ყველას დონდლო ვეგონე, ცხოვრებაში ბურთი არ მითამაშია, რადგან ძალიან მკაცრი დედა მყავდა – ლევან რატიანი ბავშვობაზე საუბრობს

ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი ბავშვობის წლებს იხსენებს. როგორც ის ამბობს, მკაცრი დედა ჰყავდა და პრიორიტეტი ყოველთვის სწავლა იყო.

„მე ძალიან კარგ ადგილზე დავიბადე და გავიზარდე, ჩამოვყალიბდი და ძალიან გული მწყდება, რომ ის გზა, რასაც ბავშვობის გზა ჰქვია, ჩემს შვილებს რომ არ აქვთ.

მე გავიზარდე რიონისპირა პატარა ფოთში, სადაც სიკეთის მეტი იქ არავისგან არაფერი მიგრძვნია, დღესაც მივტირი იქაურობას, ქვაც კი მიყვარს იქაური. ეს იყო დრო, როდესაც არ იყო შუქი, დენი, წყალი იყო ომიანობა, ცუდი სიტუაცია, მაგრამ იქ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც საბედნიეროდ, ერთმანეთის სიყვარულის მეტი არაფერი აკავშირებდა ერთმანეთთან.

ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ყველას შვილი ვიყავი იმ დროს, ასე მეგონა. ფოთში სკოლა-გიმნაზია დავამთავრე, ჩემი სახლიდან 15 კილომეტრია. დილით ავტობუსს მივყვებოდი, რომელიც 7 საათზე მიდიოდა, რა თქმა უნდა, გესმით, მე-6, მე-7 კლასელი ვიყავი, დილით ადრე ვდგებოდი, ჩემი მეზობელი ქალი მაცილებდა, ეს ქალი, შუშუ ჩემთვის სიკეთის განსახიერებაა, აღარ არის ცოცხალი.

დედაქალაქში მე-11 კლასიდან ჩამოვედი, აქტიური ვიყავი, მაგრამ არ მეტყობოდა, ყველას დონდლო ტიპი ვეგონე. არ ვვარჯოშობდი, ცხოვრებაში ბურთი არ მითამაშია, რადგან ძალიან მკაცრი დედა მყავდა.. ამოსავალი წერტილი იყო რომ რაც შეიძლებოდა მესწავლა დედიდან გამომდინარე.

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მეთერთმეტე კლასის ქიმია გავლილი მქონდა, 7 მასწავლებელთან დავდიოდი. იმისდა მიუხედავად, რომ რაიონში ვცხოვრობდი. მაინცდამაინც, ქიმიაში ვიჭრებოდი, ბედის ირონია. დღეს იმ უნივერსიტეტის კათედრის გამგე ვარ, სადაც ვიჭრებოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ეს იყო ჩემთვის ჩაგვრის მომენტი, როცა გეკუთვნის და ვერ ღებულობ. ბოლოს დადგა მომენტი, რომ მასზე მეტი ვიცოდი. სულ ვიჭრებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც ჩავაბარე.

მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როდესაც წამოვედი მოსამზადებელში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ისე მინდოდა უფასო სექტორზე მესწავლა, რომ სამი წელი ვაბარებდი, მესამე წელს მოვეწყვე, ძალიან რთული იყო. ბაბუა პედიატრი იყო, ფოთში მალარია იყო და იმ დროს ერთ-ერთი მოწინავე ექიმი იყო. ბაბუაჩემის მამაც ექიმი იყო“, – გაიხსენა ლევან რატიანმა ერთ-ერთ გადაცემაში.