„ჩემს მშობლებს არ უყვარდათ ერთმანეთი, ბაბუაჩემს მოეწონა მამაჩემი და გაათხოვა დედაჩემი...“ - ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ „მადის აღმძვრელ პოდკასტში“კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა. მომღერალი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, გაირკვა რომ უფროსი ასაკის ადამიანებისგან ხშირად იღებს კრიტიკის მესიჯებს, მათ შორის, ფრჩხილებზე და სახლში გაკრულ შპალერზე.

„გუშინწინ, მომწერა ქალმა, ფრჩხილები რომ დაიმოკლო, უფრო ესთეტიკური იქნებიო. ერთხელ ქალმა მომწერა, შენი სახლის შპალერი გამოცვალე, ძალიან ღარიბული იერი აქვსო. ასეთს რა უნდა უპასუხო? ამას მე ჩემი ასაკის ადამიანი არ მომწერს.

ხშირად მხვდება ტიკტოკზე ვიდეოები წარწერით, სადაც წერია, „ჩვენ ვიქნებით იმ თაობის ბიცოლები, რომლებიც თავის მულის შვილს არ გაუკეთებენ ჯადოს“ - მართლა ეგ თაობა ვიქნებით, რომელსაც თავისი ნათესავები არ ეყოლება მოძულებული და არ იქნებიან ქიშპში.

ვისაც გონება და მენტალური ზრდა გვაქვს, მართლა ეს თაობა ვიქნებით. ჩვენი მშობლების თაობა არის პრობლემა, რადგან ისინი დატრავმეს ომგამოვლილმა მშობლებმა.

ბაბუაჩემი გაზრდილი იყო მამის დანატრებაში. ასაკოვანი კაცი არ იყო სოფელში, რომ ვინმესთვის მამა დამეძახაო. მან გაზარდა დედაჩემი, შემდეგ ბაბუაჩემს რომ მოეწონა მამაჩემი, გაათხოვა დედაჩემი. არ უყვარდათ ერთმანეთი ჩემს მშობლებს და უსიყვარულოდ შექმნილმა ოჯახმა სხვა ტრავმები აგვკიდა. დედაჩემი მთელი ბავშვობა მეძახდა, არ არსებობს სიყვარული და არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ოჯახის წინაშე გაქვსო. როდესაც გავიზარდე და ვიღაც მომეწონა, ყოველთვის ჩამესმოდა, არ არსებობს სიყვარულიო და ამიტომ დამჭირდა ფსიქოლოგი. ფსიქოლოგმა მითხრა, რომ სიყვარული არ არის პასუხისმგებლობა, სიყვარული არის ყველაფერი. მე დამეხმარა ფსიქოლოგი, მოსიყვარულეც ვარ და პასუხისმგებლიანიც“, - განაცხადა ბარბარამ.