ნათია დიაკვნიშვილი

საზოგადოება 1787097802

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედის მორიგი მიმართვა

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.„დეე, ჩემო ალექსანდრე, ნეტა როდის გამითენდება დღე, რომ ისევ დამიძახებ „დეე“... - წერს ნათია დიაკვნიშვილი.ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

ალექსანდრე მიქელაძე

საზოგადოება 1786651124

„ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე...“ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს,„ჩემო გულის და სულის ნაწილო, ჩემო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ნეტა იცოდე ჩემი მონატრების სიძლიერე, როგორ მინდა შენი ჩახუტება და შენი სურნელი, ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე, ჩემო სამყარო...“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

ალექსანდრე მიქელაძე

საზოგადოება 1785701427

ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის,  ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.„დე, ალექს, როგორ მინდა, გვერდით მყავდე და ერთად გავდიოდეთ ამ გზებს, მაგრამ მჯერა, რომ ისევ გაერთიანდება ჩვენი სავალი გზა, ჩემი სუნთქვა და ყველა ფერის ...30/07/2026-ში, დავასრულე „ავერსში“ მოღვაწეობა და თან შევძელი ერთ-ერთი ბრენდის კონკურსში ვყოფილიყავი საქ-ოს მასშტაბით 12 გამარჯვებულს შორის და მივიღე უმაგრესი სასაჩუქრე ნაკრები. მადლობა „ავერსს“. ბევრი კარგი ადამიანი და საუკეთესო მეგობარი შემძინა“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს. @natiko.444 დეე, ალექს, როგორ მინდა გვერდით მყავდე და ერთად გავდიოდეთ ამ გზებს, მაგრამ მჯერა, რომ ისევ გაერთიანდება ჩვენი სავალი გზა, ჩემი სუნთქვა და ყველა ფერის 🫂❤️30/07/2026 - ში, დავასრულე ავერსში მოღვაწეობა და თან შევძელი ერთ-ერთი ბრენდის, კერძოდ ,,ზეთს ოუ"-ს კონკურში ვყოფილიყავი საქ.-ოს მასშტაბით 12 გამარჯვებულს შორის და მივიღე უმაგრესი სასაჩუქრე ნაკრები. მადლობა ,,ავერს"-ს 🙏🏽 ბევრი კარგი ადამიანი და საუკეთესო მეგობარი შემძინა ავერსმა 🥰❤️🤍🙏🏽 @ავერსი @კომპანია ავერსი ♬ оригинальный звук - levani

ალექსანდრე მიქელაძე

საზოგადოება 1783881351

„გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება… !“ - ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედის მიმართვა

ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს. „გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება უშენოდ არაფერი მიხარია, დეე!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი წერს.ცნობისთვის,ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

ალექსანდრე მიქელაძე

საზოგადოება 1781119010

„ზუსტად ვიცი, რომ ბევრის ფიქრში უგულო ვარ...“ - ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს. „ზუსტად ვიცი, რომ ბევრის ფიქრში უგულო ვარ... როგორ შემიძლია, ამ ამბით გავაგრძელო ცხოვრება... კვლავ ვისუნთქო... ვიცინო... ვჭამო... ვიმუშაო და საერთოდ „როგორ არის ცოცხალიო“!!! ღმერთმა დაგიფაროთ ყველა მსგავსად მოაზროვნე, ჩემი დღეებისთვის და მსგავსი დარდისთვის. მე ამას გისურვებთ და დანარჩენი თქვენი სინდის-ნამუსისთვის მომინდვია (თუ გაქვთ, რა თქმა უნდა)“ - წერს ბიჭის დედა.ცნობისთვის,ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

ალექსანდრე მიქელაძე

საზოგადოება 1778011855

„ძალიან მალეე... ჩემს ალექსანდრეს ასეთი დედა უყვარს და ასეთიც უნდა დაგხვდე, დეე“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა

ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„ძალიან მალე, დეე, მე მჯერა, რომ ძალიან მალეე... ჩემს ალექსანდრეს ასეთი მე (დედა) უყვარს და ასეთიც უნდა დაგხვდე, დეე“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.  

თეა ახვლედიანი

პოლიტიკა 1776161813

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული ხელშესახები შედეგები და არსებული საჭიროებების საპასუხო სამომავლო ნაბიჯები.შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე.

ალექსანდრე მიქელაძე

საზოგადოება 1770756236

„მჯერა, ჩემი ალექსანდრე დაგვაჯერებს, რომ სასწაულები ხდება...“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად ამხნევებს და გულშემატკივრობს, მადლობას უხდის. „ჩემო კეთილო ადამიანებო, მადლობა ყველაფრისთვის, გმადლობთ, რომ ლოცულობთ და თბილ სიტყვას არ იშურებთ. უფალი დიდია და მე მჯერა, ჩემი ალექსანდრე დაგვაჯერებს, რომ სასწაულები ხდება. მჯერა, რომ ჩვენი ბედნიერების თანამოზიარენი გახდებით, უფლის ნებით.მინდა, თითოეული თქვენგანი უსაზღვროდ ბედნიერები იყოთ და დალოცვილები. მიყვარხართ“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.  შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.  

ნათია დიაკვნიშვილი

საზოგადოება 1770235407

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად ამხნევებს და გულშემატკივრობს, მადლობას უხდის. „მე ვარ, ნათია დიაკვნიშვილი, ალექსანდრეს დედა, რომელიც უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ და უფალს ვთხოვ, რომ არასოდეს არავინ გენატრებოდეთ ისე, როგორც მე ჩემი ალექსანდრე.არასოდეს გახდეთ ნატრული იმ ჩახუტების, რასაც დღესდღეობით მე განვიცდი... მთელი გულით და არსებით გმადლობთ, იმ სიტყვებისთვის, რასაც ჩემთვის, ჩვენთვის, უპირობოდ იმეტებთ.გმადლობთ, უპირობო სიყვარულისთვის.გმადლობთ და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობთ ინდივიდუალურად. გადის დღეები, თვეები, უკვე ერთი წელი და მეორე დაბადების დღე ჩემი ალექსანდრესი, რომელსაც პირადად ვერ ვულოცავ.ურთულესია, მაგრამ ვმადლობ უფალს, რომ მოლოდინის რეჟიმში ვარ.რადგან ძალიან კარგად ვიცი, ბევრად უარესებიც ხდება.  უფალო, არასოდეს ვიტყვი: „რატომ მე“, რადგან ამისთვის ენა არ მობრუნდება, მაგრამ გპირდები, რომ შენი მოკვდავი შვილი, მედგრად იდგება და დაელოდება იმ წამს, როცა ინებებ ჩვენს შეხვედრას, როცა ინებებ შენი ჩემდამი საჩუქარი, ჩემი ალექსანდრე ისევ მაჩუქო და გამხადო ღირსი მისი სურნელის ჩასუნთქვის, მისი ჩახუტების.დედაო ღვთისა, შენი მფარველი კალთა გადააფარე და დაიცავი ავისგან, ჩემი შვილი, ჩემი ალექსანდრე.  მიყვარხართ თითოეული თქვენგანი, თქვენ ხართ ჭეშმარიტად ადამიანები, მადლობა, რომ არსებობთ, მიყვარხართ და გიგზავნით უდიდეს სითბოს დამსახურებულად. დაგლოცოთ უფალმა და დედა ღვთისამ“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.  

ალექსანდრე მიქელაძე

faceამბები 1770222568

„გილოცავ შენ დღეს, ნეტა როგორი ხარ ახლა, დე... - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ალექსანდრე მიქელაძეს, რომელი ბათუმში 2025 წლის 16 იანვარს დაიკარგა და ამ დრომდე ეძებენ, 16 წლის გახდა. დაკარგული მოზარდის დედა ნათია დიაკვნიშვილი შვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:„ალექს, დე, ჩემო უკიდეგანო მონატრება... ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე. გილოცავ შენ დღეს, ჩემო სიამაყე! ნეტა როგორი ხარ ახლა, დე...რომ იცოდე დე, როგორ მინდა დავიძინო და მხოლოდ მაშინ გამეღვიძოს, როცა ისევ 3 ცალს ერთად გიხილავთ...უფალს და დედა ღვთისას ვევედრები, რომ დაგიცვან, დაგიფარონ და გაგინათონ, ჩემკენ სავალი გზა..“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ალექსანდრე მიქელაძე

საზოგადოება 1768247942

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.„ალექს დე, მე შენი მჯერა და იცი როგორი ძალაც ხარ ჩემი. უშენოდ ეს სამყარო არაფერია. ისევ უნდა გამისამდეთ დე“,- წერს ნათია. ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.  

ნათია დიაკვნიშვილი

საზოგადოება 1767384235

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.„დავიღალე, თურმე მეც ვიღლები. უკვე ვნატრობ, რომ ჩვეულებრივი, სუსტი ქალი ვიყო მეც! აღარ მინდა აღარც დღე და აღარც ღამე. აღარ მინდა, დე, უშენოდ არაფერი... ნეტა, სულ მცირედით მაინც იცოდე როგორ მენატრები ჩემო, მარტო ჩემო ალექსანდრე“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.