ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

ნათია დიაკვნიშვილი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

დე, ჩემო მონატრება, ნეტა იცოდე,  ყოველ დღე რამდენის გადატანა და ბრძოლა მიწევს ჩუმად, საკუთარ თავთან, რომ იმ დღემდე მოვაღწიო და შენ ჩაგიკრა გულში... იმედია, მალე დამიდგება ეს დღე და ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრებთ... ვისაუბრებთ ისე, როგორც მხოლოდ ჩვენ ვიცით, ჩემო მზის სხივო, ჩემო სამყარო და უფლის საჩუქარო! მესამყაროები, დე!!“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.