ზედაპირიდან ქაფის მოხსნის დიდოსტატები ვართ, ქვაბში რა იხარშება ჩამხედავი არავინაა - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასა და ამ მოვლენებთან მიმართებით ჩვენი ქვეყნის ქმედებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, რეალურად მსოფლიოში არსებული მოვლენები საქართველოს შემდგომ განვითარებაზეც მოახდენს დიდ გავლენას, თუმცა ამ მომენტში საზოგადოების ყურადღება სულ სხვა საკითხისკენაა მიმართული.

„უნიკალური ერი ვართ, მსოფლიო და კერძოდ ჩვენი რეგიონი ცივი ომის პირობებშია, ისიც კი შეიძლება ვთქვათ, რომ გარდამტეხი ისტორიული მომენტი დგას, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა შემდგომი განვითარების როგორ კალაპოტში აღმოჩნდება, ფონს გავა, ხუთკუნჭულასავით გადაასწრებს დევს ხიდზე, თუ დიდი ხნით ჩაფლავდება. ჩვენი კვირის თემა და ჩვენი წლის გმირები კი მწვანე პასპორტზე გამარჯვებული დაქირავებული, უნებლიე თუ ბუნებრივი მტროლავები არიან. ზედაპირიდან ქაფის მოხსნის დიდოსტატები ვართ, ქვაბში რა იხარშება, ჩვენივე ხორცი იქნებ, ჩამხედავი არავინაა“, - წერს ნათა ფანჯიკიე.