ცვლილება დილა-საღამოს ლოცვებში ამაღლებიდან სულთმოფენობამდე
1779435028
წერეთლის გამზირზე მამაკაცი მოკლეს. მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა მოკლულის ვინაობა. ის 1979 წელს დაბადებული, 47 წლის თამაზ ნაკაშიძეა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.