„ყოფილი ქმრის ცოლთან ურთიერთობა არ მაქვს, მის გამო დაინგრა ჩემი ოჯახი“ - რას ჰყვება მაგდა ვასაძე უკრაინაში დაღუპულ ქმარზე

magda vasaZe qmarTan

მომღერალ მაგდა ვასაძის ყოფილი მეუღლე, ასლან ბოლქვაძე უკრაინაში ახლახან გარდაიცვალა. მას ჭრილობა ზურგის არეში მიაყენეს. წყვილს 1 შვილი, ლუკა ჰყავს.

მომღერალმა მეუღლესთან დაშორების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

„ჩემი ყოფილი ქმრის დედ-მამასთან და დებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, მის ცოლთან კი – არანაირი და არც მაქვს სურვილი, რადგან მის გამო დაინგრა ჩემი ოჯახი. ასლანს მასთან შვილი არ ჰყავს. ლუკასთვის დიდი დარტყმა იყო მამის გარდაცვალება. მე თბილისში ვიყავი, ლუკა – ბათუმში, მამის სახლში იყო. რომ უთხრეს ეს ამბავი, გაქვავდა და მერე ატირდა. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა მოხდა. პანდემიის გამო ვერ ჩამოვიდა და ლუკას მამამისი სამი წელია არ უნახავს. სულ ვიდეოთვალით კონტაქტობდნენ, ვფიქრობ, დიდი ხანი ექნება შეგრძნება, რომ მამა მალე დაბრუნდება…“, - ამბობს მომღერალი.