1728312638
ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში - კარფური და Mastercard-ი „ერთად ბავშვებისთვის“
„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.
17 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კომპანია „კარფურისა“ და Mastercard-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში - “ერთად ბავშვებისთვის“, Mastercard-ით გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.
„კარფური“ სასკოლო კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს სახალისო აქტივობასაც სთავაზობს - დახატე შენი სკოლა, მოიტანე ნებისმიერ ჰიპერმარკეტში (თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) და მიიღე სასკოლო ნივთები საჩუქრად.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.