„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია ახალ კვლევაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ორსულობა, განსაკუთრებით მეორე ორსულობა, ქალის თავის ტვინში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.
მისი განმარტებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველი ორსულობა ტვინზე უნიკალურ კვალს ტოვებს. განსაკუთრებით აქტიურდება ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია ვიზუალურ და სმენით აღქმაზე, ასევე ყურადღებაზე. აღნიშნული ცვლილებები, როგორც მკვლევრები მიიჩნევენ, უკავშირდება დედობის ახალ ეტაპს და გაზრდილ პასუხისმგებლობას.
მალაზონიას თქმით, ეს პროცესები შესაძლოა ასევე ხსნიდეს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მასშტაბური არ ყოფილა, მეცნიერები მას მნიშვნელოვან აღმოჩენად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ორსულობის პერიოდში ქალს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.