„ყველას მადლობა გამოთქმული აზრისთვის. გავიგე, რომ დიდი ბოღმაა დაგროვილი“ - ზვიად ციკოლია

ზვიად ციკოლია

ყველას მადლობა გამოთქმული აზრისთვის. ჩემი პოსტი საჭირო უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის იყო, რომ კიდევ ერთხელ გამეკეთებინა დასკვნები და შესაბამისად ვიმოქმედო "დახმარების თხოვნაზე", - ამის შესახებ ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია .

„გავიგე რომ დიდი ბოღმაა დაგროვილი, გავიცანი ახალი და ძველი მეგობრები. ისიც გავიგე რომ საზოგადოებას პრობლემა არ ჰქონია რადგან ჩემი პოსტი გახდა ასეთი განხილვის საგანი და არა განათლება, ეკოლოგია ან უამრავი სხვა პრობლემა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას,“ - წერს ზვიად ციკოლია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ის წერდა:

„ზოგი ლასკალაში სწავლის დაფინანსებას მთხოვს ზოგიც კოლუმბიის უნივერსიტეტში. ქართულ სასწავლებლებზე ხომ საერთოდ აღარც არაფერს ვიტყვი 200-300 ლარიანები რამდენი მწერს. ჩემი რჩევაა პირდაპირ ხელისუფლებას ან ბანკირებს მისწეროთ, ჩემთან დროს ნუ დაკარგავთ“.