულად ვგრძნობ.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1760280118

„ჩემი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულად დაიწყო ვენაში“ – ბარბარა სამხარაძე იუბილარია - ფოტოები

ბარბარა სამხარაძე იუბილარია. მომღერალი თავის დაბადების დღეს ვენაში შეხვდა და კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა.„ჩემი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულად დაიწყო ვენაში, სწორედ აქ გავხდი 25 წლის. ამ ყველაფრის სანახავად, ნამდვილად ღირდა 25 წელი ლოდინი. ბედნიერი და მადლიერი ვარ“, – წერს ბარბარა სამხარაძე.ცნობისთვის, ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. მომღერალი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას აგრძელებს და სულ უფრო კარგ ფორმაშია.            View this post on Instagram                       A post shared by Barbara Samkharadze (@barbarasamkharadze)

ბარბარა სამხარაძე

ისტორიები 1759168958

"გაწელილ ემოციებს და გრძნობებს როცა სახელი არ ერქმევა, უნდა დასრულდეს..." - გულახდილი ინტერვიუ ბარბარა სამხარაძესთან

ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ წლების წინ პროექტ «ნიჭიერიდან» გაიცნო. კახელმა გოგონამ ჟიურის და მაყურებლის ყურადღება პირველივე წუთიდან მიიპყრო და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს.14 წლის იყო როცა პროექტში მოხვდა და სწორედ იმ ასაკიდან დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება დიდ ქალაქში დასთან ერთად, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიბნელეში დიდი ლამპიონით დაჰყვებოდა.დები დღეს ერთად მართავენ ბარბარა სამხარაძის მუსიკალურ სტუდიას და ოჯახს ფინანსურადაც თავად ეხმარებიან. ორი წლის წინ ბარბარამ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და შესანიშნავ ფორმაშია.საკუთარ ტრანსფორმაციაზე ახალგაზრდა მომღერალი და ავტორ-შემსრულებელი «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.- ბარბარა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება სიახლეებს მალე გამოვა ჩემი მორიგი საავტორო სიმღერა «it’s over”, რომელიც ერთი წლის წინ დაიწერა. სიმღერის სახელწოდება არის დასრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა ჩემს ცხოვრებაში და დავბრუნდი იმ მდგომარეობაში საიდანაც აქ ჩავერთე. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ადამიანი გავხდი. ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა ხვდები რომ, უბრალოდ, წერტილი უნდა დასვა და მეც ასე მოვიქეცი.- როგორც ვხვდები პირად გამოცდილებას უკავშირდება ამ ეტაპის დასრულება?- კი პირადს ეხება, რადგან პირადის გარეშე არაფერი ხდება და არც იწერება. ჩემი აზრით ადამიანი სტრესში უნდა ჩავარდეს, იქიდან რომ სხვა ადამიანი გამოვიდეს. სიმღერა არის ჩემი სათქმელი, ეს არის ის გზა, რომლითაც ვამბობ რაც მინდა. ეს სიმღერა თითქოს ძალიან ნათლად გადმოსცემს იმას რაც იყო. სიმღერაში არის ასეთი ტექსტი ქართულად: ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, შენ ხარ დიდი ბავშვი და მე აღარ ვარ დედაშენი. გადაწელილ ემოციებს და გრძნობებს როცა სახელი არ ერქმევა უნდა დასრულდეს. მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი.- ბარბარა, როცა სცენაზე გამოჩნდით საკმაოდ ჭარბი წონა გქონდათ, რაც ბარიატრიით დაამარცხეთ, რთული იყო წონასთან ჭიდილი?- წონის ჭიდილი ბავშვობიდან არ მაქვს. მქონდა წონა, მაგრამ არ ვეჭიდებოდი. ჩემი თავი მიღებული მქონდა ისეთი, როგორიც ვიყავი. ჩემი ცხოვრება ჩემს იმ ვიზუალს მოვარგე, რაც მქონდა მაშინ. პირველად, წონის კლება 17 წლის ასაკში ვცადე და 25 კგ დავიკელი, მაგრამ როგორც ხდება სწრაფ კლებას მოსდევს სწრაფი მატება, რაც მენტალობაზეც ურტყამს და ამიტომ უნდა გაჩერდე. ჩემი დაკვირვებით, 21 წლიდან ადამიანი ხვდება, რომ ცვლილებების დროა. სხვა საკუთარი თავის დანახვა უნდა და ამას დაემთხვა ჩემი ოპერაციაც. 22 წლის ვიყავი როცა ბარიატრია გავიკეთე და 2023 წლის პირველი დეკემბრიდან 70 კგ დავიკელი. ახლა ვეგუები იმ სხეულს რომელიც არ მახსოვს და იმ ცხოვრების სტილს, რაც ამ ყველაფერმა მოიტანა. თითოეული დაკლებული კილოგრამი სიახლეა ჩემთვის. კონცერტზე რომ სხვას ამღერებდნენ, მეგონა, ვიზუალურად დიდი რომ ვიყავი, ამის გამო არ მამღერებდნენ, ეს მეგონა ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ შეიძლება ეს ასე არც იყო და მაგრამ მე ვქმნიდი დრამას.- ბარბარა, საკმაოდ პატარა ასაკში გადმოხვედი კახეთიდან საცხოვრებლად თბილისში დამოუკიდებლად, რთული იყო დიდ ქალაქში მარტო ცხოვრების დაწყება?- ფაქტობრივად, სოფელი «ნიჭიერის» გამო 14 წლის ასაკში დავტოვე და თბილისში წამოვედი. შეიძლება ითქვას, სანთლის შუქზე სიბნელეში გავიკვლიე გზა და ბევრჯერ "ტალახშიც" ჩავდგი ფეხი. გვერდით მედგა ჩემი და, რომელიც დიდი ლამპიონით მინათებდა გზას. ჩვენს უკან არავინ დგას, საკმაოდ მიზერულ ხელფასზე მუშაობდა და ასე ვირჩენდით თავს. მატერიალურად რთული დღეებიც გამივლია- თუმცა, შემდეგ, შენი სტუდია გახსენი, როგორ მოახერხე საკუთარი ბიზნესის წამოწყება ნულიდან?- პანდემიის დროს, საერთოდ არანაირი შემოსავალი არ გვქონდა. კონცერტებიც არ იყო. თავიდან აბადოკების გაკეთება დავიწყე, სულ 16 ცალი გავყიდე. მერე მივხვდი,  სჯობდა, ისეთი საქმე დამეწყო, რაც კარგად გამომდიოდა და ავიყვანე 5 მოსწავლე. ეს თანხა ჩემთვის საარსებოდ საკმარისი იყო, შემდეგ კი ნასესხები ფულით გავხსენი სტუდია. თუ არ გარისკე ადამიანმა, ვერ იცხოვრებ. ვფიქრობ ბევრმა ადამიანმა უნდა თქვას რომ მე ვიცხოვრე. მე ვცხოვრობ და ვრისკავ ყოველდღიურად. დაახლოებით 18 წლიდან, ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ. გათამამებული გოგო არ ვყოფილვარ. დედას სულ ვეუბნები, რომ შეიძლება არ მომცე მილიონი, მაგრამ მომეცი უნარი იმის, რომ ვიშოვო მილიონი.გაჭირვებამ და სიდუხჭირემ ცხოვრება მასწავლა. უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე, დედამ „ჰელოუ კიტის“ პირსახოცი მიყიდა და მაჩუქა, ამ ზაფხულს კი ბატებიანი კეპი მიყიდა, მისთვის ისევ იმ ბავშვად ვრჩები, მაგრამ ესაა ფასდაუდებელი ჩემთვის. რაღაც მომენტში, როცა ვუყურებ ჩემს ტოლებს, ვფიქრობ, ეს მეც რომ მქონოდა, რა იქნებოდათქო, მაგრამ ეს არაფერი არ არის. მე მაქვს თავისუფლება მშობლებისგან. მთელი ცხოვრება მიწევს არჩევანის გაკეთება, ამიტომ ვირჩევ იმას, რაც მჭირდება.ბოლო 20 ლარი მქონია და კაფეში ვერ წავსულვარ ჩემს კურსელებთან ერთად. იმიტომ , რომ შესაძლოა დამირეკონ გადაღებისთვის, სადაც ტაქსით დამჭირდება წასვლა. სკოლაში ბანკეტზეც არ ვიყავი, რადგან ან მართვის მოწმობა უნდა ამეღო, ან ბანკეტზე უნდა წავსულიყავი, ორივე ერთად ვერ მექნებოდა, ამიტომ მართვის მოწმობა ავირჩიე. მახსოვს, დედა ბავშვობაში მეუბნებოდა, ნაყინი არ გეჭმევაო და არქონის ტკივილს ისე გადაფარავდა სტრესულად არ განმეცადა და მგონებოდა, რომ ნაყინი მართლა არ მეჭმებოდა. ბავშვებს ოცნებებში დისკომფორტს უქმნიან, იმიტომ რომ იმ შესაძლებლობას ვერ აძლევენ, რაც სჭირდება. ქვაზე და კიბეზე დამდგარი ბავშვი მომღერლობაზე რომ ოცნებობს, სასაცილოა, მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი, ხელს არ მიშლიდნენ და დღეს, სრულიად უცხო ადამიანები აკითხავენ სახლში. მობლებმა, მინიმუმ, უნდა გაამხნეონ შვილები.ვრცლად, ვიდეო: 👇 

ბარბარა

faceამბები 1758742043

"ფული რომ არ ჰქონდა, მეუბნებოდა, ნაყინი არ გეჭმევაო..." - გულწრფელი ინტერვიუ ბარბარა სამხარაძესთან

ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ წლების წინ პროექტ «ნიჭიერიდან» გაიცნო. კახელმა გოგონამ ჟიურის და მაყურებლის ყურადღება პირველივე წუთიდან მიიპყრო და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს.14 წლის იყო როცა პროექტში მოხვდა და სწორედ იმ ასაკიდან დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება დიდ ქალაქში დასთან ერთად, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიბნელეში დიდი ლამპიონით დაჰყვებოდა.დები დღეს ერთად მართავენ ბარბარა სამხარაძის მუსიკალურ სტუდიას და ოჯახს ფინანსურადაც თავად ეხმარებიან. ორი წლის წინ ბარბარამ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და შესანიშნავ ფორმაშია.საკუთარ ტრანსფორმაციაზე ახალგაზრდა მომღერალი და ავტორ-შემსრულებელი «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა. - ბარბარა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება სიახლეებს მალე გამოვა ჩემი მორიგი საავტორო სიმღერა «it’s over”, რომელიც ერთი წლის წინ დაიწერა. სიმღერის სახელწოდება არის დასრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა ჩემს ცხოვრებაში და დავბრუნდი იმ მდგომარეობაში საიდანაც აქ ჩავერთე. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ადამიანი გავხდი. ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა ხვდები რომ, უბრალოდ, წერტილი უნდა დასვა და მეც ასე მოვიქეცი.- როგორც ვხვდები პირად გამოცდილებას უკავშირდება ამ ეტაპის დასრულება? - კი პირადს ეხება, რადგან პირადის გარეშე არაფერი ხდება და არც იწერება. ჩემი აზრით ადამიანი სტრესში უნდა ჩავარდეს, იქიდან რომ სხვა ადამიანი გამოვიდეს. სიმღერა არის ჩემი სათქმელი, ეს არის ის გზა, რომლითაც ვამბობ რაც მინდა. ეს სიმღერა თითქოს ძალიან ნათლად გადმოსცემს იმას რაც იყო. სიმღერაში არის ასეთი ტექსტი ქართულად: ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, შენ ხარ დიდი ბავშვი და მე აღარ ვარ დედაშენი. გადაწელილ ემოციებს და გრძნობებს როცა სახელი არ ერქმევა უნდა დასრულდეს. მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი.- ბარბარა, როცა სცენაზე გამოჩნდით საკმაოდ ჭარბი წონა გქონდათ, რაც ბარიატრიით დაამარცხეთ, რთული იყო წონასთან ჭიდილი? - წონის ჭიდილი ბავშვობიდან არ მაქვს. მქონდა წონა, მაგრამ არ ვეჭიდებოდი. ჩემი თავი მიღებული მქონდა ისეთი, როგორიც ვიყავი. ჩემი ცხოვრება ჩემს იმ ვიზუალს მოვარგე, რაც მქონდა მაშინ. პირველად, წონის კლება 17 წლის ასაკში ვცადე და 25 კგ დავიკელი, მაგრამ როგორც ხდება სწრაფ კლებას მოსდევს სწრაფი მატება, რაც მენტალობაზეც ურტყამს და ამიტომ უნდა გაჩერდე. ჩემი დაკვირვებით, 21 წლიდან ადამიანი ხვდება, რომ ცვლილებების დროა. სხვა საკუთარი თავის დანახვა უნდა და ამას დაემთხვა ჩემი ოპერაციაც. 22 წლის ვიყავი როცა ბარიატრია გავიკეთე და 2023 წლის პირველი დეკემბრიდან 70 კგ დავიკელი. ახლა ვეგუები იმ სხეულს რომელიც არ მახსოვს და იმ ცხოვრების სტილს, რაც ამ ყველაფერმა მოიტანა. თითოეული დაკლებული კილოგრამი სიახლეა ჩემთვის. კონცერტზე რომ სხვას ამღერებდნენ, მეგონა, ვიზუალურად დიდი რომ ვიყავი, ამის გამო არ მამღერებდნენ, ეს მეგონა ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ შეიძლება ეს ასე არც იყო და მაგრამ მე ვქმნიდი დრამას. - ბარბარა, საკმაოდ პატარა ასაკში გადმოხვედი კახეთიდან საცხოვრებლად თბილისში დამოუკიდებლად, რთული იყო დიდ ქალაქში მარტო ცხოვრების დაწყება? - ფაქტობრივად, სოფელი «ნიჭიერის» გამო 14 წლის ასაკში დავტოვე და თბილისში წამოვედი. შეიძლება ითქვას, სანთლის შუქზე სიბნელეში გავიკვლიე გზა და ბევრჯერ "ტალახშიც" ჩავდგი ფეხი. გვერდით მედგა ჩემი და, რომელიც დიდი ლამპიონით მინათებდა გზას. ჩვენს უკან არავინ დგას, საკმაოდ მიზერულ ხელფასზე მუშაობდა და ასე ვირჩენდით თავს. მატერიალურად რთული დღეებიც გამივლია- თუმცა, შემდეგ, შენი სტუდია გახსენი, როგორ მოახერხე საკუთარი ბიზნესის წამოწყება ნულიდან? - პანდემიის დროს, საერთოდ არანაირი შემოსავალი არ გვქონდა. კონცერტებიც არ იყო. თავიდან აბადოკების გაკეთება დავიწყე, სულ 16 ცალი გავყიდე. მერე მივხვდი,  სჯობდა, ისეთი საქმე დამეწყო, რაც კარგად გამომდიოდა და ავიყვანე 5 მოსწავლე. ეს თანხა ჩემთვის საარსებოდ საკმარისი იყო, შემდეგ კი ნასესხები ფულით გავხსენი სტუდია. თუ არ გარისკე ადამიანმა, ვერ იცხოვრებ. ვფიქრობ ბევრმა ადამიანმა უნდა თქვას რომ მე ვიცხოვრე. მე ვცხოვრობ და ვრისკავ ყოველდღიურად. დაახლოებით 18 წლიდან, ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ. გათამამებული გოგო არ ვყოფილვარ. დედას სულ ვეუბნები, რომ შეიძლება არ მომცე მილიონი, მაგრამ მომეცი უნარი იმის, რომ ვიშოვო მილიონი.გაჭირვებამ და სიდუხჭირემ ცხოვრება მასწავლა. უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე, დედამ „ჰელოუ კიტის“ პირსახოცი მიყიდა და მაჩუქა, ამ ზაფხულს კი ბატებიანი კეპი მიყიდა, მისთვის ისევ იმ ბავშვად ვრჩები, მაგრამ ესაა ფასდაუდებელი ჩემთვის. რაღაც მომენტში, როცა ვუყურებ ჩემს ტოლებს, ვფიქრობ, ეს მეც რომ მქონოდა, რა იქნებოდათქო, მაგრამ ეს არაფერი არ არის. მე მაქვს თავისუფლება მშობლებისგან. მთელი ცხოვრება მიწევს არჩევანის გაკეთება, ამიტომ ვირჩევ იმას, რაც მჭირდება.ბოლო 20 ლარი მქონია და კაფეში ვერ წავსულვარ ჩემს კურსელებთან ერთად. იმიტომ , რომ შესაძლოა დამირეკონ გადაღებისთვის, სადაც ტაქსით დამჭირდება წასვლა. სკოლაში ბანკეტზეც არ ვიყავი, რადგან ან მართვის მოწმობა უნდა ამეღო, ან ბანკეტზე უნდა წავსულიყავი, ორივე ერთად ვერ მექნებოდა, ამიტომ მართვის მოწმობა ავირჩიე. მახსოვს, დედა ბავშვობაში მეუბნებოდა, ნაყინი არ გეჭმევაო და არქონის ტკივილს ისე გადაფარავდა სტრესულად არ განმეცადა და მგონებოდა, რომ ნაყინი მართლა არ მეჭმებოდა. ბავშვებს ოცნებებში დისკომფორტს უქმნიან, იმიტომ რომ იმ შესაძლებლობას ვერ აძლევენ, რაც სჭირდება. ქვაზე და კიბეზე დამდგარი ბავშვი მომღერლობაზე რომ ოცნებობს, სასაცილოა, მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი, ხელს არ მიშლიდნენ და დღეს, სრულიად უცხო ადამიანები აკითხავენ სახლში. მობლებმა, მინიმუმ, უნდა გაამხნეონ შვილები.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1750530978

ნახეთ, ბარბარა სამხარაძის მიერ საოცრად შესრულებული სიმღერა და აღფრთოვანებული მსმენელი

მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ცნობილ სიმღერას „The winner takes it all“ არაჩვეულებრივად ასრულებს.გამოქვეყნებულ ვიდეოს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.  „სასწაულად ტკბილი და უძლიერესი ხმა გაქვს და ასეთივე სასწაული ადამიანი ხარ. წარმატებულს და გამარჯვებულს გევლოს სულ, შენი ცხოვრების გზაზე“, „ბრავო “, „უტკბილესი ხმა და კარგი ადამიანი! წარმატებები ბარბარა! “, „უფლისგან დაჯილდოებული ნიჭიერი გოგო ხარ ბარბარა“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1744966920

VIDEO: „სააღდგომო კვირეული ჩემს სოფელში“ - ბარბარა სამხარაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო.  წარმატებული მომღერალი საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.ამჯერად, იგი სოციალურ ქსელში თავისი სოფლიდან სააღდგომო კვირეულის შესახებ შექმნილ კადრებს აქვეყნებს, სადაც სააღდგომო განწყობა იგრძნობა.„სააღდგომო კვირეული ჩემს სოფელში“, – წერს ბარბარა.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1743801093

„ასეთი ადამიანები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან“ - ბარბარა სამხარაძე გამომწერებს მიმართავს

ბევრისთვის საყვარელი და ნიჭიერი მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.მომღერლის თქმით, მისთვის წითელი ხაზია, როდესაც ბიჭი აგრძნობინებს რომ მესამე ვარიანტია.„ყველაზე ცუდი თვისება ბიჭებში არის, როდესაც გაგრძნობინებს რომ შენ ხარ მესამე ვარიანტი. როდესაც ამას შეამჩნევთ, ამ Red flag-ს ჩაეჭიდეთ და სხვა მიზეზებს აღარ დაუწყოთ ძებნა. [ასეთი ადამიანები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან]“, – საუბრობს ბარბარა სამხარაძე.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1743270417

VIDEO: „მეშინოდა ჩვენი „გლეხობის“ გამო არ გავეკრიტიკებინეთ ხალხს… “ - ბარბარა სამხარაძე დედასთან ინტერვიუს გვიზიარებს

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ დედას რამდენიმე კითხვა დაუსვა და ინტერვიუს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.ჩემგან და ნანუკასგან ოდესმე იმედგაცრუება გიგრძნია?არასოდეს, იმედგაცრუება კი არა ცხოვრების ახალ ვერსიებს და იოლ გზებს მაჩვენებდა თქვენი ბავშვობა. ძალიან შეგნებული, მგრძნობიარე, მშვიდი და უპრეტენზიოები იყავით ორივე. ღმერთმა იმიტომ გაგიმართლათ დედას რომ უფრთხილდებოდით ბავშვობიდან.დე, შენ ჩემს მიმართ წამოსული კრიტიკის გეშინოდა?შენი პიროვნული მონაცემების გამო, არასდროს არაფრის მეშინოდა. მე უფრო… ასე იყო ადრეც, რომ ვიღაცის შვილი უნდა ყოფილიყავი, „ბობოლა“ მამა უნდა გყოლოდა ან ბაბუა ბიზნესმენი, წარმატებისთვის რომ მიგეღწია. ცხოვრების განვლილი საფეხურების მეშინოდა, ჩვენი „გლეხობის“ გამო, რომ არ გავეკრიტიკებინეთ ხალხს, მაგრამ დღეს არაფერი აღარ „ტეხავს“.სრულად ნახეთ ვიდეოში:

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1740295140

„რაღა დაგიმალოთ და მეც მინდა, მაგრამ… წელს ძალიან მინდა ნინი წავიდეს“ - ბარბარა სამხარაძე  2025 წლის ევროვიზიაზე

მომღერალი ბარბარა სამხარაძე „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს.ერთ-ერთი გამომწერი დაინტერესდა გეგმავს თუ არა ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობის მიღებას, რაზეც ბარბარა წერს, რომ „წელს უკვე გვიანია, რადგან მისი კანდიდატურის განხილვის შემთხვევაში ამის შესახებ უკვე ეცოდინებოდა“.ბარბარა წერს, რომ წერს ევროვიზიაზე ნინი ბრეგვაძის კანდიდატურას გულშემატკივრობს.

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1736698736

„მთავარი როლი თქვენ გაქვთ“ - ბარბარა სამხარაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.ბარბარამ ბევრი შრომის შედეგად საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი ახალ სიმღერას გაგვიზიარებს:„ელოდებით ჩემს ახალ სიმღერას? უნდა გამოგიტყდეთ, ცოტა მეშინია. იმედია ყველას გულს მოიგებს, მთავარი როლი თქვენ გაქვთ. თქვენ უნდა დამეხმაროთ მაქსიმალურად გავრცელებაში!“, - წერს ბარბარა სამხარაძე.