ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება - ასტროლოგი 8 იანვრის მაგიურ ძალაზე

ასტროლოგია

ასტროლოგიის თანახმად, მთვარის მე-7 დღე 8.01-ის 12:14 საათიდან 9.01-ის 12:36 საათამდე მოქმედებს.

„ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება). სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.

ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ. სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

ამ დღეს კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.

ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.

სამედიცინო თვალსაზრისით: ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. 

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

დღის პროგნოზი: 8 იანვარი დადებითი და წარმატებული დღე იქნება“

ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი

წყარო: astrokonsultant