ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან, არც ერთს ფილტვის დაზიანება არ აღენიშნება.
მისი თქმით, ვირუსის გამოვლინება, ზოგადი ინტოქსიკაციურია.
„გამოვლინებები აქვს ზოგადი ინტოქსიკაციური. ეს არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, ცხელება, ასევე ენტერალური მოვლენები.
რაც შეეხება ფილტვის დაზიანების ინდექსს, რაც წინა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, ამ შემთხვევაში მინიმალურია. ანუ, თუ წინა პერიოდში, ვირუსი მასიურად აზიანებდა ფილტვის ქსოვილს, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შეიძლება ითქვას, ასეთი პაციენტი არ გვყავს.“ - განაცხადა ლევან რატიანმა.