1740337798
"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი მოკლულ 20 წლის ბიჭზე

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.
არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ტრაგედიას ეხმიანება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტოს აქვეყნებს:
„ჩემი მუდამ მომღიმარი, მხიარული, ლაღი, სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი“,- წერს ბუკა პეტრიაშვილი.