1740372372
უკრაინა 2.7 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა - გაერო

ამ დრომდე უკრაინა 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა, ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტმა, 1 655 503-მა ადამიანმა, თავი პოლონეთს შეაფარა.
ასევე, უკრაინელი ლტოლვილები თავშესაფრის საძიებლად გადავიდნენ: უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში.