რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს ახალი წლის დღეებში
1735563768
ოთხდღიანი პაუზის შემდეგ, ყაზახეთში, ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა. კომპანია FlyArystan-ის ინფორმაციით, დაგეგმილ რეისებზე დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ქალები, ბავშვები და მოხუცები იქნებიან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს ის მგზავრები ელოდებიან, რომლებიც რამდენიმე დღეა ყაზახეთში იქ არსებული ვითარების შედეგად გაუქმებული ფრენების გამო წასვლას ვერ ახერხებდნენ. აქტაუს მიმართულებით რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შესრულდა პირველი გეგმური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც საქართველოში ჩარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა.